რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ონკოლოგიაში. საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ქალებში სიხშირით, ძუძუს კიბოს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ასევე, ხშირია კანის კიბოს შემთხვევებიც, რომლის დიაგნოსტიკაც რთული არ არის და ადრეულ სტადიაზე განკურნებადია.
მიუხედავად ამისა, პაციენტები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ იწყებენ გამოკვლევებზე ფიქრს, როცა დაავადება მწვავე სტადიაში გადადის.

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და რა უპირატესობა აქვს თავ-კისრის ონკოდაავადებების მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას, ამ საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის თავ-კისრის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი
გიორგი ქრისტესაშვილი
გვესაუბრება.

- მომართვიანობის თვალსაზრისით, რომელი სიმსივნეები ჭარბობს თავ-კისრის პათოლოგიებში?

- თავ-კისრის სეგმენტში ყველაზე ხშირია ფარისებრი ჯირკვლისა და კანის ავთვისებიანი სიმსივნეები. ასევე, ხშირად გვხვდება ყბაყურა ჯირკვლის, ცხვირ-ხახის, ხორხისა და ტუჩის ონკოლოგიური პათოლოგიები.

ქალბატონებში განსაკუთრებით ხშირია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე და ის ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე
ადგილს იკავებს. ამასთანავე, მატულობს დაავადების ინციდენტობა. თუ წლების წინათ ის ხუთეულშიც ვერ ხვდებოდა, დღეს მეორე ადგილზეა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან ამოქმედებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა. პაციენტები სწორედ ამ საშუალებით გადიან პირველად დიაგნოსტიკას. ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობას გავლილი აქვს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა.

- რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და რამდენად იოლია მისი მკურნალობა?

– ფარისებრი ჯირკვლის საწყის სტადიაზე პაციენტს კონკრეტული ჩივილები შესაძლოა, არ ჰქონდეს, მაგრამ როცა ძირითადი კერა ზომაში მატულობს და კანზე მისი პალპირება ხდება, თუ ის აწვება ტრაქეას ან საყლაპავს, უკვე შეიძლება გაჩნდეს დისფაგეა, ანუ უცხო სხეულის შეგრძნება ყლაპვის დროს, ასევე, ვითარდება კვანძები კისრის არეში. საწყის სტადიაზე მისი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს არის დაავადება, რომელიც, თუ 55 წლამდეა დიაგნოსტირებული და თუ, რა თქმა უნდა, არ არის მეტასტაზები, მიიჩნევა, რომ I-II სტადიაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმსივნის ბიოლოგიური აქტივობა ძალიან მაღალი არ არის და საწყის სტადიაზე განკურნებადია.

- როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

- მკურნალობის დროს, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ოპერაციულ ჩარევას ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვალის კიბო ლოკალიზებულია ჯირკვალის ფარგლებში, კეთდება სრული თირეოიდექტომია ( ფარისებრი ჯირკვალი ამოიკვეთება სრულად ), პრე და პარატრაქეალური ლიმფოდისექციით ( ამოიკვეთება პირველი რიგის რეგიონალური ლიმფური კვანძები ). კისრის ღრმა ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში ოპერაციული ჩარევის მასშტაბი ფართოვდება, კეთდება სრული თირეოიდექტომია კისრის ლიმფოდისექციით. პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელია ბირთვული რედიოლოგის კონსულტაცია - რადიაოაქტიული იოდით აბლაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ასევე აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა. საკონტროლო კვლევებს პაციენტი საჭიროებს სამ თვეში ერთხელ პირველი ორი წლის მანძილზე და ექვს თვეში ერთხელ შემდგომი სამი წლის მანძილზე.

- როგორ ხდება კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა? ალბათ, ამ შემთხვევაში სიმპტომატიკა ადვილად შესამჩნევია.

- რაც შეეხება კანის სიმსივნეებს, მომართვიანობის მხრივ, ზოგჯერ ის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უსწრებს. კანის სიმსივნეების დიაგნოსტიკა არის ძალიან მარტივი, ყოველ შემთხვევაში, ეჭვის მიტანა ადვილია. ამისთვის საკმარისია მინიმალური ინფორმაცია.
თუ პაციენტი ამჩნევს, რომ მას სხეულზე აქვს რაიმე ახალი წარმონაქმნი, რომელმაც, ვთქვათ, ზომაში მოიმატა, ან შეფერილობა შეიცვალა, აქვს უსწორმასწორო ფორმა ან ფიქსირდება გამონადენი სისველის სახით და იკეთებს ფუფხს, ეს უკვე ჩვენებაა, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს.
ტრაგედიაა, როცა ასეთი ნოზოლოგიით პაციენტები მოგვმართავენ დაგვიანებით, მე-3, მე-4 სტადიაზე. კანის სიმსივნეები, ბრტყელი და ბაზალურუჯრედოვანი პათოლოგიებიც განკურნებადია. მაგალითად, ბაზალურუჯრედოვანი კიბო, რომელიც არ მეტასტაზირებს. მას უბრალოდ ახასიათებს კანის ადგილობრივი დესტრუქცია. შესაბამისად, დროული მიმართვის შემთხვევაში ის განკურნებადია.

მკურნალობის მეთოდებში, საერთაშორისო გაიდლაინებით, პრიორიტეტულია ოპერაციული მკურნალობა, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად სხივური თერაპია განიხილება. აბსოლუტურად ცალკე საკითხია მელანომები, რომელიც გაცილებით აგრესიული სიმსივნეა და მის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ასეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუშვებელია ბიოფსია, რადგან მექანიკური ტრავმირება დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაშიც წინა პლანზეა ოპერაციული მკურნალობა, რომლის მასშტაბიც დამოკიდებულია გავრცელებაზე.
ასევე, საკმაოდ ხშირია ცხვირ-ხახის სიმსივნეები. ამ დროს პირველ ეტაპზე ერთვება ქიმიო-სხივური თერაპია.

- ასეთი დაავადებების შემთხვევაში რა პროფილის სპეციალისტების ჩარევაა საჭირო და რამდენად მნიშვნელოვანია პათოლოგიებისადმი მრავალპროფილური მიდგომა?

- ჩემი პოზიციაა, რომ ონკოლოგიურ პაციენტს უნდა კურირებდეს მხოლოდ მრავალპროფილური კლინიკა. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ბანალური ყურის ტკივილით პაციენტი მიდის ოტორინოლარინგოლოგთან და ეს ლოგიკურია, თუმცა ტკივილის მიზეზი შესაძლოა, აღმოჩნდეს ხახის სიმსივნე. ასევეა ხმის ტემბრის შეცვლის ხანგრძლივი ანამნეზის დროსაც, როცა მიზეზი შესაძლოა აღმოჩნდეს ხორხის კიბო, მარცხენა ფუძის ზედა წილის კიბო ან პათოლოგია შუა საყარში, ამიტომ მრავალპროფილურ კლინიკაში პაციენტი დაზღვეულია გაუგებრობებისგან.

ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა ის ოპერაცია, რომელსაც თავ-კისრის ქირურგია მოიცავს, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის, ხორხის, ზედა და ქვედა ყბის თუ კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევა, ასევე, ყბაყურა ჯირკვლის კიბო. ყველა გამოწვევას, რაც ამ მიმართულებითაა, ჩვენ მაღალი ხარისხით ვპასუხობთ.

პაციენტებს ვთავაზობთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სერვისს. იგულისხმება ულტრაბგერითი კვლევა, თუ საჭიროა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია. გარდა ამისა, გვაქვს გამართული მორფოლოგიური დეპარტამენტი, მაღალი დონის ლაბორატორია და გვყავს ძალიან ძლიერი სპეციალისტები.

- რა არის თოდუას კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში?

- ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ არის მრავალპროფილური. აქ პაციენტს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს კომბინირებული მკურნალობა. აქ არის ის კომფორტი, რომ სხვადასხვა ეტაპზე, საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტს ვთავაზობთ შესაბამის მკურნალობას.

აღვნიშნავ, რომ წარმოუდგენელია, ონკოლოგიური ოპერაცია ჩატარდეს ექსპრეს ჰისტოლოგიის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრ კლინიკაში დღემდე ასეა, რაც დაუშვებელია ჩვენს კლინიკაში. ექსპრეს ჰისტოლოგია რიგ შემთხვევებში აუცილებელია ოპერაციის საბოლოო მასშტაბის განსაზღვრისთვის და მის გარეშე ოპერაციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ტარდებოდეს.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი და სასიამოვნო ჩემთვის, როგორც ამ კლინიკის ექიმისთვის, არის ის, რომ ჩვენთან არის საერთაშორისო რეკომენდაციულ მეთოდებზე დაყრდნობით მიღებული შიდა გაიდლაინები. ფაქტობრივად, თითოეული პაციენტი გადის ე.წ. ტუმორბორდს, სადაც გუნდურად ხდება მისი მდგომარეობის განხილვა და მკურნალობის დაგეგმვა. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ექიმიცა და პაციენტიც დაზღვეულია მთელი რიგი გაუგებრობებისგან. სწორედ გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად -30აბი
ფასი: 26.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
შოკოლადი, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს, შესაბამისად, არ არის
ზოგიერთ ვირუსს შეუძლია სიმსივნის განადგურება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა თერაპიის ახალი მიმართულება
ძუძუს კიბო ქალთა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ექსპერტთა განცხადებით, ამ დაავადების
კანის კიბო არა მხოლოდ მათ უვითარდებათ, ვინც მთელ დღეს მზეზე და სოლარიუმში ატარებს. კანის კიბოსგან თავდასაცავად მარტო
კანადელი ბიოფიზიკოსი ბარაკატი და მისი კოლეგა ქიმიკოსები, ბიოქიმიკოსები, ვირუსოლოგები, იმუნოლოგები უკვე ოთხი წელია მუშაობენ
"ნიუ ჰოსპიტალსი" ონკო-გინეკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (IGSC) და ტეხასის ონკოლოგიის ცენტრის (MD Anderson)
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად