8 პროფესია, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 პროფესია, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის

ორგანიზმზე მუდმივ უარყოფით ზემოქმედებასთან, რომელიც სერიოზულ შედეგებს იწვევს.

1. ავიაკომპანიის პილოტი

სამედიცინო ჟურნალი JAMA Dermatology გვამცნობს, რომ პილოტებსა და ეკიპაჟის სხვა წევრებს შორის მელანომის განვითარების რისკი ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში. კაბინაში ერთი საათის განმავლობაში ყოფნით პილოტები განიცდიან ისეთივე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას, რასაც სოლარიუმის 20 წუთიანი სეანსისას.

2. შემდუღებელი

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია შედუღების ორთქლი, რადიაციისა და აზბესტის ზემოქმედება. ამ ტოქსინებს პოტენციურად ფილტვის, თირკმლის კიბოს, თვალის მელანომისა და სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

3. ოფისის თანამშრომელი.

დიდი ხნის განმავლობაში მაგიდასთან ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის მომატება. სავარჯიშო დარბაზში დროდადრო შევლა პრობლემას ვერ აგვარებს. მკვლევრების აზრით, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მაგიდიდან ადგომა და მოძრაობა, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ.

4. მეხანძრე

ამ პროფესიის ადამიანები თავისთავად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა მათთან ასევე მაღალია კიბოს განვითარების ალბათობაც.

პლასტიკის, ზოგიერთი სამშენებლო მასალის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წვისას გამოიყოფა ტოქსინები, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეები ისუნთქავენ.

5. ღამის ცვლაში მომუშავე

ბუნებრივი ცირკადული რითმის დარღვევა, რომელიც ვითარდება მთელი ღამის განმავლობაში მკვეთრ სინათლეზე მუშაობისას, რამაც ასევე შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი. ნორმალური რითმის დარღვევისას, უჯრედებში გროვდება კიბოს განვითარების ხელშემწყობი ცილა, სახელწოდებით c-myc, რომელიც ასტიმულირებს სიმსივნის ზრდასა და განვითარებას.

6. კოსმონავტი

როგორც კი კოსმონავტები ტოვებენ დედამიწის დამცავ ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს, ისინი ექვემდებარებიან მნიშვნელოვან მაიონიზირებელ, კოსმოსურ საშიშ გამოსხივებას. ეს კი ზრდის კიბოთი, სხივური, ძვლის დეგენერაციული დაავადებებით დასნებოვნებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების რისკს.

თანამედროვე ტექნოლოგიები და მედიცინა ჯერჯერობით ვერ იცავს კოსმონავტებსა და ტურისტებს საშიში კოსმოსური გამოსხივებისა და მასთან დაკავშირებული უჯრედების მუტაციისგან.

7. მშენებელი.

აზბესტის ზემოქმედების შედეგად მშენელებლებში მაღალია მელანომის, ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომის განვითარების რისკი.

გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ბენზოლის (შეიცავს საღებავები) და დარიშხანის ზემოქმედება, რომელიც ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

8. ავტომექანიკოსი

ავტომექანიკოსი განიცდის იგივე კანცეროგენების ზემოქმედებას, როგორც მშენებელი (დარიშხანი, აზბესტი, ბენზოლი).ამასთან, ტეტრაქლორეთილენი (ცხიმის გამხსნელი ხსნარი), გამონაბოლქვი აირები ასევე წარმოადგენს კანცეროგენს და ზრდის კიბოს განივთარების რისკს.

ლალი ჩხიკვაძე