იაპონელებმა სიმსივნური უჯრედებისათვის "ფილტრი" შექმნეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

იაპონელებმა სიმსივნური უჯრედებისათვის "ფილტრი" შექმნეს

იაპონელებმა სიმსივნური უჯრედებისათვის "ფილტრი" შექმნეს
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის ხელმძღვანელობით, შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ხნსარში ეკზოსომების (ნაწილაკები, რომლებიც რნმ-ისა და დნმ-ის ფრაგმენტებისა და ცილების ნაკრების მატარებელია) განსაზღვრას ახდენს. აღნიშნული ნაწილაკები ორგანიზმში სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს. ეკზოსომა შეიცავს მისთვის დამახასიათებელ ცილებს. ეს დამახასიათებელია სიმსივნური ეკზოსომებისთვისაც.

იაპონელი მეცნიერების მიერ შემუშავებული სამედიცინო მოწყობილობა, აკავებს უჯრედგარე ვეზიკულებს ხსნარიდან. მეცნიერთა აზრით, ეს მოწყობილობა კიბოს დიაგნოსტიკას შარდის ბანალური ანალიზით შეძლებს.
შარდთან ერთად, ჩვეულებრივ, გამოიყოფა ეკზოსომების მცირე რაოდენობა, ამიტომაც მათი განსაზღვრისთვის შეიმუშავეს ზემგრძნობიარე მოწყობილობა თუთიის ოქსიდის ფილტრით, რომელსაც
რამდენიმე ნანომეტრი ზომის ხვრელები აქვს. ანალიზისთვის საკმარისია ბიომასალის ერთი მილილიტრი, მისი ჩატარება კი ნებისმიერ პირს შეეძლება, სამედიცინო განათლების არმქონესაც კი.

იაპონელ მეცნიერთა აღმოჩენა შარდის ბუშტისა და პროსტატის კიბოს კვლევის საფუძველზე მოხდა, მიუხედავად ამისა, მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი "ფილტრი" მომავალში სხვადასხა სახის სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში
წარმატებით დაინერგება.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
საკუთარი ღეროვანი უჯრედებიდან გაზრდილი (შექმნილი) ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) რეგენერაციული
24-07-2019
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
22-07-2019
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელსაც კიბოს გამანადგურებელი
მუცლის ღრუს ორგანოების, ანუ აბდომინური ორგანოების პათოლოგიები აქტუალური პრობლემაა როგორც კაცებში,
უკვე დადგენილია, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ქალებთან სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი რამდენადმე
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიბოთი თანამედროვე ადამიანების წინაპრები ავადობდნენ. ამ დაავადების კვალი აღმოაჩინეს
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად