თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის უახლესი ტექნოლოგიები თოდუას კლინიკაში

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, თავის ტვინის გლიური ჯგუფის სიმსივნე, ზრდასრული ადამიანების გარდა, საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც.

თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების რომელი ფორმებია ყველაზე აგრესიული და როგორია მათი ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი დავით ბერძენიშვილი გვესაუბრება.

- თავის ტვინის სიმსივნეებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული ფორმა და რა სიმპტომებით მოგმართავენ ასეთი პრობლემის მქონე პაციენტები?

- თავის ტვინის სიმსივნე არსებობს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობას წარმოადგენს თავის ტვინის მენინგიომები და ნევრინომები - ე.წ. შვანომები, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უნდა გამოვყოთ გლიომები, რომლებიც პროცენტულად თავის ტვინის პირველად სიმსივნეებში ყველაზე ხშირად გვხვდება. გლიომა შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც, განუვითარდეს.

სიმსივნეების გავრცელება განსაზღვრავს იმ სიმპტომებს, რომლებითაც ისინი მჟღავნდება. სიმსივნეს კონკრეტულად რომელიმე დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს. სიმპტომები იმის მიხედვით ვითარდება, რა მიდამოში გაჩნდა სიმსივნე, დაწყებული მსუბუქი გამოვლინებით, მაგალითად თავის ტკივილით, დამთავრებული ძლიერი გამოვლინებით, როგორიც არის გონების დაკარგვა.

- რა მეთოდით მკურნალობთ თავის ტვინის სიმსივნეებს თოდუას კლინიკაში?

- ჩვენი კლინიკის უპირატესობა ონკოქირურგიული მიმართულებით, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიაში და, ცხადია, საქართველოშიც, პირველებმა დავიწყეთ თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა. შევიძინეთ ე.წ. "ბლუ მოდული" - ტექნოლოგია, რომელიც იძლევა თავის ტვინის სიმსივნეების ფლუროსენციულ ნათებას. აღნიშული ტექნოლოგიის გამოყენებით, სიმსივნური წარმონაქმნები ანათებს და ამგვარად ვიგებთ პათოლოგიის გავრცელების ზუსტ არეალს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სიმსივნური წარმონაქმნის მაქსიმალურად რადიკალური ამოკვეთა.

ამ ტექნოლოგიის დამსახურებით, როგორც აღვნიშნე 99%-ის სიზუსტით ვხედავთ სიმსივნეს, ვიღებთ მას და შემდეგ პაციენტს საჭიროებისდა მიხედვით ჩვენსავე კლინიკაში ვუტარებთ ქიმიო და სხივურთერაპიას. ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ კლინიკებს შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც.

- როგორია ფლუროსენციული მეთოდის გამოყენების სპეციფიკა და შედეგები?

- ეს არის გარკვეული მედიკამენტი, რომელიც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის, კერძოდ, გლიომის შემთხვევაში პაციენტს ეძლევა ოპერაციამდე 3-4 საათით ადრე. პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 3 საათში სიმსივნე იწყებს ნათებას, მიკროსკოპი გადაგვყავს სპეციალურ, ე.წ. ღამის მოდულზე და ისე ვმუშაობთ. სიმსივნე ანათებს ჟოლოსფრად, რისი საშუალებითაც მილიმეტრული სიზუსტით ვიგებთ, სად არის სიმსივნე. ჩვეულებრივი მიკროსკოპით გლიომის სრულად დანახვა შეუძლებელია. ეს მეთოდი კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება შედეგებს, 4 წლის განმავლობაში ამ მეთოდით თოდუას კლინიკაში დაახლოებით 60-მდე ოპერაცია გვაქვს გაკეთებული. რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ გვყავს პაციენტი, რომლის ოპერაციიდან 3 წელიწადია გასული და მას რეციდივი არ ჰქონია. ის ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას. ასევე, გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც 2 წელზე მეტია სიმსივნე არ უფიქსირდებათ.

- თავის ტვინის სიმსივნეებიდან რომელია შედარებით ნაკლებად აგრესიული?

- თავის ტვინის სიმსივნეებიდან უნდა გამოვყოთ მენინგიომები და შვანომები. მენინგიომები თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის სახეობაა, რომელიც თავის ტვინის ნებისმიერ მიდამოში შეიძლება გაჩნდეს. მისი ამოკვეთაც ტოტალურად არის შესაძლებელი, მისი ადგილმდებარეობიდან და გარკვეულ ანატომიურ სტრუქტურებში ჩაზრდიდან გამომდინარე, ძირითადად ეს ეხება მაგისტრალურ სისხლძარღვებს.

შვანომები, იგივე ნევრომები, ნერვის სიმსივნეებია. ყველაზე ხშირად გვხვდება სმენის ნერვის ნევრინომები. უნდა აღვნიშნო, რომ უკვე წლებია, საქართველოში დაინერგა ე.წ. ინტრაოპერაციული ნეირფიზიოლოგიური მონიტორინგი, როდესაც ხდება თავისა და ზურგის ტვინის, ასევე, გამტარი გზების კონტროლი ელექტროფიზიოლოგიური მეთოდით, რაც გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ოპერაციის შემდგომი მძიმე ნევროლოგიური დარღვევები. ჩვენთან ამ მეთოდსაც აქტიურად ვიყენებთ და ესეც თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებიდან ერთ-ერთია.

ასევე, ვატარებთ ოპერაციებს ენდოსკოპიური მეთოდით, როცა ტრანსნაზალური(ცხვირიდან) მიდგომით ვკვეთთ სიმსივნეებს. ეს ყველაზე ხშირად ხდება ჰიპოფიზის ადენომის დროს.

- ნეიროქირუგიული პათოლოგიებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული?

- ნეიროქირუგიულ პათოლოგიებში ყველაზე დიდი წილი, სტატისტიკურად, დეგენერაციულ დისტროფიულ პათოლოგიებს-თიაქრებს უკავია. ყველაზე ხშირად ეს პათოლოგიები გვხვდება წელის მიდამოში, შემდეგ კი - კისრის. ამ შემთხვევაშიც კეთდება როგორც ღია დისკექტომები, ისე იმპლანტით ჩანაცვლება.

ჩვენს კლინიკაში კეთდება, ასევე, სტენოზები - ხერხემლის არხის დავიწროება. ნებისმიერი რეკონსტრუქციული ოპერაცია, პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გეგმიური ნეიროქირურგია მოიაზრებს, ჩვენთან ხორციელდება.

-თიაქრები ახსენეთ, საკმაოდ ხშირი პრობლემაა. რა შემთხვევაშია ქირურგიული ჩარევა აუცილებელი?

- ოპერაციას აქვს თავისი ჩვენება,ანუ როდისაა გამართლებული ჩარევა.ესაა 1) დაახლოებით 4-6 კვირიანი უშედეგო მედიკამენტური მკურნალობა 2) არაკუპირებადი ტკივილი 3) ნევროლოგიური დეფიციტი ანუ ძალის დაქვეითება კიდურში.ამ სამიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული მკურნალობა.