რა არის ვიროთერაპია და როგორ ებრძვის ის კიბოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ვიროთერაპია და როგორ ებრძვის ის კიბოს

სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა თერაპიის ახალი მიმართულება - ვიროთერაპია, რომელიც ონკოდაავადებებთან ბრძოლის პერსპექტიულ მეთოდად მიიჩნევა.

ვირუსების სიმსივნურ პათოლოგიასთან ბრძოლის უნარი 100 წლის წინ აღმოაჩინეს, მიუხედავად ამისა, მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გენურ ინჟინერიაში მოპოვებულმა მიღწევებმა გახადა შესაძლებელი ვიროთერაპიის განხილვა კიბოსთან ბრძოლის რეალურ მეთოდად.

სადღეისოდ ონკოლიზურ ვირუსებს ცდიან (შეისწავლიან) თავის ტვინის სიმსივნეების, აგრესიული მელანომისა და კიბოს სხვა ფორმების დროს.

როგორ მკურნალობდნენ კიბოს უწინ (ვიროთერაპიის პირველი გამოცდილება)

ზოგი ვირუსი უფრო ეფექტურია სიმსივნურ პათოლოგიასთან ბრძოლაში. სწორედ ამ ფაქტს ითვალისწინებენ ონკოლიზური თერაპიის შემუშავებისას. ვირუსულ ნაწილაკებს შეუძლიათ არა მხოლოდ ავთვისებიანი უჯრედების განადგურება, არამედ მათი „მარკირებაც“ იმუნური სისტემისათვის.

„ათასწლეულების მანძილზე ჩვენი იმუნიტეტი წარმატებით შეიცნობდა პათოგენებს, მაგრამ კარგად ვერ ცნობდა სიმსივნეებს. იდეა ისაა, რომ კარგად ცნობილი ვირუსი მოთავსდეს სიმსივნურ უჯრედში და ამით იმუნური სისტემა გააფრთხილოს საშიშროების შესახებ“ – ასე განმარტავს ვიროთერაპიის მოქმედების პრინციპს პროფესორი ანტონიო ჩიოკა - ბრიგჰემის (აშშ) ქალთა კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორი ჩიოკა სადღეისოდ შეისწავლის იმ ონკოლიზურ ვირუსებს, რომლითაც ასნებოვნებენ გლიობლასტომის, თავის ტვინის ყველაზე საშიში სიმსივნის, უჯრედებს.

იმუნოთერაპიის ამ უჩვეულო ტიპით ექსპერიმენტები მეცნიერებმა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს, თუმცა, მომდევნო 100 წლის განმავლობაში, სუსტი ტექნიკური დონის გამო, პროგრესი დასახელებულ სფეროში პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო.

მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ლეგენდარულმა ამერიკელმა ქირურგმა, უილიამ კოულიმ, უმნიშველოვანესი ნაბიჯი გადადგა წინ. კოული ცნობილი გახდა თავისი ცდებით - სიმსივნის მკურნალობაში ინფექციური აგენტების გამოყენებით. მან შეამჩნია, რომ სიმსივნური დაავადება უკან იხევს ზოგიერთი ინფექციის ფონზე და პირველად მსოფლიოში ბაქტერიული ვაქცინით სარკომის მკურნალობის იდეა შემოიტანა.

„კოულის ტოქსინები“ (ასე უწოდებდნენ ვაქცინას) პოპულარული გახდა სხვადასხვა სიმსივნის წინააღმდეგ, რომელთაც მაშინ პრინციპში ვერ მკურნალობდნენ. მომდევნო კვლევებით დადასტურდა ვირუსული პათოგენების გამოყენების მიზანმიმართულობა სიმსივნური პათოლოგიის რემისიის ან სრული განკურნების მისაღწევად. თუმცა, სხივური და ქიმიოთერაპიის აღორძინების კვალად, მეთოდის პოპულარობამ რამდენადმე იკლო.

კიბოს ბიოლოგია და ვიროთერაპიის მეორედ აღორძინება

ქსოვილთა ლაბორატორიული კულტურის გამოჩენამ საცდელ მღრღნელებთან (ვირთაგვებთან) ერთად 1940 წელს ვიროთერაპიის განვითარებას უბიძგა. როგორც ჟურნალში Nატურე Bიოტეცჰნოლოგყ აღნიშნულია, იმ წლებში ექიმები კიბოთი უიმედოდ დაავადებულ ასობით პაციენტს აინფიცირებდნენ ეპიდემიური პაროტოტის (იგივე ყბაყურას) და ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსებით, დასავლეთ ნილოსის ცხელების გამომწვევი ვირუსითაც კი.

საყურადღებოა, რომ მიღწეული წარმატებები, ბიოლოგიის ღრმა ცოდნის გარეშე, შემთხვევითი იყო, სხვადასხვა კვლევის შედეგები ვარირებდა საოცარი წარმატებიდან სრულ ფიასკომდე. პაციენტთა ნაწილი იღუპებოდა გართულებების გამო, ზოგთან საოცარი რეგრესი მიიღწეოდა, ზოგთან კი სიმსივნე სრულიად ქრებოდა. თანამედროვე ეპოქამ ონკოლიზური ვიროთერაპია პრაქტიკულად 1980-იანი წლებიდან შეიცნო და მას შემდეგ ამ მეთოდის შესაძლებლობები სულ უფრო ფართოვდება.

„მოლეკულური ვირუსოლოგიის განვითარებით ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მიკროორგანიზმი უკეთ მრავლდება სიმსივნურ უჯრედებში, ვიდრე ჯანმრთელ უჯრედებში“ - აღნიშნავს ამ გარდატეხის შესახებ მეცნიერი გრანტ მაკფადენი, არიზონის შტატის (აშშ) იმუნოთერაპიის, ვაქცინებისა და ვიროთერაპიის ცენტრის დირექტორი. მაკფადენის განმარტებით, სიმსივნური გადაგვარებისას ადამიანის ორგანიზმის ნორმალური უჯრედები მთელ რიგ საშიშ თვისებებს იძენენ, ამასთან, დედისეული უჯრედის ბევრ უნარს კარგავენ, მაგალითად, ინფექციისაგან თავდაცვის უნარს. თანამედროვე გენური ინჟინერიის დახმარებით, მეცნიერებს შეუძლიათ ისარგებლონ კიბოს აქილევსის ქუსლით და შექმნან უფრო აგრესიული და შერჩევითი ვირუსები.

წინააღმდეგობები კიბოს უკეთ მკურნალობის გზაზე

ვიროთერაპია ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, თუმცა გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორსაა.

„რთული ამოცანაა - ამოარჩიო სწორი ვირუსი, სწორად შეაიარაღო ის და მიზანმიმართულად მოახვედრო სიმსივნეში. ზოგიერთი აგენტი ადვილად შეიყვანება უშუალოდ სიმსივნის კერაში, ზოგის ნემსით შეყვანა კი ძალიან რთულია, ან ის იფანტება (მიმოიბნევა) მთელ ორგანიზმში. ეს კი სერიოზული დაბრკოლებაა“ – განმარტავს პროფესორი მაკფადენი.

ონკოლიზურ ვირუსებს შეუძლიათ „მორბენლებად“ გადაქცევა, ისინი ადაპტირდებიან ორგანიზმში შეყვანის შემდეგ და რეკომბინაციას განიცდიან ადამიანის პათოგენებად, რომლებიც უკვე არსებობს პაციენტის სხეულში. ასეთ შემთხვევაში, ეს ვირუსები, დამხმარეების ნაცვლად, სასიკვდილოდ საშიშ მტრებად შეიძლება გადაიქცნენ. მეცნიერები დღემდე აკვირდებიან და აანალიზებენ სწორედ ამ „რბენებს“, მკვლევართა გასახარად, ონკოლიზური ვირუსები, უსაფრთხოდ გამოიყურებიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებთანაც კი. გენური ინჟინერიის განვითარების კვალად, სიმსივნის საწინააღმდეგო ვირუსები შესაძლოა დაპროექტდეს შერჩევითი მოქმედებისათვის ამა თუ იმ უჯრედზე, ასევე იმუნური სისტემის ე.წ. გამოღვიძებისათვის (სტიმულაციისთვის).

თანამედროვე კვლევები ნათლად მოწმობს, რომ დროთა განმავლობაში ვიროთერაპიამ შესაძლოა წარმატებით შეავსოს ქიმიო-, სხივური და იმუნოთერაპიის მეთოდები კიბოს მკურნალობაში.

ონკოლოგიის მომავალი

2005 წელს პროდუქტებისა და წამლების კონტროლის ჩინურმა მმართველობამ პირველად აუნთო მწვანე შუქი (დართო ნება) კიბოს ვიროთერაპიას.

პრეპარატი H1O1, ცნობილი სავაჭრო მარკით Oncorine – გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსია, რომელიც უპირატესად სიმსივნურ უჯრედებს აზიანებს და წარმატებით გამოიყენება თავისა და კისრის სიმსივნეთა სამკურნალოდ.

მელანომის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატი – T-VEC - ჰერპესის მოდიფიცირებული ვირუსის საფუძველზე შექმნილი, პირველად დაუშვეს 2015 წელს ვიროთერაპიისათვის აშშ-ის ბაზარზე. ავსტრალიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა მასზე დაკვირვება 2016 წელს დაიწყეს.

Nature Reviews Clinical Oncology-ს ფურცლებზე გადმოცემული 2018 წლის მიმოხილვის თანახმად, მსოფლიოში სულ უფრო მეტი პერსპექტიული კანდიდატი ჩნდება ვიროთერაპიისათვის. სადღეისოდ სიმსივნის საწინააღმდეგო ვირუსები იქმნება მეტად საშიში, ზოგჯერ მომაკვდინებელი გამომწვევებისაგან, წითელას, ჰეპატიტის, ცხოველთა და მცენარეთა ვირუსებისაგანაც კი. მაგალითად, პროფესორი მაკფადენი თავის თანამშრომლებთან ერთად მუშაობს გლიობლასტომის სამკურნალო პრეპარატზე და მას ბოცვრების მიქსომის გამომწვევი ვირუსების ბაზაზე (MYXV) ქმნის. როგორც დიდი მკვლევრები იმედოვნებენ, ვიროთერაპიას დიდი მომავალი აქვს!