ონკოპაციენტებისთვის ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული არარეკომენდებულია
რეკომენდებული ონკოლოგიური პაციენტებისათვის - აცხადებენ სპეციალისტები. თავისთავად აღნიშნული პროდუქტები მავნებელი არ არის, თუმცა, მავნებელია მათში შემავალი პალმის ზეთი, რომელსაც მწარმოებლები ხშირად იყენებენ დასახელებული პროდუქტების მომზადების პროცესში.
როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, აღნიშნული ცხიმი ააქტივებს ცილა CD36-ს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბარსელონის ინსტიტუტის მკვლევრებმა ამ ცილის მაღალი შემცველობა გამოავლინეს კანის, საკვერცხეების, ფილტვების, მკერდისა და შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზმში. მცენარეული ცხიმები, საზოგადოდ, ასტიმულირებს ცილა CD36-ს გამომუშავებას, რასაც ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოწმობს. ცხოველებს, რომლებსაც ინტენსიურად კვებავდნენ პალმის ზეთით, სწრაფად უვითარდებოდათ ონკოლოგიური პათოლოგიები.
მკვლევართა განცხადებით, თუ ორგანიზმში დავბლოკავთ CD36 ცილას, სიმსივნური პათოლოგიის გავრცელება (მეტასტაზირება) 20 %-ით შემცირდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნასაც კი ჩაუყაროს საფუძველი.
თინათინ გოცაძე