ექსპერტების აზრით, ეს მეთოდი იმუშავებს ადამიანებშიც. მათივე თქმით, გამოყენებული ვირუსი ადვილად მოდიფიცირდება და დიდი რაოდენობით უპრობლემოდ მიიღება მცენარეებისგან. ძაღლებთან მუშაობის გარდა, მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ვირუსის მოქმედება მელანომაზე შეისწავლეს. ვირუსმა შეამცირა სიმსივნის ზრდის სიჩქარე, ზოგჯერ
ძლიერი იმუნური პასუხის წყალობით, კიბო ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს, ამბობენ ექსპერტები. დღემდე, ახალი თერაპია ტესტირებულია 20-ზე მეტ ძაღლზე. ექვსი ძაღლი პირის ღრუს კიბოთი, ვირუსისა და სხივური თერაპიის გმოყენების შემდეგ, სამუდამოდ განიკურნა დაავადებისგან. ეს დადებითი შედეგია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კიბოს რეციდივის მაჩვენებელი, ჩვეულებრივ 85-90% -ს შეადგენს.