რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რადიაციული ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევები თოდუას კლინიკაში

კლინიკაში კიბოსთან ბრძოლის უამრავი თანამედროვე მეთოდი და ის ინოვაციური მიდგომებია დანერგილი, რომლებსაც განვთითარებულ ქვეყნებში იყენებენ - მათ შორისა რადიაციული ონკოლოგიაც.

რადიაციულ ონკოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ონკოპაციენტების მკურანლობის პროცესში, როგორიცაა მაგალითად:

• პროფილაქტიკური სხივური თერაპია - გამოიყენება ხშირ შემთხვევაში მკურნალობის საბოლოო ეტაპზე. ამ დროს მკურნალობის მიზანია უკვე მიღწეული შედეგის გამყარება, დაავადების დაბრუნების რისკების შემცირება.

• რადიკალური პროგრამა - როდესაც ორგანიზმში ვიზუალიზირდება ონკოლოგიური დაავადების კერა და მიზანია მისი გაქრობა, დაპატარავება ან ზრდის შეჩერება. ამ შემთხვევაში რადიაციულ მკურნალობასთან ერთად შესაძლოა სხვა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო საშუალებაც იყოს გამოყენებული, რათა გაიზარდოს მკურნალობის ეფექტი სიმსივნურ წარმონაქმნზე.

• ნეოადიუვანტური (მაგალითად ოპერაციის წინა) სხივური თერაპია - ოპერაციის წინა დასხიბევით შესაძლებელი ხდება ინოპერაბელური დაავადება გახდეს ამოკვეთადი, მცირდება დაავადების ლოკალური დაბრუნების რისკი და შესაძლოა მოხდეს ორგანოს შენარჩუნება.

• პალიატიური სხივური თერაპია - რომელიც ძირითადად მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებში სიმპტომების მართვისთვისაა რეკომენდებული. მათ შორის ტკივილის მოსახსნელად, სისხლდენის შესაჩერებლად, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელების აღმოსაფხვრელად. პალიატიური სხივური თერაპიის მიზანია გაუმჯობესდეს პაციენტის სიცოცხლის ხარისხი.

თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ნატალია ჯანყარაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილა თანამედროვე მედიცინის ამ მიმართულების ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებლები.

"თავდაპირველად, როდესაც პაციენტი ონკოლოგს მიმართავს ფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ტარდება სრული დიაგნოსტიკა დაავადების ზუსტი გავრცელების დადგენის მიზნით. შემდგომ, თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგთა ჯგუფი (ან იმ ექიმთა ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნული პაციენტის მკურნალობაში) ერთად განვიხილავთ შემთხვევას და იგეგმება კონკრეტული პაციენტის დიაგნოზიდან, დაავადების გავრცელებიდან და კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო ეფექტის მომტანი მკურნალობა.

ასეთი მსჯელობის შემდეგ, როდესაც იგეგმება სხივური თერაპია პაციენტი მიმართავს რადიაციულ ონკოლოგთან. პირველ ეტაპზე, პაციენტს განემარტება მოსალოდნელი შედეგის, ყველა შესაძლო გვერდით მოვლენის შესახებ, რომელიც მკურნალობის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს. ამას მზადების პროცესი მოჰყვება, რასაც დაგეგმარებას ვეძახით, რაც დასასხივებელი არეალის გადაღებასა და შემდგომ მუშაობას მოიცავს. პროცესში ექიმი და სამედიცინო ფიზიკოსი არიან ჩართულები, პაციენტი კი ამდროს სახლში იმყოფება.

ბოლო საფეხური მკურნალობის დაწყებაა. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასასხივებელ არეზე, დაავადების გავრცელებაზე და სხვა ფაქტორებზე, რაც შესაძლოა მერყეობდეს 1 სხივიდან 40 სხივამდე. სტანდარტულად, სხივური თერაპია მოიცავს კვირაში ხუთ დასხივების დღეს და შემდგომ ორ დასვენების დღეს. თუმცა არიან ისეთი პაციენტები, რომელთაც დღის მანძილზე ვასხივებთ ორჯერ - აღნიშნული მიდგომა ასევე დამოკიდებულია დიაგნოზზე და დაავადების გავრცელებაზე. როგორც ხედავთ ყველა პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია.

მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას ვახდენთ თანამედროვე რეკომენდაციებზე დაყრდნობით, თუმცა ყველა პაციენტი განიხილება, როგორც ინდივიდუალური შემთხვევა და ხდება მკურნალობის მიზანმიმართული დაგეგმვა", – მოგვითხრობს ნატალია ჯანყარაშვილი.

დასხივების პროცედურები პაციენტისთვის საკამაოდ მარტივია. თუ 90-იან წლებში დიდი პრობლემა იყო პათოლოგიურ ქსოვილზე დამიზნება, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა მილიმეტრული სიზუსტით ვუმკურნალოთ ონკოლოგიურ დაავადებას და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილები და ორგანოები. მკურნალობის პროცედურა მარტივია, პაციენტს არ გააჩნია დისკომფორტი ან ტკივილი.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, სწორედ სხივური თერაპიის დახვეწამ განაპირობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლა მინიმალური გვერდითი ეფექტით - ხშირ შემთხვევაში ეს მართვადია და მკურნალობის შემდეგ სრულიად ქრება. ეს ყველაფერი კი ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობით მიიღწევა.

"თოდუას კლინიკაში გვაქვს ამერიკული კომპანიის ,,VARIAN"- ის 3 წრფივი ამაჩქარებელი - ორი თრუებეამ და ერთი EDGE.

EDGE მიზანმიმართულად შექმნილია რადიოქირურგიული მკურნალობის ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ერთჯერად ან რამოდენიმეჯერად უზუსტეს მაღალდოზირებულ დასხივებას, როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებული რიგი ავთვისებიანი და გარკვეული კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, ასევე სხეულის სხვა ადგილებში ონკოლოგიური პროცესის სამართავად.

დღევანდელ რადიაციულ ონკოლოგიაში აღნიშნული ტექნოლოგიებით მკურნალობა არის თანამედროვე სიტყვა ონკოლოგიაში. სამედიცინო ცენტრში გვაქვს კიდევ ერთი ინოვაციური აპარატი მაღალდოზირებული ბრაქითერაპიის GammaMedplus iX.

მისი საშუალებით ვმკურნალობთ გინეკოლოგიურ და კანის ონკოლოგიურ დაავადებებს. დეპარტამენტში წარმოდგენილი ტექნიკა მრავალფეროვანი შესაძლებლობით ხასიათდება და თამამად შეგვიძლია ყველა მიმართულების ონკოლოგიური პაციენტის დახმარება", – აცხადებს ნატალია ჯანყარაშვილი.

კორონა ვირუსის გავრცელების პირობებში, კარანტინის დროს, პაციენტთა დიდ ნაწილს გაუჭირდა კლინიკაში მისვლა ყოველდღიური მომსახურების მისაღებად. თუ რამდენად აისახა ეს პერიოდი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნატალია ჯანყარაშვილი ამბობს: – "კარანტინის დაწყების დროს, სპეციალური პროტოკოლები შევქმენით.

პროტოკოლი ისეთ პაციენტებთან მუშაობას მოიცავდა, რომლებსაც შესაძლოა დადგენოდან მომავალში CoVid19 (იყვნენ კონტაქტირებული უკვე დადგენილ შემთხვევასთან) ან უკვე დაუდასტურდათ აღნიშნული ინფექცია, თუმცა მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. საბედნიეროდ პრაქტიკაში ამ მითითებების გამოყენება არ დაგვჭირდა, რადგან ჩვენს კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირების და მკურნალობის ვადებს. დაგვიანებული კვირები და თვეები შესაძლოა ონკოლოგიური პაციენტისთვის იყოს დამღუპველი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩვენი კლინიკა ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა ონკოლოგიური პაციენტების შეუფერხებელ გადაადგილებას კლინიკის მიმართულებით.

ის პაციენტები, რომელთაც თავად გადაწყვიტეს, ონკოლოგთან შეთანხმების გარეშე ბინაზე დარჩენა, კვლევისა თუ მკურნალობის გადავადება, შემდგომში ხშირ შემთხვევაში დაფიქსირდა არასასურველი შედეგი, შეექმნათ სხვადასხვა პრობლემები, დაავადება დაპროგრესირდა და ა.შ. შესაბამისად, ვურჩევ პაციენტებს, რომ მხოლოდ ონკოლოგთან შეთანხმებით მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები".