ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა - რა იწვევს კიბოს განვითარებას და როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა - რა იწვევს კიბოს განვითარებას და როგორ დავიცვათ თავი

რემა ღვამიჩავა mkurnali.ge-სთან ონკოლოგიურ დაავადებათა გამომწვევ მიზეზებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრებს:

 

- ონკოლოგიურ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ეს არის მოსახლეობის ზოგადი დაბერება და რასაკვირველია, გარემოს დაბინძურება - ჰაერი, წყალი, კვების პროდუქტები...  ჰაერის დაბინძურების  თავიდან აცილება, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი, თუ ყურადღება მიექცევა, თუ რა ხარისხის საწვავი შემოდის ქვეყანაში. ე. წ. ტყვიის შემცველი ბენზინი ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. იმიტომ, რომ სწორედ ეს ტყვიის შემცველი საწვავი და ზოგადოდ მძიმე მეტალები ითვლება კიბოს გამომწვევად. ამასთან, ქუჩაში მოძრაობისას  ვხედავთ  მანქანებს, რომლებიც ბოლავს. საკმარისია, ასეთი რამდენიმე მანქანა ქალაქის ერთ უბანში მოძრაობდეს, რომ უკვე მნიშნელოვნად დაბინძურდეს ჰაერი.

 

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ვჭამთ. არის უამრავი ემულგატორები და სტაბილიზატორები, რასაც შეიცავს დღევანდელი პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსოფლიოში მათზე უარის თქმა რეალურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები, ბევრად ძვირია,  მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ, მიმაჩნია რომ აუცილებელია, მაღაზიაში გამოფენილ პროდუქტს,  ეტიკეტზე   დატანილი ჰქონდეს ინფორმაცია,  ბიოლოგიურად სუფთაა  თუ  არა. არჩევანი კი მყიდველმა გააკეთოს - შეიძლება, ზოგიერთმა ფასის გამო საკუთარ თავს ვერ მისცეს უფლება, იყიდოს ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქტი, მაგრამ შვილს უყიდის.

 

ახლა რაც შეხება ხორცპროდუქტებს - კერძოდ დაკონსერვებული ხორცის პროდუქტებს, რომლებიც იყიდება საქართველოში, ბაზრობებსა და ზოგიერთ მაღაზიებშიც - ძეხვის სახით, გაურკვეველია, მათი შენახვის პირობები და წარმოების ხარისხი. ჯანსაღი ცხოვრების აპრიორი გულისხმობს რომ ხორცი უნდა იყოს სწორად შენახული და დამუშავებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აღნიშნავენ, რომ სასურველია თეთრი ხორცი მიირვთათ, როგორიცაა ფრინველის ხორცი, თევზი და რაც შეიძლება ნაკლებად - წითელი ხორცი, მაგალითად  საქონლის.

 

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვებ ცხიმებს, არ აქვს მნიშვნელობა ზეთი იქნება, თუ სხვა ცხიმი, რომლითაც პროდუქტის შეწვა ხდება. ცხიმი აუცილებლად, ერთჯერადად უნდა იქნეს  გამოყენებული. გამიზნულად არ ვასახელებ იმ პროდუქტებს და ბრენდებს, რომლებიც არამარტო თბილისში, მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება, რომელიმე ასეთ დაწესებულებაში, როდესაც კარტოფილი იწვება, იმ ცხიმს ერთჯერადად მოიხმარდნენ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში პროდუქტი  უბრალოდ ძალიან ძვირი ეღირებოდა.

 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აიკრძალა  სამშენებლო მასალა - აზბესტის გამოყენება,   ეს კარცენოგენია და იწვევს ონკოდაავადებებს . აზბესტი არის ის ნივთიერება, რომლისგან დამზადებული  "შიფერით", საქართელოს რეგიონებში და სოფლებში განსაკუთრებით, სახლების ნახევარზე მეტია გადახურული, ბევრგან კი აზბესტისგან დამზადებული  წყლის მილებში გამდინარე წყალს იყენებენ დასალევად.

 

გარდა ამ ყველაფერისა, ძალიან  მნიშვნელოვანია,  რომ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოს ადამიანმა. აქ საუბარი არა იმაზე, რომ მაინცდამაინც დილით ირბინოს, რასაკვირველია ეს კარგია, მაგრამ თუ ვერ ახრეხებს, ეცადოს ფეხით რაც შეიძლება მეტი იაროს. უარი თქვას თამბაქოს გამოყენებაზე  და თავი აარიდოს  სტრესულ გარემოს. ვეცადოთ გავუღიმოთ ერთმანეთს.

 

p.s. მინდა გითრხათ, რომ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის მაჩვენებლი მატულობს, თუმცა დაავადებების მატების ხარჯზე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა მკვეთრად კლებულობს,  საქართველოსა და საქართელოს მსგავსი ქვეყნებისგან განსხვავებით. ამის მიზეზია სწორედ მოწინავე ქვეყნებში მძლავრად განვითარებული კიბოს სკრინინგი, ანუ  ადრეული გამოვლენა და ხელმისწავდომი დროული და სწორი მკურნლაობა. სკრინინგი საქართელოში 2008 წლიდანაა დაწყებული. კარგია, როცა ბევრი მოსახლე არის ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით სკრინინგგავლილი. სკრინინგს შეუძლია ერთი მესამედით შეამციროს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მოუწოდეთ ერთმანეთს, გაიაროთ სკრინინგი.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

ეკა სალაღაია