ონკოლოგია

სოია ძუძუს კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებად დასახელდა

სოია ძუძუს კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებად დასახელდა
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ყოველწლიურად ატარებენ უამრავ კვლევას კიბოს, მათ შორის ძუძუს კიბოს სამკურნალო თუ პროფილაქტიკური საშუალებების ახალი ფორმების საძიებლად. 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში (არიზონას უნივერსიტეტის ონკოლოგიურ ცენტრში, ქალაქი ტუსონი) ჩატარებული მეცნიერული კვლევებით, სოიას პროდუქტებში აღმოჩნდა კომპონენტი იზოფლავონ გენისტენი, რომელიც ძუძუს კიბოს საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებაა. მეტიც, ეს კომპონენტი უშუალოდ ზემოქმედებს BRCA1 გენზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია აღნიშნულ სიმსივნესთან.

დასახელებული გენის ფუნქციობის დარღვევისას იზრდება სიმსივნური პათოლოგიების, მათ შორის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ფაქტობრივად, სიმსივნური
წარმონაქმნის განვითარება მკერდში BRCA1 გენის მუტაციის შედეგია. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ სოიას პროდუქტების მიღება არა თუ საჭირო, აუცილებელია ძუძუს კიბოს საპროფილაქტიკოდ და ასევე სიმსივნის თერაპიის პროცესში.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
მსგავსი სიახლეები
დიდი ხანია მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ სპორტით დატვირთვა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა
13-06-2019
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს
02-06-2019
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
27-05-2019