კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგი ეკატერინე არქანია - "ქიმიოთერაპიის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგი ეკატერინე არქანია - "ქიმიოთერაპიის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა"

მედიცინაში ქიმიოთერაპია ფართოდ გამოიყენება ავთვისებიან წარმონაქმნებთან საბრძოლველად და იგი ხშირად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. როდის დგება მისი ჩატარების აუცილებლობა და რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული ჩატარებამდე, გვესაუბრება "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის" კლინიკური ონკოლოგი ეკატერინე არქანია:

იმისდა მიხედვით, თუ რა სახის სიმსივნე აქვს პაციენტს ქიმიოთერაპიით შესაძლებელია დაავადების განკურნება, კონტროლი, სიმპტომთა შემსუბუქება, სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რაც ონკოლოგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

ქიმიოთერაპია ინიშნება ოპერაციისა და/ან სხივური თერაპიის წინ - სიმსივნური მასის ზომაში შემცირების მიზნით (ე.წ. ნეოადიუვანტური თერაპია) ან ოპერაციისა და სხივური თერაპიის შემდეგ (ადიუვანტური თერაპია), რათა ორგანიზმში ნარჩენი სიმსივნური უჯრედების სრული აღმოფხვრა მოხდეს. მაშინაც კი, როდესაც სიმსივნე რადიკალურად ან თითქმის სრულად არის მოშორებული (რამდენადაც შესაძლებელია ვიზუალური შეფასებით მსჯელობა)- მაინც რჩება ცალკეული სიმსივნური უჯრედების ორგანიზმში დარჩენის საშიშროება. ასეთ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის მიზანი უხილავი სიმსივნური უჯრედების ან ქსოვილების საბოლოო განადგურებაა. იგი განსაკუთრებით ეფექტურია კომბინაციაში სხივურ და ბიოლოგიურ თერაპიასთან ერთად.

დაავადების მეორე-მესამე სტადიაში, როდესაც პროცესის სხვა ორგანოებში გავრცელება არ აღინიშნება, ქიმიოთერაპია პროფილაქტიკური თვალსაზრისით ინიშნება. ამ შემთხვევაში ქიმიოთერაპია დაავადებისგან თავისუფალი პერიოდის მიღების საშუალებას გვაძლევს.

ონკოლოგიური დაავადების გავრცელებისას, მეოთხე სტადიის შემთხვევაში ინიშნება პალიატიური ქიმიოთერაპია, რომლის მიზანიც პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და მისი მდგომარეობის შემსუბუქებაა.

- თუმცა ქიმიოთერაპიას ხშირად ახლავს ძმიმე გვერდითი მოვლენები, ზოგჯერ იმდენად მძიმე, რომ პაციენტები უარსაც კი ამბობენ ქიმიოთერაპიის კურსის გაგრძელებაზე.

- ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თანმხლები, ქრონიკული დაავადებებისას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება და სხვა ქიმიოთერაპიამ შესაძლებელია პროცესის გამწვავება გამოიწვიოს. ჩვენი, კლინიკური ონკოლოგების მოვალეობა მარტო მედიკამენტების დანიშვნა კი არა, ამ პროცესის მართვაა. პაციენტს უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია გადასხმის შემდგომ გართულებებზე, დეტალურად ავუხსნათ როგორი კვებისა და ცხოვრების რეჟიმი უნდა ჰქონდეს, რათა ის იყოს აბსოლუტურად ინფორმირებული, მომზადებული შეხვდეს შესაძლო გართულებებს და ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ექიმის დანიშნულება.

ქიმიოთერაპიას ხშირად თან ახლავს გვერდითი მოვლენები: სისხლის პარამეტრების (ლეიკოციტების, თრომბოციტების, ჰემოგლობინის) დაქვეითება; გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თმის ცვენა, ძვლების ტკივილი, ინფექციური გართულებების განვითარების მაღალი რისკი და ა.შ.

- ალბათ მნიშვნელოვანია წამლის ხარისხიც.

- ჩვენს ბაზარზე ბევრი, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი, ხარისხითა და ფასით განსხვავებული პრეპარატია. ცხადია, ტექნოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პრეპარატს გვერდითი მოვლენები ნაკლები აქვს. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ყოველთვის ვცდილობთ: • გამოვიყენოთ თანამედროვე პრეპარატები და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის პროტოკოლები, რაც მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი მოვლენების განვითარებას;

• ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ პაციენტს;

• პაციენტს შევთავაზოთ განსაკუთრებული მზრუნველობა და კომფორტული პირობები.

mkurnali.ge

- თავად პაციენტებს რას ურჩევდით ქიმიოთერაპიის გადასხმის შემდეგ?

- უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი უნიკალურია და თითოეული მათგანი სვადასხვაგვარად რეაგირებს ამა თუ იმ ქიმიოთერაპიულ მედიკამენტზე. თერაპიის დაწყების წინ პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული რომელი მედიკამენტით იგეგმება მკურნალობა და რა გვერდითი მოვლენების განვითარებაა მოსალოდნელი. ზოგიერთი პრეპარატის გადასხმის შემდგომ ხშირია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაქვეითება, გემოვნების ცვლილება; ფაღარათი ან პირიქით ყაბზობა - ამ გვერდითი მოვლენების კონტროლისთვის სასურველია სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, რათა არ მოხდეს გაუწყლოვნება; საკვებად ისეთი პროდუქტების შერჩევა, რომელთა მონელებაც რთული არ არის, მდიდარია ცილებით; ხილითა და ბოსტნეულით. აუცილებელია ხშირი კვება მცირე ულუფებით; პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, და საკვების მიღებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში სავლებების გამოყენება; ქიმიოთერაპიული ინფუზიის შემდეგ პაციენტის ორგანიზმი აბსოლუტურად დაუცველია ყოველგვარი გარეგანი ინფექციების, ბაქტერიების, ვირუსების მიმართ, ამიტომ გადასხმების შემდეგ უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

- კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში, გარდა კლინიკური მოღვაწეობისა, თქვენ აქტიურ კვლევით და სამეცნიერო მუშაობაში ბრძანდებით ჩართული.

- ბევრი კლინიკური კვლევა ტარდება ჩვენს ინსტიტუტში. ამ პროექტების საშუალებით აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება ახალი, ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა. აღნიშნული სამკურნალო საშუალებები უკვე საერთაშორისო ბაზარზეა და მათი მოქმედების შედეგებიც ცნობილია.

დღეს საკმაოდ აქტუალურია სიმსივნის მკურნალობა იმუნოთერაპიის საშუალებით. ეს ახალი სიტყვაა ონკოლოგიაში, რომელთა ავტორებმაც ნობელის პრემია მიიღეს. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში შესაძლებელია სიმსივნური დაავადების მკურნალობა იმუნოთერაპიით კომბინაციაში ქიმიოთერაპიასთან.

იმუნოთერაპიული მკურნალობის ჩვენება დასახვეწია, რაშიც ჩვენი მცირედი წვლილიც შეგვაქვს. მაგალითისთვის, მსოფლიოში ყველაზე აგრესიულ ფორმად მიჩნეულ სამმაგად უარყოფით ძუძუს კიბოს (რომელიც უფრო ხშირად ახალგაზრდებშია) ვებრძვით ქიმიოთერაპიით და სხვა საშუალებებით. თუმცა ზოგიერთი ფორმისას ეს ყველაფერი არაეფექტურია და თვითონ მკურნალობის პროცესშიც ხდება დაავადების პროგრესირება. ფიქრობენ, რომ იმუნოთერაპიამ შეიძლება დაამარცხოს ეს სიმსივნე. ჩემი ინიციატივით, ჩვენს ინსტიტუტში ვგეგმავთ რომ ამ პაციენტებში თავიდანვე ჩავრთოთ იმუნოთერაპია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ონკოლოგიური პაციენტი რა დროს და როგორ გართულდება არავინ იცის. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტისათვის პალიატიური განყოფილება, სადაც ხდება სიცოცხლის ბოლო წუთების შემსუბუქება. თუმცა არ არსებობს კლინიკები, სადაც სხივური ქიმიოთერაპიის გართულებებს მართავენ.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს ონკოლოგიური გადაუდებელი დახმარების კლინიკის ჩამოყალიბება (ასეთი კლინიკები არსებობს საზღვარგარეთ), სადაც მოხდება იმ პაციენტების მკურნალობა, რომელთაც ქიმიოთერაპიული გართულებები აღენიშნებათ, მაგრამ ჯერ არ არიან ტერმინალურ მდგომარეობაში. სამომავლოდ ბევრი სიახლის დანერგვას ვცდილობთ და იმედია განვახორციელებთ.