კიბოს განვითარების ხელშემწყობი სამი ფაქტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბოს განვითარების ხელშემწყობი სამი ფაქტორი

კიბოს დაავადების განვითარებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის პირობებში მთელს მსოფლიოში კიბოს შემთხვევათა 30-50%-ის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. ამგვარად პრაქტიკულად ყველას შეუძლია კიბოს განვითარების ზედმეტი რისკის დაქვეითება. ამისათვის მნიშვნელოვანია კიბოს გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების შემცირება.

მოწევა

ონკოლოგები პირველ რიგში გამოყოფენ მოწევას, როგორც აქტიურს, ისე პასიურს. მათი აზრით, ორგანიზმზე თამბაქოს მოქმედებასთან დაკავშირებულია კიბოს 10-მდე სახეობის განვითარება: ფილტვის, საყლაპავის, ყელის, ენის, ხორხის, თირკმელების, შარდის ბუშტის, კუჭუკანა ჯირკვლის, კუჭისა და საშვილოსნოს ყელის კიბო.

ჭარბი წონა და სიმსუქნე

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სიმსუქნის დროს მუდმივად მომატებულია სისხლში შაქრისა და ლიპიდების კონცენტრაცია, ჰორმონების დონე და არტერიული წნევა. ჭარბი წონის ადამიანებში გაზრდილია საშვილოსნოს, ღვიძლისა და თირკმელების კიბოს განვითარების რისკი.

ალკოჰოლის მოხმარება

კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარებას, კერძოდ: ენის, საყლაპავის, ყელის, ხახის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის კიბო.

გარდა ამისა, კიბოს განვითარების გაზრდილ რისკფატორად ექიმებმა დაასახელეს რენტგენის სხივები, ინფექციები და არასწორი კვება (ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა, გადამუშავებული წითელი ხორცის ხშირად მიღება, მარილის მოხმარება).

ლალი ჩხიკვაძე