ახალი მონაცემები მელანომაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი მონაცემები მელანომაზე

მეცნიერები აცხადებენ, საქმე არა მხოლოდ გარემო ფაქტორებშია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკუთრივ მელანოციტები, პიგმენტური უჯრედები, რომლებისგანაც ვითარდება სიმსივნე.

როგორც ირკვევა, კანის ონკოგენური მუტაციის შემცველი უჯრედების უმრავლესობა თმის ფოლიკულებშია განთავსებული. ისინი ფაქტობრივად უმწიფარი (ღეროვანი) უჯრედებია, რომლებისგანაც შემდგომში მელანოციტები ვითარდება. აღნიშნული უჯრედები თავისუფლდება ფოლიკულებიდან და მიგრირებს (გადაადგილდება) კანის უახლოეს უბნებში, აქ მრავლდება და საკუთრივ დერმის ღრმა შრეებში ავთვისებიან წარმონაქმნს აძლევს დასაბამს.

სწორედ ეს მთელი გზა, ღეროვანი უჯრედებიდან მოყოლებული სახეშეცვლილ (მუტირებულ) მელანოციტებამდე, საფუძვლიანად შეისწავლეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

“მართალია, შესწავლა ვირთაგვებზე მიმდინარეობდა და ბევრი მიღებული შედეგი ადამიანების შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ თმის ფოლიკულებში განთავსებული ონკოგენური პიგმენტური უჯრედები არის მელანომის ჭეშმარიტი წყარო, შესაბამისად, აუცილებელია მათი აქტივობის მაკონტროლებელი მექანიზმების მოძიება და გარკვევა”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

თინათინ გოცაძე