რა არის ბიოფსია და რამდენად საშიშია იგი
ეს ეხება „ბიოფსიასაც“, ამ ანალიზის დანიშვნა პაციენტთა პანიკას იწვევს. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ბიოფსია ჩვეულებრივი კვლევაა.
ბიოფსია არის პროცედურა, რომლის მიმდინარეობისას ადამიანის ორგანიზმიდან კვლევისთვის იღებენ ქსოვილის ძალიან პატარა ზომის ნაჭერს. ორგანიზმის გამოსაკვლევი ნაწილაკი იმდენად მცირეა, რომ ის ეტევა იმ სპეციალური ნემსის სანათურში, რომელიც ამ ოპერაციისთვის გამოიყენება. ამგვარი მასალის გამოსაკვლევად აღების პროცედურას კი პუნქციას უწოდებენ. ამგვარად, პუნქცია ოპერაცია კი არა, ჩვეულებრივი ანალიზია. თუ პუნქციის, როგორც ყველაზე დამზოგველი პროცედურის, ჩატარება კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, ინიშნება ანალოგიური მოქმედების სხვა კვლევა – ენდოსკოპია ან ლაპაროსკოპია.
ბიოფსიით მიღებული მასალა ექვემდებარება ჰისტოლოგიურ (ან ციტოლოგიურ) კვლევას. ასეთი ანალიზი ტარდება იმისათვის, რომ დროულად გამოვლინდეს დაავადება, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს ოპერაციული მკურნალობა. სწორედ ამგვარად ავლენენ შესაძლო ონკოლოგიურ დაავადებებს.
ექიმები სწორედ ბიოფსიის საშუალებით განსაზღვრავენ, საჭიროა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა, თუ შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით დაავადებასთან გამკლავება. ამ ანალიზის გამო შესაძლებელი ხდება მრავალი უსარგებლო ტრავმული ოპერაციის თავიდან აცილება.
მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის შემდგომ ექიმმა განმეორებითი კვლევა შეიძლება ჩაატაროს შესაძლო ავთვისებიანი ცვლილებების დროულად დასადგენად.
ბიოფსია ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, ის გვეხმარება ადამიანისთვის საშიში პროცესების არსებობის გამოირიცხვში ან დადასტურებაში.
ბიოფსიის სახეები:
მასალის მიღების საშუალების მიხედვით:
მასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისთვის
- ექსციზიური ბიოფსია – კვლევისთვის პათოლოგიური წარმონაქმნის სრულად აღება;
- ინციზიური ბიოფსია – კვლევისთვის პათოლოგიური წარმონაქმნის ნაწილის ან დიფუზურად შეცვლილი ორგანოს ნაწილის აღება;
- punch-biopsy – ბიოფსიური მაშებით მასალის აღება;
- ტრეპან-ბიოფსია – მკვრივი ქსოვილის აღება ღრუ, მახვილკიდიანი მილის საშუალებით. გამოიყენება ძვლებისა და მკვრივი სიმსივნეების ბიოფსიისათვის;
- ჩორე-ბიოფსია – მასალის აღება რბილი ქსოვილებიდან სპეციალური ტრეპანის საშუალებით;
- სკარიფიკაციური (ზედაპირული) ბიოფსია (სჰავინგბიოპსყ) – მასალის აღება წარმონაქმნის ზედაპირიდან მასალის მოჭრის გზით. გამოიყენება კანის პათოლოგიური წარმონაქმნების ბიოფსიისთვის.
მასალის აღება ციტოლოგიური კვლევისთვის
- პათოლოგიური წარმონაქმნის ანაბეჭდი (ეროზია, წყლული). მასალა დაიტანება სასაგნე მინაზე.
- ნაცხი-ანაბეჭდი პათოლოგიური წარმონაქმნიდან შპადელით ან სკალპელით ჩამოიფხიკება და გადაიტანება სასაგნე მინაზე.
- წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNAB) – მასალის აღება კვლევისთვის პუნქციის ნემსითა და შპრიცით. გამოიყენება როგორც კისტოზური წარმონაქმნის, ისე სოლიდური სიმსივნეების ბიოფსიისთვის.
- ასპირაციული ბიოფსია – თხევადი წარმონაქმნების: კისტები, პლევრის ან მუცლის ღრუდან სითხის აღება.
სიზუსტის კონტროლი სახეობის მიხედვით:
- კლასიკური ბიოფსია;
- დამიზნებითი ბიოფსია;
- ენდოსკოპიური;
- ულტრასონოგრაფიის ქვეშ კონტროლით ბიოფსია;
- რენტგენის კონტროლით ბიოფსია;
- სტერეოტაქსიური ბიოფსია.