კიბოს მკურნალობის კონცეფცია შეიძლება მცენარეული ვირუსის გამოყენებამ შეცვალოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს მკურნალობის კონცეფცია შეიძლება მცენარეული ვირუსის გამოყენებამ შეცვალოს

მცენარისგან მიღებული ვირუსი გამოიყენეს. უკვე არსებობს ცხოველებზე გამოცდის დამაიმედებელი შედეგები. ძაღლებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, ბარდისგან მიღებული ვირუსი დაეხმარა იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების იდენტიფიცირებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხივურ თერაპიასთან ერთად, დეაქტივირებული ვირუსის მაღალი დოზის უშუალოდ სიმსივნეში ინექცია უფრო ეფექტური აღმოჩნდა.

ექსპერტების აზრით, ეს მეთოდი იმუშავებს ადამიანებშიც. მათივე თქმით, გამოყენებული ვირუსი ადვილად მოდიფიცირდება და დიდი რაოდენობით უპრობლემოდ მიიღება მცენარეებისგან. ძაღლებთან მუშაობის გარდა, მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ვირუსის მოქმედება მელანომაზე შეისწავლეს. ვირუსმა შეამცირა სიმსივნის ზრდის სიჩქარე, ზოგჯერ კი მთლიანად გაანადგურა.

ძლიერი იმუნური პასუხის წყალობით, კიბო ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს, ამბობენ ექსპერტები. დღემდე, ახალი თერაპია ტესტირებულია 20-ზე მეტ ძაღლზე. ექვსი ძაღლი პირის ღრუს კიბოთი, ვირუსისა და სხივური თერაპიის გმოყენების შემდეგ, სამუდამოდ განიკურნა დაავადებისგან. ეს დადებითი შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კიბოს რეციდივის მაჩვენებელი, ჩვეულებრივ 85-90% -ს შეადგენს.