გულის დაავადებები სიმსივნურ პათოლოგიასთან კავშირშია - აცხადებენ ექსპერტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის დაავადებები სიმსივნურ პათოლოგიასთან კავშირშია - აცხადებენ ექსპერტები

როგორც გაირკვა, კიბოს გამოვლენამდე დაახლოებით 5 წლით ადრე იზრდება ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, ხოლო პიკს ოფიციალური "ონკოლოგიური" დიაგნოზის დასმამდე ერთი თვით ადრე აღწევს.

სპეციალისტთა განმარტებით, გამოვლენილი კავშირის საფუძველი სავარაუდოდ, ონკოლოგიური დაავადებებისათვის დამახასიათებელი სისხლის შედედების ფუნქციის ცვლილებაა. ეს ფაქტორი თავის მხრივ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევათა რისკს. საყურადღებოა ისიც, რომ ინსულტ ან ინფარქტგადატანილ პირებთან ხშირად დიაგნოსტირდება ანემია ან წონის მკვეთრად დაკლება. ეს სიმპტომები რამდენადმე ასოცირებულია სიმსივნურ პათოლოგიასთანაც.

ამ ეტაპზე მეცნიერებს აინტერესებთ, რა კავშირი აქვთ დასახელებულ პრობლემებს ასაკთან და სქესთან. გარდა ამისა, მათი ამოცანაა იმ ბიომარკერების შესწავლა, რომელთა კონცეტრაციის ანალიზითაც შესაძლებელი იქნება კიბოს განვითარების რისკის განსაზღვრა. ამ ეტაპზე ექსპერტები ცალსახად ურჩევენ გულით ავადმყოფებს სკრინინგის გავლას სიმსივნურ პათოლოგიაზე.

თინათინ გოცაძე