ფარისებრი ჯირკვლის კიბო - თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის კიბო - თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები

და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ მაკარიძე.

- როგორია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გავრცელების სტატაისტიკა მსოფლიოში?

- ფარისებრი ჯირკვლის  კიბო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნეა და შეადგენს კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 3.8%. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ამ პათოლოგიით ავადობა კატასტროფულად გაიზარდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მეტიც კიბოს ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.

- რამ გამოიწვია დაავადების გახშირება?

ყველასთვის ცნობილი რისკ-ფაქტორების გარდა, ამგვარი სტატისტიკის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს პაციენტების არასრულფასოვანი გამოკვლევა. კერძოდ:

  • ხშირად ხდება ფარისებრი ჯირკვლის მხოლოდ  ჰორმონული ბალანსის განსაზღვრა  და თუ დისფუნქცია არ არსებობს, ჯირკვლის სტრუქტურული მდგომარეობის შეფასების საჭიროებას უგულებელყოფენ;
  • ზოგჯერ ჯირკვალში დაფიქსირებული მცირე ზომის კვანძს პრობლემად არ განიხილავენ. მაშინ, როდესაც ონკოლოგიური თვალსაზრისით კვანძის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მცირე ზომის კვანძებშიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ავთვისებიანი სიმსივნური დაზიანების შემთხვევები.
  • ასევე, ხშირია ანამნეზში არსებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროში გახანგრძლივებული კონსერვატიული თერაპია და დაგვიანებული ქირურგიული მკურნალობა.
დიდი ხანია, ონკოლოგიის სფეროში ვარ და როგორც ქირურგიულ კლინიკაში მომუშავე ექიმს, საოპერაციოდ მოსული პაციენტის შემთხვევაში, ანამნეზის დეტალური შესწავლისას, მაქვს რეტროსპექტული ანალიზის საშუალება დაავადების დაწყებიდან -ოპერაციამდე და პოსტოპერაციულად - დიაგნოზის მორფოლოგიური ვერიფიკაციით. აქედან გამომდინარე, ონკო-ენდოკრინოლოგის მიდგომა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისადმი  სპეციფიური და განსხვავებულია ზოგადი ენდოკრინოლოგებისგან.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიქმნა  ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა.

- რა არის ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის მიზანი?

ჩვენი ასოციაციაციის მიზანს წარმოადგენს თირეოიდოლოგიის საკითხების ონკოლოგიური თვალსაზრისით აქტუალიზაცია:

- სხვადასხვა მიზეზით  განვითარებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვითებისას აქტიური კონსერვატიული მკურნალობის მნიშვნელობის, ე.წ. "მცირე სიმსივნეების" ოპერაციული ჩარევა-არჩარევის საკითხი, მკურნალობის პროცესში პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომის საკითხი ეთნოფსიქოლოგიური, რასობრივი და კულტუროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით და შესაბამისად ახალი გზამკვლევების შემუშავება.

- პაციენტების სრულფასოვანი გამოკვლევა  დიაგნოსტიკის მეთოდების თანამედროვე პოტენციალის გამოყენებით და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაციით დაავადების პრევენცია.

- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების ადეკვატური ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა, მათი დინამიური დაკვირვება საერთაშორისო და ნაციონალური სტანდარტების შესაბამისად. პოსტოპერაციული და სუპრესიული თერაპიის შესაძლო გართულებების მინიმალიზაცია.

- მამოლოგებთან და გინეკოლოგებთან მჭიდრო კავშირში ძუძუსა და სასქესო ორგანოებში პირველადად განვითარებული ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების ზეგავლენის დადგენა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, პირველ რიგში ფარისებრ ჯირკვალში განვითარებულ შესაძლებელი ონკოგენეზის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.

- მულტიდიცსიპლინური მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, გასტროენტეროლოგების, პულმონოლოგების, ნევროლოგების, დერმატოლოგების პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით ენდოკრინული და ნეიროენდოკრინული სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხების შემუშავება.

- უცხოელ სპეციალისტთა მოწვევებით და სემინარების ჩატარებით მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.

ჩვენი ასოციაციის ეგიდით ა.წ 24 მაისს თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ისეთ აქტუალურ პრობლემას მიეძღვნა, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები.

- რითი იყო საინტერესო ეს ფორუმი და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით, საინტერესოდ და საჭიროდ ჩავთვალეთ  მოგვესმინა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების აზრი ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკის თავისებურებებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

mkurnali.ge

ეს სამეცნირო ფორუმი მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო იმდენად, რამდენადაც მონაწილეობა მიიღეს ონკო-ქირურგიის, ბირთვული რადიოლოგიის და კლინიკური ონკოლოგიის წამყვანმა სპეციალისტებმა, პრაქტიკულად ამ დარგის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოხსენებები, გაიმართა აქტიური და ხანგრძლივი დისკუსია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი მედიკოსებისთვის უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, ჩვენს პრაქტიკაში მათი დანერგვისა და  სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ჩვენი ასოციაცია მომავალშიც გეგმავს  საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას და საგარეო ურთიერთობების დამყარებას საზოგადოებრივ, პროფესიულ, სამეცნიერო, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.