რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?
მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება და ქალების 60%, იმავე მსოფლიო სტატისტიკით, რეპროდუქციული ასაკისაა.
კიბოსთან ბრძოლა გონებაში იწყება. ცნობიერების ამაღლება, დროული დიაგნოსტიკის კულტურა ადრეულ ასაკშივე უნდა დაინერგოს, რათა თავიდან ავიცილოთ ონკოლოგიური პათოლოგიის ჩამოყალიბება, - ამბობს ონკო-გინეკოლოგი, აკად. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჩოგოვაძე, რომელსაც ონკო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის პერიოდში თოდუას ცენტრს არცერთი დღით არ შეუწყვეტია ონკოპაციენტების მიღება და მათი მკურნალობა.

- ქალბატონო ნინო, რომელია ყველაზე გავრცელებული ონკო-გინეკოლოგიური
დაავადებები საქართველოში?

- ქალის ონკოლოგიური დაავადებებიდან, გავრცელების სიხშირის მიხედვით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მოდის საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 270 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება; საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი გარსის, ე.წ. საშვილოსნოს ტანის სიმსივნე, გარეთა სასქესო
ორგანოების კიბო (ვულვის კიბო). ასეთი სურათია როგორც მსოფლიო პოპულაციაში, ისე საქართველოში.

- რა სიმპტომები ახასიათებს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებს?

- ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ იყოს და სხვა, ნაკლებად სერიოზულ მდგომარეობებს მიეწეროს. სწორედ ეს წარმოადგენს საშიშროებას, რადგან პაციენტი მხოლოდ კიბოს შორსწასულ, დაგვიანებულ სტადიაზე დიაგნოსტირდება.
კიბოსგან გადარჩენის მაჩვენებლები კი მნიშვნელოვნად იცვლება კიბოს დაგნოსტირებისას მისი სტადიის შესაბამისად და სწორედ ამიტომ არის საჭირო რეგულარული მონიტორინგი. გარდა ამისა, ქალმა ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში, იქნება ეს საშვილოსნოდან პათოლოგიური გამონადენი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, წვა, ქავილი და ა.შ., აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.

- მოკლედ რომ განვიხილოთ თემა: ქალის ასაკი და ონკო-გინეკოლოგიური დაავადებები. არსებობს თუ არა ასაკის მიხედვით საყურადღებო მომენტები?

- რა თქმა უნდა, არსებობს. ქალის ორგანიზმი ცხოვრების მანძილზე პუბერტატიდან მენოპაუზამდე სხვადასხვა ეტაპს გადის და თითოეული ეტაპი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

კერძოდ კი, ეს ეტაპებია:

პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფება. მისი მაჩვენებელი გოგონებთან არის მენარქე (პირველი მენსტრუაცია). ეს, დაახლოებით, 10 წლის ასაკში იწყება.

პირველი გამოკლვევა სასურველია პირველი მენსტრუაციის შემდეგ, რათა შეფასდეს რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ-ფუნქციური თავისებურებები.

11-12 წლის ასაკში გოგონებს უნდა ჩაუტარდეთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პაპილომა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და საყურადღებოა იმის გამო, რომ მას შეუძლია, საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორეა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული.

11-14 წლის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელია, ხოლო სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წელიწადში პაპ ტესტის ყოველწლიურად გაკეთება აუცილებელია.

რეპროდუქციული ასაკი, რომელიც მოიცავს, პირობითად, 15-49 წელს და განსაკუთრებულად მაღალი რისკ-ჯგუფია.
ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების კიბოს წინარე დაავადებების გამოვლენას.
აუცილებელია რეგულარული სკრინინგი: Pაპ ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს; კოლპოსკოპია, ანუ საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერება; მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგული გამოკვლევა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე ან სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში. შემდეგ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გამოკვლევა ტარდება ჩივილების მიუხედავად, რადგან ჩივილები, სამწუხაროდ, მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება.

მენოპაუზის, ანუ მენსტრუაციის სრულად შეწყვეტის შემდეგ ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ამ ასაკში მატულობს საკვერცხისა და საშვილოსნოს ტანის კიბოს განვითარების რისკი.

რეპროდუქციული ჰორმონების ბუნებრივი შემცირება მთელ ორგანიზმზე აისახება: ამაზე რეაგირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები, იცვლება კანისა და ძვლის სიმკვრივე, საშოს ლორწოვანი და ა.შ.

მენოპაუზის პერიოდში მიზანშეწონილია, რეგულარულად ჩატარდეს:
დენსიტომეტრია - ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა, რომლითაც მარტივად დგინდება ოსტეოპოროზის ხარისხი; ლიპიდოგრამა, კოაგულოგრამა, მცირე მენჯის ექოსკოპია, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა; კალციუმის, ვიტამინი D-ს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეფასება სისხლში.

ამ პარამეტრების ნორმის ფარგლებში შენარჩუნება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია.

- რას სთავაზობს დღეს თოდუას სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტი პაციენტებს სკრინინგის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვართ შეზღუდული რაიმე კონკრეტული მიმართულებით და პაციენტს ვთავაზობთ გამოკვლევისა და მკურნალობის სრულ სპექტრს.

ჩვენს განყოფილებაში ტარდება საშვილოსნოს ყელის ისეთი აუცილებელი გამოკვლევები, როგორიც არის კოლპოსკოპია და PAP ტესტი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ; ასევე, ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ასევე სკრინინგულ მეთოდად მიიჩნევა დღეს გინეკოლოგიაში, რათა დაავადებები საწყის ეტაპზე გამოვავლინოთ. თუ უფრო რთულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, მაშინ მცირე მენჯის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას ვიყენებთ.

კლინიკაში გვაქვს უახლესი თაობის, 6 ერთეული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, 5 კომპიუტერული ტომოგრაფი, ასევე, ვატარებთ პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას, ე.წ. PET/CT-ს, რომელიც ონკოლოგიური დაავადების გავრცელებას გვიჩვენებს.
ჩვენს ულტრათანამედროვე მორფოლოგიურ ლაბორატორიაში შესაძლებელია ყველანაირი კვლევის ჩატარება, რასაც დიდი როლი აქვს გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობაში.

ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გაიდლაინებით და მკურნალობა ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში.

რაც შეეხება ქირურგიას, ოპერაციული გინეკოლოგის განყოფილებაში ვატარებთ ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას.
პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობისთვის ვიყენებთ ქირურგიული მიდგომის სრულ სპექტრს - ვაგინალურ ქირურგიას, მუცელკვეთას, ანუ ლაპაროტომიას და ლაპაროსკოპიული მეთოდს.

დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ თოდუას კლინიკაში გვაქვს ულტრათანამედროვე საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ქირურგიული ინსტრუმენტებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 3D ლაპაროსკოპია, რომელიც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს.

რადგან დღეს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვატარებთ ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს როგორც ღია ქირურგიით, ისე ლაპაროსკოპიული მიდგომით. ლაპაროსკოპიული ქირურგია ნაკლებად ტრავმული მეთოდია, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პაციენტის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას. პაციენტის კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ,
შარდის ბუშტის კიბოს დროს გადაგვარებული უჯრედები იზრდება და მრავლდება ბუშტის კედლის შიგნითა ზედაპირზე,
ლიმფედემა - ლიმფის შეგუბებით გამოწვეული პროგრესირებადი შეშუპებაა, ვლინდება კიდურის, მკერდის, სახის,
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აქვეითებს ყოფილი ონკოლოგიური პაციენტების ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დასკვნა კიბოსგან განკურნებული 50-74 წლის 2000 ქალის
დღეს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება რეალობაა. დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე, პირველი უჩვეულო
თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად