ცნობილია, რომ სტრესს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როგორ მოქმედებს სტრესი კიბოზე, უფრო ზუსტად კი ამ დაავადების დროს განვითარებულ იმუნურ პასუხზე. მეტასტაზირებული მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებში ჩატარდა კლინიკური კვლევა. პაციენტები იღებდნენ პროპრანოლოლის
მზარდ დოზებს, რომელიც ბლოკავს სტრესის ჰორმონების უჯრედებთან ურთიერთქმედებას.
ასევე პარალელურად შეჰყავდათ ანტი-PD-1 (პემბროლიზუმაბი) საკონტროლო წერტილის ინჰიბიტორი. ამ წამლების კომბინაციას არ შეუქმნია პრობლემა და უფრო მძლავრი იყო კიბოს საწინააღმდეგო პასუხი სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით. ამას გარდა, სპეციალისტები თვლიან, რომ მკურნალობის გამოსავალის გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის ოპტიმალური სტიმულაციისთვის,
აუცილებელია სტრესის დონის დაქვეითება.
შეკითხვა ექიმს