ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია

ჯანმრთელობის საიდუმლო პირის ღრუშია - საკვების ტემპერატურაც კი მნიშვნელოვანია
მუცლის ღრუს ორგანოების, ანუ აბდომინური ორგანოების პათოლოგიები აქტუალური პრობლემაა როგორც კაცებში,
ისე ქალებში. მათი გამომწვევი თუ მათი განვითარების ხელისშემწყობი მიზეზები მრავალგვარია და ხშირად იმაზე უფრო სერიოზული დაავადების არსებობაზე მიუთითებს, ვიდრე ეს შეუიარაღებელი თვალით შეიძლება ჩანდეს. ბევრი მათგანი ითვლება კიბოსწინარე დაავადებად და დროული და კვალიფიციური მკურნალობის გარეშე შესაძლებელია ტრანსფორმირდეს ავთვისებიან დაავადებაში.

აბდომინური ონკოლოგიის დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის აბდომინური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა თურქიაშვილი გვესაუბრება.

- რომელი ორგანოების დაავადებებს მოიცავს აბდომინური ონკოლოგია და რა სიმპტომები ახასიათებს მათ?

აბდომინური ონკოლოგია მოიცავს ისეთი ორგანოების დაავადებებს, როგორებიცაა: საყლაპავის ბადომინური (მუცლის) სეგმენტი, კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, მსხვილი და წვრილი ნაწლავები. ასევე, ე.წ. ორგანოს გარეშე სიმსივნეები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს, როგორც მუცლის ღრუში, ასევე რეტროპერიტონიალურ სივრცეში და მის წარმომავლობას კავშირი არ ქონდეს რომელიმე კონკრეტულ ორგანოსთან.

მუცლის ღრუს ორგანოების ონკო
დაავადებების სიმპტომები საწყის სტადიაზე არ განსხვავდება ამ ორგანოების არაონკოლოგიურ დაავადებების სიმტომატიკისგან. საჭმლის მონელების დარღვევა, აშლილობისა და შეკრულობის მონაცვლეობა, საკვების ევაკუაციის გაძნელება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა სეგმენტში, პათოლოგიური გამონადენი უკანა ტანიდან განავალთან ერთად ან მის გარეშე.

ყველა ორგანოს თავისი დამახასიათებელი სიმპტომი აქვს. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის (კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და საყლაპავის) ზედა სართულის პათოლოგიებისას ვითარდება გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება, შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდგომ. ამ ყველაფერს შესაძლოა, ახლდეს პერიოდული პირღებინება.
ნაწლავების პათოლოგიის დროს ასევე ხშირია შებერილობა, დეფეკაციის აქტის გაძნელება, პათოლოგიური გამონადენი უკანა ტანიდან განავალთან ერთად ან მის გარეშე. ასევე ზოგადად დისპეფსიური მოვლენები.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანის ყურადღებას და დაკვირვებას საკუთარი თავის მიმართ და გახანგძლივებული და მზარდი პათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოს კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებას. მუცლისმიერი ნაწლავოვანი ჩივილის დროს პაციენტი უნდა დააკვირდეს ფეკალურ მასებს, ხომ არ არის ჭარბად ლორწოვანი გამონადენი, ხომ არ არის შეცვლილი მასების ფერი და ფორმა. ამ უკანასკნელების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

- რა იწვევს პათოლოგიებს?

მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს ხშირი, უსისტემო და არაჯანსაღი კვება. საკვები არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე ან მჟავე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი დამუშავების ხარისხს და ტემპერატურასაც კი.

მაგალითად, ცხელი საკვების ქრონიკულად მიღების შემთხვევაში ძალიან ხშირია საყლაპავი მილის სხვადასხვა დაავადება, რადგან ის იწვევს დამწვრობას. ამ დროს წარმოქმნილი დაზიანება შემდგომში შესაბამისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის გარეშე შესაძლოა ტრანსფორმირდეს ავთვისებიან პროცესში. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვების სახეობას, არამედ მის თერმულ დამუშავებას, ქიმიურ შემცველობას და თუნდაც ტემპერატურას.

ერთ-ერთ დიდ მწერალს უწერია, რომ ჯანმრთელობის საიდუმლო დევს პირის ღრუში. როცა საქმე საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხება, ჯანმრთელობა მართლაც პირის ღრუდან იწყება. მოწესრიგებული კბილები და კვების სისტემა იძლევა საშუალებას, რაც შეიძლება კარგად დამუშავებული მასალა მიეწოდოს შემდგომ სეგმენტებს.

- რამდენად დიდი გავლენა აქვს ქრონიკულ დაავადებებს ამ პროცესში?

მუცლის ღრუში არსებობს დაავადებები, რომლებიც შეიძლება ქრონიკული მიმდინარეობისას ტრანსფორმირდეს, ანუ ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს. ეს ეხება განსაკუთრებით წყლულოვან დაავადებებს, რომელთაც ძალიან ზერელედ უყურებს ბევრი პაციენტი. ამ დროს არა თუ არ მკურნალობს, არამედ ამ დიაგნოზის ფონზე სასმელსაც სვამს და ცხარე და მჟავე საკვებსაც მიირთმევს.
შეიძლება ასეთი არანამკურნალევი წყლულიც კი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას.

დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, დისკომფორტის შეგრძნებას მუცელში, როცა არის შებერილობა, გამონადენი და ა.შ. ამ დროს აუცილებლად გამოსაკვლევია კუჭი და ნაწლავი. ის შეიძლება დაზიანებული იყოს პოლიპური წარმონაქმნებით, რაც, ასევე, კიბოს წინაპირობად მიიჩნევა და რეაგირება სჭირდება. პატარა ზომის პოლიპების პრობლემა მცირე ქირურგიული ჩარევით გვარდება და პაციენტი დაზღვეულია, რომ სიმსივნე არ განვითარდება. დიდი ზომის პოლიპები უკვე ქირურგიულ ჩარევას მოითხოვენ, შესაბამისად ადრეულ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველაზე კარგი პროფილაქტიკაა.

ასევე საყურადღებოა წყლულოვანი კოლიტის სხვადასხვა სახეობები, კუჭის წყლული, პოლიპური დაავადებები, პოლიპი ნაღვლის ბუშტში და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები.
კატეგორიულად არ შეიძლება დაყოვნება ნაღვლის ბუშტში პოლიპების არსებობისას და მას მაშინვე სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რადგან ის ყველაზე აგრესიული პოლიპია და დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაიქცევა სიმსივნედ.

- მუცლის ღრუს ორგანოების რა სახის ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში?

ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა ის ოპერაცია, რაც კი არსებობს მუცლის ღრუს ორგანოებზე ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში. დაწყებული საყლაპავიდან, დამთავრებული სწორი ნაწლავით, პლუს პანკრეასის, ღვიძლის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების მკურნალობა და ოპერაციები კუჭზე, სრული მოცულობითა და ყველა იმ მასშტაბით, რაც დღეს მსოფლიოში კეთდება.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ყველანაირი უახლესი ტექნოლოგიით, ვგულისხმობ, პირველ რიგში, სადიაგნოსტიკო აპარატურას. ეს მაქსიმალურად გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად დავადგინოთ დაავადების გავრცელების არეალი და უტყუარი დიაგნოზი დავსვათ, რაც სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობის წინაპირობაა.
ჩვენთან ზოგიერთ ისეთი გამოკვლევა ტარდება და ისეთი აპარატებით, რომლებიც ევრაზიის წამყვან კლინიკებსაც კი არ აქვს. რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებას, ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს როგორც ღია წესით, ისე ე.წ. უსისხლო ოპერაციებს ლაპაროსკოპიული აპარატურით.

ჩვენთან ასევე ტარდება ოპერაციები საყლაპავზე, როგორც გულ-მკერდის, ისე მუცლის ნაწილზე. კეთდება როგორც ჩანაცვლებითი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები, ისე ამ ორგანოს სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაცია.
ასევე, კუჭზე ტარდება როგორც ნაწილობრივი, ისე მთლიანად ამოკვეთის ოპერაციები. ნაწილობრივი ამოკვეთის შედეგად შესაძლებელი ხდება, რომ მისი ნაწილი შევუნარჩუნოთ პაციენტს და რეკონსტრუქცია მოხდეს ორგანიზმშივე არსებული სხვადასხვა ორგანოებით. რაც შეეხება სრულ ამოღებას, საჭირო ხდება კუჭის ტოტალური დაზიანების დროს და მას ვანაცვლებთ წვრილი ნაწლავით.

- რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის დროულ დიაგნოსტიკას?

სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ ჩივილების არსებობას და ექიმთან დროულად არ მიდიან. ვურჩევ პაციენტებს, რომ სიმპტომების ინტერპრეტაციის საშუალება მისცენ პროფესიონალ ექიმს და არა ექიმბაშს, მეზობელს ან მანამდე იგივე დაავადებაგადატანილ ადამიანს, ვისაც ჰგონია, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

ეს კულტურა გასავითარებელია, რომ ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ და ცოტა უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი თავი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ მომართვას, მით უმეტეს, რომ ონკოლოგიური დაავადებები ადრეულ სტადიაზე იკურნება. ამისთვის ჩვენს კლინიკაში გვაქვს სკრინინგ პროგრამები, რაც პაციენტის პროფილაქტიკურ შემოწმებას გულისხმობს. თუ ავადმყოფის ჩივილები შემოწმების მოთხოვნებში ჯდება, კეთდება დროული დიაგნოსტირება.

ყველა დაავადება პატარ-პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩივილებით იწყება, რასაც ბევრი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩივილები კი თავიდან არანაირად არ განსხვავდება ანთებითი პროცესების დროს განვითარებული სიმპტომებისგან, თუმცა ისინი შესაძლოა ონკოლოგიური დაავადების მანიშნებელი იყოს.

დროული დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, სრული გამოჯანმრთელების შანსს იძლევა. ასევე, ნაკლებხარჯიანი ხდება მკურნალობა და იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, ეს გაცილებით მარტივია, რეაბილიტაცია ბევრად იოლია ვიდრე დაავადების გვიან სტადიაზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
ონკოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ. პროფესორი
15-04-2019
ჩვენი ორგანიზმი ბრძნულად არის მოწყობილი: დაავადება ჯერ მხოლოდ ისახება,
05-11-2018
თუ ადამიანი არ ეწევა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში სვამს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის მძიმე
18-12-2018
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
ჭარბი წონა სიცოცხლისათვის საშიშია. 20-50 წლის ასაკში ჭარბი წონით ცხოვრების თითოეული წელი აქვეითებს მკერდის
ქალის რძე გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით. მხოლოდ ის შეიცავს ელემენტს, რომელიც კიბოს
ლეიკემიის, მიელომისა და ლიმფომის წილად ონკოლოგიურ დაავადებათა 10 % მოდის. აღნიშნული და სხვა ბევრი სიმსივნე
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც კიბოს გამანადგურებელი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად