საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მკურნალობა თოდუას კლინიკაში
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ქალთა პოპულაციაში
ონკოლოგიურ პათოლოგიებს შორის სიხშირით მე-4 ადგილს იკავებს.

ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წლისთვის ამერიკაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 13 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამავე დიაგნოზით 4 290 ქალი გარდაიცვალა.

დაავადების პრევენციისთვის უდიდესი მნიშვნელობა, სკრინინგის შედეგად კიბოს წინარე დაზიანებების აღმოჩენას და მათ დროულ მკურნალობას ენიჭება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმდინარეობაზე, დიაგნოსტირებასა და პრევენციის აუცილებლობაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი მარი კაჭარავა გვესაუბრა.

– რა სიმპტომებით უვლინდებათ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებს და
როდის უნდა მიმართონ მათ ექიმს?

– საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე ნელა პროგრესირებს. დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად ხშირად 10-15 წელია საჭირო და შესაძლოა პროცესი სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.

დაავადების ასეთი ლატენტური მიმდინარეობისას, მისი ადრეული გამოვლენის ერთადერთი საშუალება სკრინინგია. ჩვენს კლინიკაში, შესაძლებელია სკრინინგული კვლევის ჩატარება, ამისათვის ვიღებთ ნაცხს
საშვილოსნოს ყელიდან, რომელსაც შემდგომში შევისწავლით მიკროსკოპის ქვეშ და ამგვარად კიბოს წინარე ცვლილებებს ადრეულად გამოვავლენთ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

• არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა;
• სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს;
• დისკომფორტი/ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
• წელის ტკივილი;
• უსიამოვნო სუნი/სისხლიანი გამონადენი;

– რა არის ამ ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები?

– საშვილოსნოს ყელის კიბოს 99% ასოცირებულია სქესობრივი გზით გადამცემ ინფექციასთან - ადამიანის პაპილომა ვირუსთან, კერძოდ მე-16 და მე-18 ქვეტიპებთან. აღნიშნული ინფექცია ძირითადად თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა პერსისტენტულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო.

ამ დაავადების განვითარების სხვა რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:

• სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება;
• მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
• თამბაქოს მოხმარება;
• დაქვეითებული იმუნური სისტემა;
• პირველი მშობიარობა მცირე ასაკში;
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტები;
• კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება (10 წელი და მეტი).

– რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის?

– ხშირად, როდესაც პაციენტს ვეკითხებით, თუ რამდენად ხშირად დადის გინეკოლოგთან საკონტროლო ვიზიტზე, აღმოჩნდება, რომ რაც იმშობიარა, მას შემდეგ არ ყოფილა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქალბატონი 60 წლის ან მეტის არის. სწორედ ეს გვაძლევს არასასურველ შედეგებს.
დაავადების პრევენციის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი სკრინინგია, როდესაც ყოველგვარი ჩივილის გარეშე პაციენტი მიბრძანდება ექიმთან და იტარებს პაპტესტს. ასე კიბოს წინარე დაავადებებს გამოვავლენთ, დროული მკურნალობით კი სიმსივნის შემდგომ განვითარებას ვიცილებთ თავიდან. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის წყლულოვანი დაავადება სწორედ კიბოს წინარე მდგომარეობაა, რომელსაც თუ დროულად ვუმკურნალებთ, არასდროს გადაგვარდება სიმსივნედ.

პრევენციის კიდევ ერთი ნაბიჯი ვაქცინაციაა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრები, რომლებიც 9-დან 11 წლამდე ასაკის გოგონებს უტარდებათ, საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. აშშ-მ ამ მიდგომით, დაავადების საერთო გავრცელება ელიმინაციისკენ წაიყვანა და ჩამოაყალიბა სკრინინგის ძლიერი სისტემა.

ვაქცინაცია 2 ეტაპად მიმდინარეობს – მას შემდეგ, რაც გაკეთდება პირველი აცრა, განმეორებითი ვიზიტისთვის საჭიროა 6-დან 12 თვემდე ვადა. ეს ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიება ამცირებს არა მხოლოდ საშვილონოს ყელის სიმსივნის განვითარების რისკს, ასევე სხვა გინეკოლოგიური ორგანოების: ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბოს პრევენციასაც წარმოადგენს.

– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა თოდუას სამედიცინო ცენტრში?

- სტატისტიკურად საშვილოსნოს ყელის კიბო დიაგნოსტირდება ძირითადად 35-44 წლის ასაკში, დაავადების გამოვლენის საშუალო ასაკი 50 წელია, იშვიათია 20 წლამდე ასაკში.

გლობალურ სტრატეგიაში კიბოს ელიმინაციის 3 საფეხური შედის:

1. პრევენცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ;
2. კიბოს წინარე დაზიანებების სკრინინგი და მკურნალობა;
3. დიაგნოზის შემთხვევაში კი მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც ჩვენი კლინიკის შემთხვევაში შედიან ონკოგინეკოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, მორფოლოგი, რადიოლოგი.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში ზემოთხსენებული სამივე ეტაპისთვის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი გვაქვს: პაპტესტი, კოლპოსკოპია, ბიოფსია, მორფოლოგიური კვლევა. შემდგომ უკვე რადიოლოგიური კვლევების მთელი სპექტრი: ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გვაქვს სხვადასხვა მეთოდები შორეული მეტასტაზების გამოსავლენად და შესაბამისად სრულფასოვანი მკურნალობისთვის.

ადრეულ სტადიებზე უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ადგილობრივად, საშვილოსნოს ყელში გავრცელებული კიბოს შემთხვევაში, კომბინირებული მკურნალობა იწყება ქიმიო და სხივური თერაპიებით. თუ დაავადება მეტასტაზირებულია, ვატარებთ ქიმიოთერაპიას.

– ამ ონკოდაავადების წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია თუ არა რეპროდუქციული სისტემის შენარჩუნება?

– თუ პათოლოგია კიბოს წინარე მდგომარეობაში ან საწყის სტადიაზეა და მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ქირურგიული ამოკვეთა ხდება, დანარჩენი გინეკოლოგიური ორგანოები კი ნარჩუნდება, რეპროდუქტოლოგის დახმარებით ორსულობა იგეგმება.

სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სკრინინგ პროგრამა უკვე წლებია არსებობს, ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე ძალიან გავრცელებულია.

იქიდან გამომდინარე, რომ ქალებში რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმებების მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, ძნელდება კიბოს წინარე მდგომარეობების აღმოჩენა და დროული მკურნალობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები, რომლებიც პროსტატის კიბოს მკურნალობის მიზნით იტარებენ სხივურ თერაპიას,
როზუელ-პარკის ონკოლოგიურ ცენტრში კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობის გაზრდის
მეცნიერებმა, კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული საშუალებების შესაქმნელად,
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს.
(სიმსივნის ვირუსულ-გენეტიკური თეორია) კანცეროგენეზის მექანიზმთა კვლევა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
ფილტვის კიბოს ადრეული სიმპტომებიდან საყურადღებოა მაჯებისა და კოჭების მდგომარეობათა
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად