ახალი პრეპარატი გლიობლასტომის უჯრედებს ანადგურებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი პრეპარატი გლიობლასტომის უჯრედებს ანადგურებს

ტვინის მომაკვდინებელი სიმსივნის უჯრედებს ანადგურებს. აღნიშნული სიმსივნური პათოლოგიის დროს სიკვდილიანობა მაღალია, პაციენტთა მხოლოდ 5 % ცოცხლობს 5 წელს, შესაბამისად, ამ სფეროს ყველა აღმოჩენა კაცობრიობისათვის დიდი მნიშვნელობისაა.

პროფესორმა ხეიკო ვურდაკმა თავის კოლეგებან ერთად ჩაატარა რამდენიმე ლაბორატორიული ტესტი, რომლითაც გლიობლასტომის უჯრედებზე ნაერთ KHS101-ის გავლენის დემონსტირირება მოხდა. აღმოჩნდა, რომ ნივთიერებას შეუძლია გლიობლასტომის უჯრედებში ენერგეტიკული ცვლის დაბლოკვა, რაც საბოლოო ჯამში უჯრედების კვდომას განაპირობებს. მეცნიერებს ეგონათ, რომ KHS101-ის გავლენით სიმსივნური უჯრედების ზრდა შენელდებოდა, მაგრამ ნივთიერება კიდევ უფრო ეფექტური აღმოჩნდა, მან სიმსივნური უჯრედები გაანადგურა.

ექსპერიმენტები ჯერჯერობით მხოლოდ უჯრედებზეა ჩატარებული. პრეპარატის კლინიკური გამოცდა მალე დაიწყება. საყურადღებოა ასევე ახალი პრეპარატის ორი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც მეცნიერებმა არაერთი ტესტის დახმარებით შეამოწმეს -პრეპარატი არ ვნებს ტვინის ჯანმრთელ უჯრედებს, ასევე გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებული, გლიობლასტომასთან პოტენციურად მებრძოლი ბევრი პრეპარატი სწორედ აღნიშნულ ბარიერს ვერ გადის.

ჩატარებული კვლევები დიდ იმედებს უსახავს გლიობლასტომით დაავადებულ პაციენტებსა და მათ მკურნალ ექიმებს.

თინათინ გოცაძე