სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში

სიმსივნის ასაკობრივი კატეგორიები და ეფექტიანი მკურნალობა თოდუას კლინიკაში
მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70%
საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებზე მოვა.

საქართველოს მონაცემები, ამ მხრივ, ემთხვევა საერთაშორისო სტატისტიკას. შუახნისა და მოხუცებულთა ასაკის პაციენტებში სიმსივნის განვითარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება, კონკრეტულად რომელ სიმსივნურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მაგალითად, ამ სტატისტიკაში ხვდება ფილტვის ან კუჭ-ნწლავის კიბო, თუმცა განსხვავებული სურათი იკვეთება ძუძუს კიბოს შემთხვევაში.

ასაკთან დაკავშირებული სიმსივნის შესახებ აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი ნანა ოთხოზორია გვესაუბრა, რომელმაც ქალებსა და მამაკაცებში განვითარებული ონკოპათოლოგიები და ისეთი საყურადღებო დეტალები განიხილა,
როგორიცაა, მაგალითად, ფერტილობის შენარჩუნება მკურნალობის შემდეგ.

"თუ სიმსივნის გავრცელებას ასაკობრივ კატეგორიებად დავყოფთ, უნდა აღინიშნოს, რომ ონკოდაავადებები და ახალგაზრდა ასაკი დღემდე შესწავლის საგანია. ამის გამო, დიდი მნიშვნელობა დაავადების გავრცელებასა და მის მკურანალბას ენიჭება, რაც, ამ მკურნალობის შესაბამის გვერდით ეფექტებტანაა დაკავშირებული და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს როგორც მამაკაცებში,
ასევე ქალბატონებში.

ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის სტატისტიკას ე.წ. "სისმსივნის გაახალგაზრდავებას" ვერ დავარქმევთ, თუმცა არის კონკრეტული ნაზოლოგიები, რომლებიც ადრეულ ასაკში ვლინდება. ამის მრავალი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი საფუძველი გენეტიკური წინასწარგანწყობაა.

იმისათვის, რომ აღნიშნული მზარდი სტატისტიკური მონაცემები შევცვალოთ, ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგია საჭირო, რაც ადრეულ გამოჯანმრთელებასა და მაქსიმალურად ეფექტიან მკურნალობასაც გულისხმობს". - განმარტა ნანა ოთხზორიამ.

ქალების შემთხვევაში გავრცელებით პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ დიაპაზონში ვარირებს; თუ ნაკლები პროცენტულობით გვხვდება 18-29 წლის ასაკის ადამიანებში, მსოფლიო სტატისტიკით, დაავადებულთა 36% 30-44 წლის პაციენტები არიან.

რაც შეეხება მამაკაცებს, საწყის პოზიციას ფილტვის კიბო იკავებს, ორივე ნოზოლოგიის შემთხვევაში შესაძლებელია სკრინინგი. 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. სკრინინგი ფილტვის კიბოს აღმოჩენისთვის აქტიურად მწეველ 45 წლის ზემოთ კაცებში ტარდება გულმკერდის დაბალი დოზის კტ კვლევას ითვალისწინებს.

ასაკთან ერთად ონკოლოგიური ავადობის მაჩვენებელი იზრდება. აღსანიშნავია, რომ 75 წლის ასაკს ზემოთ პაციენტები ონკოდაავადებულების ერთ მესამედს წარმოადგენენ. აღნიშნულ მაჩვენებელს განაპირობებს სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობა, მაგალითად გენომური არასტაბილურობა, იმუნოსუპრესია, გარემოს მავნე და ეპიგენეტიკური ფაქტორები და ა.შ.

"როდესაც ვსაუბრობთ ასაკზე, უნდა გავითვალისწინოთ ქრონოლოგიური და ფუნქციური.

მოხუცებული ასაკი ეს არის სუბიექტური კულტური ცნება, რომლის დეფინიცია ვარირებს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 წელია. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში 60-65. ქრონოლოგიური და ფუნქციური ასაკი შეიძლება ძლიერად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

გერიატრიულ ონკოლოგიაში სწორედ ფუქციური ასაკი განსაზღვრას მკურნლობასთან დაკავშირებულ დეტალებს. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მოხუცებულტა ასაკში პაციენტის კომპლექსურად, მრავალი მონაცემებიტ შეფასება და მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა.

ევროპის ონკოლოგთა სკოლას აქვს ძალიან კარგი კამპანია, რომელიც ამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას ამ მიმართულებით და ამბობს, რომ ყველა ახხარგაზრდა არ არის ჯანმრთელი და ყველა მოხუცი არ არის ავადმყოფი. ეს ყოველივე უნდა ემსახურებოდეს ცნობიერების ამაღლებას და როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი არ უნდა გამოიყენებოდეს მკურნალობის მენჯმენტისათვის." - აღნიშნა თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგმა ნანა ოთხზორიამ.

ახალგაზრდა ასაკში ონკოლოგიური პაციენტების უმეტესობას, მკურნალობის შემდგომ, შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს. სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის სხვადასხვა მეთოდები როგორიცაა მაგ: ქირუგიული მკიურნალობა, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ჰორმონოთერაპია ახალგაზრდა ქალებში ხელოვურად იწვევენ ნაადრევ მენოპაუზას, ხოლო მამაკაცებში სპერმატოგენეზის დარღვევას.

მხოლოდ 2018 წელს მსოფლიოს მაშტაბით ქალბატონებში 8.6 მილიონი ონკოლოგიური დიაგნოზიდან 10% ზე მეტი 40 წლამდე ასაკში დაისვა. ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის წყალობით ახალგაზრდა ასაკში საერთო გადარჩენადობის მაჩვენებლები ზოგიერთი ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების დროს უმჯობესდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ფერტილობის შენარჩუნებისადმი, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში იძულები ვხვდებით არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთოთ.

"ახალგაზრდა ქალბატონების საკვერცხეები მეტად მდგრადია ციტოსტატიკური მედიკამენტების აგრესიული ზემოქმედების მიმართ, ამის გამო ქიმიოთერაპიის შემდეგ უნაყოფობის მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ს შეადგენს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი იზრდება შუა ხნის ასაკში.

მამაკაცების 20-50% კომბინირებული მკურნალობის დასრულებიდან 2-3 წელიწადში აღუდგება სპერმატოგენეზის მაჩვენებლები. როგორც წესი ეს პროცესი შექცევადია და აღდგენისთვის საშუალოდ სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდს საჭიროებს

ხშირად ქალბატონებში ფერტილობის ფუნქციის აღდგენის პერიოდად 1-დან 3 წლამდე მოვიაზრებთ, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლის დროსაც ზუსტად ვიცით, რომ ამ შედეგს არ უნდა ველოდეთ. მამაკაცებში კი პროცესის შექცევადობის პროცენტულობა ბევრად მაღალია", - აღნიშნა ნანა ოთხზორიამ.

ონკოფერტილობა შედარებით ინოვაციური კონცეფციაა და ფერტილობის შენარჩუნების შესაძლობლაზე მომუშავე ექსპერტთა გუნდს მოიცავს, თუმცა დღემდე ყველაზე ეფექტურ საშუალებად ონკოლოგიაში ემბრიო და/ან ოოციტების კრიოკონსერვაცია რჩება. თუმცა არსებობს შედარებით ახალი, ექსპერიმენტალური მეთოდები, როგორიცაა საკვერცხის ქსოვილის კრიოკონსერვაცია, ხელოვნური საკვერცხის ინ.ვიტრო მომწიფება. თუმცა ონკოლოგის პრეროგატივაა ძირითათად შეეხოს ქიმიოთერაპიისგან გამოწვეულ ტოქსიურობას და საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

"თოდუას კლინიკის ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური განყოფილების მუშაობის პრინციპია, რომ კიბო განაჩენი არ არის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაავადების ადრეული გამოვლინების ეფექტურობასს, რაც, საბოლოოდ, სტატისტიკას პაციენტების სასარგებლოდ ცვლის.
როგორც წესი, აბსოლუტურად ვუწყობთ ფეხს იმ თანამედროვე სტანდარტებს, პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომლებიც მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს და რასაც ამერიკისა თუ ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია ნერგავს.

ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტის შემთხვევა კონსილიუმზე ირჩევა, რომლის დროსაც ყველა ექიმი საკუთარ აზრს გამოთქვამს მკურნალობის მეთოდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, მკურნალობის ნებისმიერი სახე, იქნება ეს იმუნო, ქიმიო თუ თარგეთ თერაპიები, აბსოლუტურად თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით წარიმართება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გართულებებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება ინდივიდუალურად, ექიმსა და პაციენტს შორის ხდება და სწორედ ასე ირჩევა მისთვის ყველაზე ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კამპანია, რომლის ლოზუნგია - "მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით!". თანამედროვე მეთოდებთან ერთად, ფსიქოსოციალური მხარდაჭერაც საჭიროა, რომელსაც ავადმყოფობის დამარცხებამდე მივყავართ", - განმარტა ფრიდონ თოდუას კლინიკის ონკოლოგმა.

ნებისმიერ ასაკში, ონკოლოგიური დაავადებების დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიონალური მკურნალობის მეთოდები, ინდივიდუალური მიდგომა, ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი, თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის კურსის გავლა.
ყველანაირი გართულების, მათ შორის ფერტილობის საკითხი, მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, სტადიის, სქესის, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობისა და მკურნალობის სქემიდან გამომდინარე.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ნაწლავის კედლიდან სანათურისკენ იზრდება.
იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია,
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მედიკოსების მთელი ძალისხმევა მიმართულია
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად