8 პროფესია, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

8 პროფესია, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის

8 პროფესია, რომელიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის
საკმაოდ უსაფრთხო და რიგითი სამსახურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის საშიში. ეს დაკავშირებულია ორგანიზმზე მუდმივ უარყოფით ზემოქმედებასთან, რომელიც სერიოზულ შედეგებს იწვევს.

1. ავიაკომპანიის პილოტი

სამედიცინო ჟურნალი JAMA Dermatology გვამცნობს, რომ პილოტებსა და ეკიპაჟის სხვა წევრებს შორის მელანომის განვითარების რისკი ორჯერ მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში. კაბინაში ერთი საათის განმავლობაში ყოფნით პილოტები განიცდიან ისეთივე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას, რასაც სოლარიუმის 20 წუთიანი სეანსისას.

2. შემდუღებელი

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია შედუღების ორთქლი, რადიაციისა და აზბესტის ზემოქმედება. ამ ტოქსინებს პოტენციურად ფილტვის, თირკმლის
კიბოს, თვალის მელანომისა და სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

3. ოფისის თანამშრომელი.

დიდი ხნის განმავლობაში მაგიდასთან ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის მომატება. სავარჯიშო დარბაზში დროდადრო შევლა პრობლემას ვერ აგვარებს. მკვლევრების აზრით, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მაგიდიდან ადგომა და მოძრაობა, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ.

4. მეხანძრე

ამ
პროფესიის ადამიანები თავისთავად დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა მათთან ასევე მაღალია კიბოს განვითარების ალბათობაც.

პლასტიკის, ზოგიერთი სამშენებლო მასალის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების წვისას გამოიყოფა ტოქსინები, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეები ისუნთქავენ.

5. ღამის ცვლაში მომუშავე

ბუნებრივი ცირკადული რითმის დარღვევა, რომელიც ვითარდება მთელი ღამის განმავლობაში მკვეთრ სინათლეზე მუშაობისას, რამაც ასევე შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი. ნორმალური რითმის დარღვევისას, უჯრედებში გროვდება კიბოს განვითარების ხელშემწყობი ცილა, სახელწოდებით c-myc, რომელიც ასტიმულირებს სიმსივნის ზრდასა და განვითარებას.

6. კოსმონავტი

როგორც კი კოსმონავტები ტოვებენ დედამიწის დამცავ ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს, ისინი ექვემდებარებიან მნიშვნელოვან მაიონიზირებელ, კოსმოსურ საშიშ გამოსხივებას. ეს კი ზრდის კიბოთი, სხივური, ძვლის დეგენერაციული დაავადებებით დასნებოვნებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების რისკს.

თანამედროვე ტექნოლოგიები და მედიცინა ჯერჯერობით ვერ იცავს კოსმონავტებსა და ტურისტებს საშიში კოსმოსური გამოსხივებისა და მასთან დაკავშირებული უჯრედების მუტაციისგან.

7. მშენებელი.

აზბესტის ზემოქმედების შედეგად მშენელებლებში მაღალია მელანომის, ფილტვის კიბოსა და მეზოთელიომის განვითარების რისკი.

გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ბენზოლის (შეიცავს საღებავები) და დარიშხანის ზემოქმედება, რომელიც ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

8. ავტომექანიკოსი

ავტომექანიკოსი განიცდის იგივე კანცეროგენების ზემოქმედებას, როგორც მშენებელი (დარიშხანი, აზბესტი, ბენზოლი).ამასთან, ტეტრაქლორეთილენი (ცხიმის გამხსნელი ხსნარი), გამონაბოლქვი აირები ასევე წარმოადგენს კანცეროგენს და ზრდის კიბოს განივთარების რისკს.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-06-2019
nk
გამოდის რომ უმუშევრობა სამოთხე ყოფილა. აი თურმე რა კეთილშობილი მთავრობა გვყოლია, რომელიც განზრახ არ აგვარებს უმუშევრობის აღმოფხვრის პრობლემას
თარიღი : 01-06-2019
ნატა-ს!
რას ეძებთ პროფესიებში, კიბოს გამომწვევ მიზეზებს. ამ მთავრობის შემყურეს, კიბოზე მეტი დაგემართება, ჩემო ნატა
თარიღი : 30-05-2019
ნიტას
კი, დარჩა - პარლამენტარი.
თარიღი : 30-05-2019
ია
პროგრამისტიც ჩაწერეთ რა, თან ზის, თან აზროვნებს და თან ნერვებს უშლიან და სტრესავენ 24/7-ზე, თან გარიყულად გიყურებენ და თან სხვის შეცდომების პროგრამისტის გამოსასწორებელია, თან ბიზნეს გეგმაც შენ უნდა დაწერო, 1მლ უნდა მოუტანო კომპანიას მოგება და თან 1000 ლარი უნდა იმყოფინო.
თარიღი : 29-05-2019
ნიტა
დარჩა რამე? ))
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ,
მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი
შარდის ბუშტის კიბოს დროს გადაგვარებული უჯრედები იზრდება და მრავლდება ბუშტის კედლის შიგნითა ზედაპირზე,
ლიმფედემა - ლიმფის შეგუბებით გამოწვეული პროგრესირებადი შეშუპებაა, ვლინდება კიდურის, მკერდის, სახის,
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა აქვეითებს ყოფილი ონკოლოგიური პაციენტების ნაადრევი სიკვდილის რისკს. ეს დასკვნა კიბოსგან განკურნებული 50-74 წლის 2000 ქალის
დღეს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება რეალობაა. დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე, პირველი უჩვეულო
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად