კიბოს ასწლოვანი საიდუმლო გახსნილია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

კიბოს ასწლოვანი საიდუმლო გახსნილია

კიბოს ასწლოვანი საიდუმლო გახსნილია
აშშ-ს სლოუნ-კეტერინგის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა ათწლიანი კვლევის შედეგად ამოხსნეს ვარბურგის ეფექტი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ კიბოს უჯრედების უმრავლესობა ენერგიას აწარმოებს ჯანმრთელი უჯრედებისგან განსხვავებული მექანიზმით.

1921 წელს გერმანელმა მეცნიერმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ოტო ვარბურგმა აღმოაჩინა, რომ კიბოს უჯრედები ენერგიის მისაღებად არ ახდენენ გლუკოზის წვას.

ისინი ახლორციელებენ გლუკოზის ფერმენტაციას რძის მჟავად. ფიქრობდნენ რომ ეს ხდება მიტოქონდრიების (უჯრედების ენერგეტიკული სადგური) დაზიანების გამო.

თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მიტოქონდრიები სწორად ფუნქციონირებდნენ.

მეცნიერთა ჯგუფმა შეძლო აღმოეჩინა კავშირი აღწერილ ეფექტსა და ზრდის ფაქტორის სასიგნალო მოლეკულა
ე.წ. კინაზა PI3-ს შორის.

ეს ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების ზრდის, გამრავლების, მეტაბოლიზმისა და გადარჩენის გზაზე.

აღმოჩნდა, რომ როდესაც კიბოს უჯრედები იწყებენ გადაადგილებას და გადადიან ვარბურგის მეტაბოლიზმზე, კინაზას დონე იზრდება, რაც იწვევს იმას, რომ უჯრედები უფრი მიდრეკილები ხდებიან გაყოფისაკენ.

შედარებისთვის, სპეციალისტების გუნდმა მიმართა იმუნურ უჯრედებს,
რომლებიც მეტაბოლიზმის უჩვეულო ფორმას იყენებენ.

ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას, მათ შეუძლიათ გამორთონ ენერგიის საწარმოებლად შაქრის წვის მეთოდი და ადენოზინტრიფოსფორის მჟავას (ატფ) საწარმოებლად გადავიდნენ ვარბურგის ეფექტზე.

მეცნიერების აზრით, კიბოს უჯრედები-მუტანტები იყენებენ იგივე მექანიზმს. ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელი იქნება სიმსივნესთან ბრძოლა ფერმენტების ბლოკირების გზით.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-01-2021
vaaaaa
ვერაფერი ვერ გავიგე... ცოტა უფრო გასაგებ ენაზე რომ აგეხსნათ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ჯობდა. თითქოს სამედიცინო სტუდენტენზეა გათვლილი ეს სტატია.
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეები
მამაკაცები, რომლებიც პროსტატის კიბოს მკურნალობის მიზნით იტარებენ სხივურ თერაპიას,
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ქალთა პოპულაციაში
როზუელ-პარკის ონკოლოგიურ ცენტრში კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობის გაზრდის
მეცნიერებმა, კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული საშუალებების შესაქმნელად,
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად