ზოგიერთ ვირუსს სიმსივნის განადგურება შეუძლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგიერთ ვირუსს სიმსივნის განადგურება შეუძლია

- ვიროთერაპია, რომელიც ონკოდაავადებებთან ბრძოლის პერსპექტიულ მეთოდად მიიჩნევა.

ვირუსების სიმსივნურ პათოლოგიასთან ბრძოლის უნარი 100 წლის წინ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გენურ ინჟინერიაში მოპოვებულმა მიღწევებმა გახადა შესაძლებელი ვიროთერაპიის განხილვა კიბოსთან ბრძოლის რეალურ მეთოდად.

სადღეისოდ, ონკოლიზურ ვირუსებს ცდიან (შეისწავლიან) თავის ტვინის სიმსივნეების, აგრესიული მელანომისა და კიბოს სხვა ფორმების დროს.

2005 წელს პროდუქტებისა და წამლების კონტროლის ჩინურმა მმართველობამ პირველად აუნთო მწვანე შუქი (დართო ნება) კიბოს ვიროთერაპიას.

პრეპარატი H1O1, ცნობილი სავაჭრო მარკით Oncorine – გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსია, რომელიც უპირატესად სიმსივნურ უჯრედებს აზიანებს და წარმატებით გამოიყენება თავისა და კისრის სიმსივნეთა სამკურნალოდ.

მელანომის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატი – T-VEC - ჰერპესის მოდიფიცირებული ვირუსის საფუძველზე შექმნილი, პირველად დაუშვეს 2015 წელს ვიროთერაპიისათვის აშშ-ის ბაზარზე. ავსტრალიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა მასზე დაკვირვება 2016 წელს დაიწყეს.

Nature Reviews Clinical Oncology-ის 2018 წლის მიმოხილვის თანახმად, მსოფლიოში სულ უფრო მეტი პერსპექტიული კანდიდატი ჩნდება ვიროთერაპიისათვის. სადღეისოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ვირუსები იქმნება მეტად საშიში, ზოგჯერ მომაკვდინებელი გამომწვევებისაგან, წითელას, ჰეპატიტის, ცხოველთა და მცენარეთა ვირუსებისგანაც კი. მაგალითად, პროფესორი მაკფადენი თავის თანამშრომლებთან ერთად მუშაობს გლიობლასტომის სამკურნალო პრეპარატზე და მას ბოცვრების მიქსომის გამომწვევი ვირუსების ბაზაზე (MYXV) ქმნის.

როგორც დიდი მკვლევარები იმედოვნებენ, ვიროთერაპიას დიდი მომავალი აქვს!

თინათინ გოცაძე