კიბოს განვითარების ხელშემწყობი სამი ფაქტორი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

კიბოს განვითარების ხელშემწყობი სამი ფაქტორი

კიბოს განვითარების ხელშემწყობი სამი ფაქტორი
გერმანელი ექიმების აზრით, მოწევა, ჭარბი წონა და ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არის სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კიბოს დაავადების განვითარებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის პირობებში მთელს მსოფლიოში კიბოს შემთხვევათა 30-50%-ის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. ამგვარად პრაქტიკულად ყველას შეუძლია კიბოს განვითარების ზედმეტი რისკის დაქვეითება. ამისათვის მნიშვნელოვანია კიბოს გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების შემცირება.

მოწევა

ონკოლოგები პირველ რიგში გამოყოფენ მოწევას, როგორც აქტიურს, ისე პასიურს. მათი აზრით, ორგანიზმზე თამბაქოს მოქმედებასთან დაკავშირებულია კიბოს 10-მდე სახეობის განვითარება: ფილტვის, საყლაპავის, ყელის, ენის, ხორხის, თირკმელების, შარდის ბუშტის, კუჭუკანა ჯირკვლის, კუჭისა
და საშვილოსნოს ყელის კიბო.

ჭარბი წონა და სიმსუქნე

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სიმსუქნის დროს მუდმივად მომატებულია სისხლში შაქრისა და ლიპიდების კონცენტრაცია, ჰორმონების დონე და არტერიული წნევა. ჭარბი წონის ადამიანებში გაზრდილია საშვილოსნოს, ღვიძლისა და თირკმელების კიბოს განვითარების რისკი.

ალკოჰოლის მოხმარება

კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება
მნიშვნელოვნად ზრდის ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარებას, კერძოდ: ენის, საყლაპავის, ყელის, ხახის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის კიბო.

გარდა ამისა, კიბოს განვითარების გაზრდილ რისკფატორად ექიმებმა დაასახელეს რენტგენის სხივები, ინფექციები და არასწორი კვება (ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა, გადამუშავებული წითელი ხორცის ხშირად მიღება, მარილის მოხმარება).

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, იგი ერთგვარი დამცავი ბარიერია,
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მედიკოსების მთელი ძალისხმევა მიმართულია
მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70%
უახლოეს მომავალში სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს აღარ მოუწევთ თერაპიის ხანგრძლივი კურსის გავლა. მკურნალობაზე წამები დაიხარჯება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად