14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა

14 წლამდე ბავშვებში, თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევები ასე გადანაწილდა: 2016 წელს, ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების დაავადებების 47 შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი - 32. ამასთან, 2016 წელს, თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების 19 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს კი
- 11.

პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, 0-14 წლის ასაკის ბავშვებში, 2017 წელს ლიდერობს ლიმფური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები 50 % -ით, ხოლო თვალის, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებებზე - 17 % მოდის.

„ავადობის მაჩვენებელები 100 000 ბავშვზე 13–18–ის ფარგლებში მერყეობდა. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების
წილი დაახლოებით თანაბარი იყო. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდიოდა, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევდა (20%). 2016 წელს 15–19 წლის ასაკობრივ ჯგუფში კიბოს 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აღნიშნული მონაცემი საგანგაშო არ არის და მსოფლიო მონაცემებს შეესაბამება.

„კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების 215 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 15-19 წლის მოზარდებში - 85 000 ახალი შემთხვევა. ამასთან, სავარაუდოა, რომ ყველა შემთხვევის რეგისტრირტება არ ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენის მაჩვენებელი 84% და მეტია; უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდება დაბალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დიდია. ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს.

გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტების მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა“, - ნათქვამია დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ინფორმაციაში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
26-09-2019
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს 9 მარტივი პრინციპი, რომელთა დაცვა ონკოლოგიური დაავადებების რისკს შეამცირებს.
ბოლო პერიოდამდე მელანომის განვითარების მთავარ რისკფაქტორად ულტრაიისფერი გამოსხივება განიხილებოდა. მაგრამ, როგორც
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, უფრო მეტია გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, მით მეტია კიბოს განვითარების რისკი, მასში დეფექტური უჯრედების
შოკოლადი, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს, შესაბამისად, არ არის
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად