ახალი მონაცემები მელანომაზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

ახალი მონაცემები მელანომაზე

ახალი მონაცემები მელანომაზე
ბოლო პერიოდამდე მელანომის განვითარების მთავარ რისკფაქტორად ულტრაიისფერი გამოსხივება განიხილებოდა. მაგრამ, როგორც მეცნიერები აცხადებენ, საქმე არა მხოლოდ გარემო ფაქტორებშია, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკუთრივ მელანოციტები, პიგმენტური უჯრედები, რომლებისგანაც ვითარდება სიმსივნე.

როგორც ირკვევა, კანის ონკოგენური მუტაციის შემცველი უჯრედების უმრავლესობა თმის ფოლიკულებშია განთავსებული. ისინი ფაქტობრივად უმწიფარი (ღეროვანი) უჯრედებია, რომლებისგანაც შემდგომში მელანოციტები ვითარდება. აღნიშნული უჯრედები თავისუფლდება ფოლიკულებიდან და მიგრირებს (გადაადგილდება) კანის უახლოეს უბნებში, აქ მრავლდება და საკუთრივ დერმის ღრმა შრეებში ავთვისებიან წარმონაქმნს აძლევს დასაბამს.
სწორედ ეს მთელი გზა, ღეროვანი უჯრედებიდან მოყოლებული სახეშეცვლილ (მუტირებულ) მელანოციტებამდე, საფუძვლიანად შეისწავლეს
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.

“მართალია, შესწავლა ვირთაგვებზე მიმდინარეობდა და ბევრი მიღებული შედეგი ადამიანების შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ თმის ფოლიკულებში განთავსებული ონკოგენური პიგმენტური უჯრედები არის მელანომის ჭეშმარიტი წყარო, შესაბამისად, აუცილებელია მათი აქტივობის მაკონტროლებელი მექანიზმების მოძიება და გარკვევა”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელი ექიმების აზრით, მოწევა, ჭარბი წონა და ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არის სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს
იმუნოთერაპია კარდინალურად ცვლის კიბოს მკურნალობის მიდგომებს, რადგანაც აძლიერებს იმუნური სისტემის ბუნებრივ უნარს კიბოსთან საბრძოლველად.
თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური პათოლოგიების რისკი ყველა ასაკში არსებობს.
არსებობს 9 მარტივი პრინციპი, რომელთა დაცვა ონკოლოგიური დაავადებების რისკს შეამცირებს.
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, უფრო მეტია გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად