ფარისებრი ჯირკვლის კიბო - თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

ფარისებრი ჯირკვლის კიბო - თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები

ფარისებრი ჯირკვლის კიბო - თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, დაშვებულ შეცდომებზე
და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ მაკარიძე.

- როგორია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გავრცელების სტატაისტიკა მსოფლიოში?

- ფარისებრი ჯირკვლის  კიბო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნეა და შეადგენს კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 3.8%. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ამ პათოლოგიით ავადობა კატასტროფულად გაიზარდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მეტიც კიბოს ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.

- რამ გამოიწვია დაავადების გახშირება?

ყველასთვის ცნობილი რისკ-ფაქტორების გარდა, ამგვარი სტატისტიკის ერთ-ერთ მიზეზს

წარმოადგენს პაციენტების არასრულფასოვანი გამოკვლევა. კერძოდ:

დიდი ხანია, ონკოლოგიის სფეროში ვარ და როგორც ქირურგიულ კლინიკაში მომუშავე ექიმს, საოპერაციოდ მოსული პაციენტის შემთხვევაში, ანამნეზის დეტალური შესწავლისას, მაქვს რეტროსპექტული ანალიზის საშუალება დაავადების დაწყებიდან -ოპერაციამდე და პოსტოპერაციულად - დიაგნოზის მორფოლოგიური ვერიფიკაციით. აქედან გამომდინარე, ონკო-ენდოკრინოლოგის მიდგომა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისადმი  სპეციფიური და განსხვავებულია ზოგადი ენდოკრინოლოგებისგან.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიქმნა  ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა.

- რა არის ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის მიზანი?

ჩვენი ასოციაციაციის მიზანს წარმოადგენს თირეოიდოლოგიის საკითხების ონკოლოგიური თვალსაზრისით აქტუალიზაცია:

- სხვადასხვა მიზეზით  განვითარებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვითებისას აქტიური კონსერვატიული მკურნალობის მნიშვნელობის, ე.წ. "მცირე სიმსივნეების" ოპერაციული ჩარევა-არჩარევის საკითხი, მკურნალობის პროცესში პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომის საკითხი ეთნოფსიქოლოგიური, რასობრივი და კულტუროლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით და შესაბამისად ახალი გზამკვლევების შემუშავება.

- პაციენტების სრულფასოვანი გამოკვლევა  დიაგნოსტიკის მეთოდების თანამედროვე პოტენციალის გამოყენებით და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაციით დაავადების პრევენცია.

- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების ადეკვატური ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა, მათი დინამიური დაკვირვება საერთაშორისო და ნაციონალური სტანდარტების შესაბამისად. პოსტოპერაციული და სუპრესიული თერაპიის შესაძლო გართულებების მინიმალიზაცია.

- მამოლოგებთან და გინეკოლოგებთან მჭიდრო კავშირში ძუძუსა და სასქესო ორგანოებში პირველადად განვითარებული ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების ზეგავლენის დადგენა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, პირველ რიგში ფარისებრ ჯირკვალში განვითარებულ შესაძლებელი ონკოგენეზის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება.

- მულტიდიცსიპლინური მიდგომით, კერძოდ, ენდოკრინოლოგების, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტების, ონკო-ქირურგების, გასტროენტეროლოგების, პულმონოლოგების, ნევროლოგების, დერმატოლოგების პათომორფოლოგების, რადიოლოგების და ქიმიოთერაპევტების მჭიდრო თანამშრომლობით ენდოკრინული და ნეიროენდოკრინული სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხების შემუშავება.

- უცხოელ სპეციალისტთა მოწვევებით და სემინარების ჩატარებით მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.
ჩვენი ასოციაციის ეგიდით ა.წ 24 მაისს თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ისეთ აქტუალურ პრობლემას მიეძღვნა, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები.

- რითი იყო საინტერესო ეს ფორუმი და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით, საინტერესოდ და საჭიროდ ჩავთვალეთ  მოგვესმინა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების აზრი ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკის თავისებურებებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

mkurnali.ge


ეს სამეცნირო ფორუმი მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო იმდენად, რამდენადაც მონაწილეობა მიიღეს ონკო-ქირურგიის, ბირთვული რადიოლოგიის და კლინიკური ონკოლოგიის წამყვანმა სპეციალისტებმა, პრაქტიკულად ამ დარგის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოხსენებები, გაიმართა აქტიური და ხანგრძლივი დისკუსია, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი მედიკოსებისთვის უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, ჩვენს პრაქტიკაში მათი დანერგვისა და  სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ჩვენი ასოციაცია მომავალშიც გეგმავს  საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას და საგარეო ურთიერთობების დამყარებას საზოგადოებრივ, პროფესიულ, სამეცნიერო, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
მელანომის განვითარება პირდაპირ კავშირშია დამწვრობასა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. ყველაზე
დიდი ხანია მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ სპორტით დატვირთვა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა
საკმაოდ უსაფრთხო და რიგითი სამსახურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის საშიში. ეს დაკავშირებულია
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, გულის დაავადებები სიმსივნურ პათოლოგიასთან კავშირშია.
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად