მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო „ჯადოსნური აბის“ შექმნას მიუახლოვდნენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო „ჯადოსნური აბის“ შექმნას მიუახლოვდნენ

მოლეკულის შემუშავებაზე, რომელიც უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე იმუნურ სისტემას აიძულებს, რათა შეუტიოს კიბოს უჯრედებს, მიუხედავად მისი ტიპისა (კიბოს იმუნოთერაპიის მეთოდი). ამ შემთხვევაში კიბოს განსაკურნებლად არ იქნება საჭირო ქიმიოთერაპია, დასხივება და ოპერაცია. საკმარისი იქნება ერთი აბი - გვარწმუნებენ მეცნიერები.

ამ ამოცანის გადასაჭრელად ბარაკატი და მისი კოლეგები იყენებენ სუპერკომპიუტერს, რომლის სიმძლავრე 60 ათასი ჩვეულებრივი კომპიუტერის ეკვივალენტია.

კიბოს იმუნოთერაპიის არსებული მეთოდი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული, დამყარებულია ანტისხეულების (იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული მსხვილი მოლეკულები, რომელიც დამიზნებით კლავს ავთვისებიან უჯრედებს) გამოყენებაზე. თუმცა შემდეგ ანტისხეულები თვეობით ცირკულირებს სისხლში, რაც ზრდის იმის რისკს, რომ იმუნური სისტემა შეუტევს ორგანიზმის ორგანოებსა და ქსოვილებს. გარდა ამისა, ანტისხეულებზე დამყარებული კიბოს იმუნოთერაოპია ძალიან ძვირია და მკურნალობის რთული მეთოდია.

ბარაკატის ლაბორატორიაში სინთეზირებულ მცირე მულეკულებს ეს ნაკლი არ გააჩნია. ისინი ისევე მუშაობენ, როგორც ანტისხეულები, მაგრამ ორგანიზმიდან გამოიყოფა რამოდენიმე საათის განმავლობაში. მცირე ზომის წყალობით ხელოვნური მოლეკულები ქსოვილში ღრმად აღწევენ. ამასთან, წარმოებაც გაცილებით იაფი იქნება, რადგანაც მისი გამოშვება აბის ფორმით იქნება შესაძლებელი.

კიბოს მომავალი იმუნოთერაპიის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი უნივერსალობა იქნება. რადგანაც მოლეკულური მექანიზმები, რის ხარჯზეც მუშაობენ ბარაკატის და მისი კოლეგების მიერ სინთეზირებული მოლეკულები, მოქმედებს მრავალი ტიპის ონკოლოგიურ დაავადებებზე. მისი გამოყენება შეიძლება მელანომის, ლიმფომის, ძუძუს, ფილტვის და ტვინის კიბოს სამკურნალოდ.

ბარაკატმა და მისმა გუნდმა დააარსეს კომპანია HEKA Therapeutics, რომელიც მუშაობს ლაბორატორიაში შემუშავებული ნაერთის ცხოველებზე გამოსაცდელად, რაც აუცილებელი ეტაპია კლინიკურ კვლევამდე.

ლალი ჩხიკვაძე