ონკოლოგია

რომელ მცენარეებში ეძებენ მეცნიერები კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებას

რომელ მცენარეებში ეძებენ მეცნიერები კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებას
ფიტოქიმიური ნივთიერებები კიბოს საპროფილაქტიკოდ და ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ მეტად პოპულარულია, თუმცა, მეცნიერული დასაბუთებები ამ კუთხით სადღეისოდ რამდენადმე შეზღუდულია. კვლევები ინტესიურად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ ბევრ სიახლეს გვამცნობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფიტოქიმიური ნივთიერებები ქიმიურად არაერთგვაროვანი მცენარეული შენაერთებია, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, აღადგენს მცენარეთა დაზიანებულ ქსოვილებს, აფრთხობს ინფექციურ აგენტებს და სხვა. ისინი ხშირად მცენარის ცალკეული ნაწილების სპეციფიკურ შეფერილობას უზრუნველყოფს, გემოსა და არომატს ანიჭებს მათ.

ცნობილია ისიც, რომ ფიტოქიმიური ნივთიერებები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მაგალითად, ბევრ მათგანს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული
მოქმედება გააჩნია.

სადღეისოდ მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს რამდენიმე ფიტოქიმიურ ნაერთს მიაწერენ. ესენია:

• გენისტეინი (სოიადან მიღებული),
• კურკუმინი (კურკუმას ფესურებიდან გამოყოფილი),
• რესვერატროლი (რომელსაც ყურძნის მარცვლების კანი შეიცავს),
• ლიკოპინი (რომელიც უხვადაა პომიდროში).

მცენარეული პროდუქტებით გამდიდრებული დიეტა მეტად აქტუალურია, რადგან ორგანიზმს იცავს ბევრი პათოლოგიის, მათ შორის სიმსივნური დაავადების აღმოცენებისაგან.
ასე რომ, უხვად ჩართეთ საკვებ რაციონში პომიდორი, ნიორი, ხახვი, გარგარი, სტაფილო, სოია, ყურძენი, კენკროვნები და სხვა.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
კურკუმასა და მის შემადგენლობაში შემავალ კურკუმინზე სადღეისოდ ბევრი რამ არის ცნობილი. ეს უკანასკნელი
07-01-2019
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
14-05-2018
ვიცით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა, ყველამ როდი იცის მისი მომზადება ისე, რომ სასარგებლო ნივთიერებები არ დაიშალოს. მაგალითისთვის, ზოგიერთი ბოსტნეული ხარშვისას მასში არსებულ С, В ვიტამინებსა და ფოლიუმის მჟავას კარგავს.
09-08-2017