ლიმფედემა - რა უნდა ვიცოდეთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმფედემა - რა უნდა ვიცოდეთ?

კისრის, ტორსის ან გარეთა სასქესო ორგანოების მზარდი შეშუპებით და მძიმე ემოციურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ლიმფედემა არის პირველადი - განპირობებული ლიმფური სისტემის განვითარების ანომალიით ან მეორადი-გამოწვეული ლიმფური სისტემის დაზიანებით სიმსივნის, ტრავმის, ოპერაციის, რადიაციის, ანთების, ინფექციის გამო.

ლიმფა გამჭვირვალე, ცილით და ლეიკოციტებით მდიდარი ბიოლოგიური სითხე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, მონაწილეობს როგორც დაავადებების განვითარების, ასევე სიმსივნის მეტასტაზირების პროცესებში.

ონკოლოგიური მიზეზით ლიმფედემის განვითარებას იწვევს:

  • სიმსივნე, რომელიც ახდენს ლიმფური სტრუქტურების კომპრესიას ან ჩაზრდილია ლიმფურ კვანძებში და მისი ქირურგიული მკურნალობა,
  • ლიმფური კვანძების ამოკვეთა,
  • ოპერაციის შემდგომი სხივური თერაპია,
  • ჭრილობის ან დრენაჟის მიდამოს ინფექცია,
  • ლიმფედემის განვითარების საფრთხე იზრდება, თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჭარბი წონა.

ლიმფედემა შეიძლება განვითარდეს ძუძუს კიბოს, მელანომის, თავ-კისრის, გინეკოლოგიური და ზოგიერთი უროლოგიური სიმსივნის მკურნალობის გამო. უფრო ხშირად - მკურნალობის დასრულებიდან პირველი სამი წლის მანძილზე, იშვიათად - მოგვიანებით.

თქვენმა ექიმმა უნდა აგიხსნათ:

  • ხართ, თუ არა ლიმფედემის განვითარების რისკის ქვეშ
  • რა ადრეული სიმპტომები ახასიათებს ლიმფედემას
  • რატომ უნდა გაიზომოთ კიდურების გარშემოწერილობა
  • როგორ უნდა მოუაროთ ლიმფედემას სახლის პირობებში
  • როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ თქვენ ხართ კიდურის ლიმფედემის განვითარების რისკის ქვეშ, მკურნალობის დაწყებამდე (სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით), გაიზომეთ და ჩაინიშნეთ სიმეტრიული კიდურების გარშემოწერილობა, იდაყვიდან ან მუხლიდან 10 სმ-ით ზემოთ და ქვემოთ. მარჯვენა კიდურის ზომა (ცაციებში-მარცხენა) შეიძლება იყოს უფრო დიდი.

ოპერაციის/დასხივების შემდეგ, პერიოდულად, შეიმოწმეთ კიდურის ზომა და, თუ გარშემოწერილობებს შორის განსხვავება 2 სმ მეტი გახდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

ლიმფის შეგუბებას ახასიათებს ძალიან ნელი, შემპარავი მატება. პროცესის გამოვლინება იწყება კიდურის მსუბუქი შეშუპებით, სიმძიმის, სისავსის, კანის გაჭიმვის, ტკივილის შეგრნებებით. უსიამოვნო ხდება საათის ან სამკაულის ტარება, ვიწრო ხდება ტანსაცმლის სახელო ან საყელო, თითქოს გიჭერთ წინდა, ფეხსაცმელი - ეს არის ლიმფის შეგუბების ადრეული საყურადღებო ნიშნები! მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმპტომები არ არის შემაწუხარი, კიდურის აწევა-ელევაცია და ღამის მოსვენება აცხრობს შეშუპებას და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს - სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, მკურნალობის დასაწყებად, რადგან პროცესი შექცევადი არის მხოლოდ ამ ეტაპზე!

მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს, შეშუპება ძლიერდება, კიდურის ფუნქცია იზღუდება, იცვლება კანის ფერი, სქელდება კანქვეშა ქსოვილები, ვითარდება ლიმფოსტაზური ფიბროზი და ყალიბდება კიდურის შეუქცევადი დეფორმაცია - სპილოვნობა.

ლიმფედემის პროგნოზს განსაზღვრავს ლიმფური სისტემის დაზიანების ხარისხი და მკურნალობის დაწყების ვადები.

  • ლიმფის შეგუბების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, მიმართეთ მკურნალ ექიმს შეშუპების მიზეზის დასადგენად!
  • არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას, არ მიიღოთ შარდმდენი პრეპარატები და სხვა მედიკამენტები!
  • არ შეზღუდოთ წყლის მიღება!
  • შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები!
  • მოითხოვეთ ინფორმაცია ლიმფედემის მოვლასთან დაკავშირებით!
  • ლიმფედემის კომპლექსური მკურნალობა, თქვენს განათლებასთან ერთად, მოიცავს კანის მოვლას, მანუალურ ლიმფურ დრენაჟს, ვარჯიშს/ელევაციას, კომპრესიულ გადახვევას, კომპრესიულ ტრიკოტაჟს და/ან პნევმოკომპრესიას.

მანუალური ლიმფური დრენაჟი მასაჟის სპეციფიური ტექნიკა, ააქტიურებს ლიმფურ სტრუქტურებს, გადაანაცვლებს შეგუბებულ ლიმფას ჯანმრთელ მხარეს და ამცირებს შეშუპებას. მკურნალობის პირველ ეტაპზე ტარდება პროფესიონალის მიერ, შემდგომში - პაციენტის/ მომვლელის მიერ. აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ, სერთიფიცირებულ სპეციალისტს და მოითხოვეთ წერილობითი ინსტრუქცია თვითმასაჟის მეთოდთან დაკავშირებით.

კომპრესიული თერაპია მკურნალობის დაწყება სასურველია მრავალშრიანი არაელასტიური კომპრესიული გადახვევით, შეშუპების შემცირების შემდეგ უნდა ჩაიცვათ კომპრესიული ტრიკოტაჟი (სამკლაური, წინდა), ექიმმა უნდა შეგირჩიოთ კომპრესიის სწორი ფორმა, რადგან არასწორი კომპრესია გააუარესებს შეშუპებას. აპარატული კომპრესია ე.წ. პრესოთერაპია არ ჩაიტაროთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრესოთერაპიას შეიძლება წინ უძღოდეს მანუალური ლიმფური მასაჟი. სეანსის დამთავრების შემდეგ, შედეგის შენარჩუნებისთვის, აუცილებლია კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა.

*გაითვალისწინეთ, კომპრესიული ტრიკოტაჟი 4-6 თვის შემდეგ კარგავს სამკურნალო თვისებას და საჭიროებს შეცვლას

ლიმფოდრენაჟული ვარჯიშები/ელევაცია და დიაფრაგმული სუნთქვა ეხმარება ლიმფის მოძრაობის გააქტიურებას და შეშუპებული კიდურის განტვირთვას. ლიმფის მოძრაობას ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვა. შეეცადეთ, დღის მანძილზე, რამდენჯერმე, გაიმეოროთ მარტივი სამკურნალო და სუნთქვითი ვარჯიშების კომპლექსი, რომლებსაც თქვენი მეთოდისტი გასწავლით. თუ სპორტულად აქტიური ხართ, პროფესიონალთან ერთად დაგეგმეთ სწორი ფიზიკური დატვირთვა. ყოველთვის ივარჯიშეთ კომპრესიული ტრიკოტაჟით. არ დაივიწყოთ კიდურის ელევაცია - დღის მანძილზე დაასვენეთ კიდური შემაღლებულ პოზიციაში.

კანის მოვლას და სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იხმარეთ დამატენიანებელი საშუალებები, არასასურველი თმა მოიშორეთ სადეპილაციო კრემით, დაიცავით კანი მიკროტრავმებისგან, არ ამოიჭრათ ნუნები ღრმად, უხეშად არ გაიხეხოთ კანი, დაიცავით კიდური გადახურებისგან.

*თუ შენიშნეთ შეშუპებული კანის სიწითლე, სიმხურვალე, კიდურის დეფორმაცია, იგრძენით ტკივილი - სასწრაფოდ გაიხადეთ კომპრესიული წინდა/ სამკლაური და მიმართეთ ექიმს!

იყავით ფიზიკურად აქტიური, ბაღში და ეზოში იმუშავეთ მხოლოდ სპეციალური ხელთათმანით, მოერიდეთ ბალახზე ფეხშველა სიარულს, მზის აბაზანებს, საუნას, ძალიან ცხელ ან ყინულივით ცივ წყალში ბანაობას, დაიმუშავეთ და უხეშად არ მოიქავოთ მწერის ნაკბენი. არ აწიოთ სიმძიმე, ნუ იჯდებით დიდხანს ერთ ადგილზე, ჯდომის დროს ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე, ნუ ატარებთ მოჭერილ თეთრეულს, წინდას ან სამკაულს, სვით ბევრი წყალი, აკონტროლეთ წონა, მოერიდეთ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებას, ფრენის დროს ყოველთვის გამოიყენეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი.

დაზიანებული კიდურის სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დროული, სწორი მკურნალობით და განწყობით - მე ამ სირთულესაც დავძლევ!