კიბოს ასწლოვანი საიდუმლო გახსნილია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს ასწლოვანი საიდუმლო გახსნილია

ამოხსნეს ვარბურგის ეფექტი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ კიბოს უჯრედების უმრავლესობა ენერგიას აწარმოებს ჯანმრთელი უჯრედებისგან განსხვავებული მექანიზმით.

1921 წელს გერმანელმა მეცნიერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ოტო ვარბურგმა აღმოაჩინა, რომ კიბოს უჯრედები ენერგიის მისაღებად არ ახდენენ გლუკოზის წვას.

ისინი ახლორციელებენ გლუკოზის ფერმენტაციას რძის მჟავად. ფიქრობდნენ რომ ეს ხდება მიტოქონდრიების (უჯრედების ენერგეტიკული სადგური) დაზიანების გამო.

თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მიტოქონდრიები სწორად ფუნქციონირებდნენ.

მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო აღმოეჩინა კავშირი აღწერილ ეფექტსა და ზრდის ფაქტორის სასიგნალო მოლეკულა ე.წ. კინაზა PI3-ს შორის.

ეს ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების ზრდის, გამრავლების, მეტაბოლიზმისა და გადარჩენის გზაზე.

აღმოჩნდა, რომ როდესაც კიბოს უჯრედები იწყებენ გადაადგილებას და გადადიან ვარბურგის მეტაბოლიზმზე, კინაზას დონე იზრდება, რაც იწვევს იმას, რომ უჯრედები უფრი მიდრეკილები ხდებიან გაყოფისაკენ.

შედარებისთვის, სპეციალისტების გუნდმა მიმართა იმუნურ უჯრედებს, რომლებიც მეტაბოლიზმის უჩვეულო ფორმას იყენებენ.

ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას, მათ შეუძლიათ გამორთონ ენერგიის საწარმოებლად შაქრის წვის მეთოდი და ადენოზინტრიფოსფორის მჟავას (ატფ) საწარმოებლად გადავიდნენ ვარბურგის ეფექტზე.

მეცნიერების აზრით, კიბოს უჯრედები-მუტანტები იყენებენ იგივე მექანიზმს. ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელი იქნება სიმსივნესთან ბრძოლა ფერმენტების ბლოკირების გზით.