კვების რეჟიმი, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კვების რეჟიმი, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს

კვების რეჟიმი, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს
კიბოს საწინააღმდეგო დიეტა არ არსებობს, მაგრამ გარკვეული პროდუქტები ბოლომდე იცავს ორგანიზმის სიჯანსაღეს. ბუნებამ ონკოლოგიისგან მეტ-ნაკლებად დაიცვა პლანეტის ცოცხალი სამყაროს მხოლოდ ორი სახეობა. ესაა სპილო და აფრიკაში გავრცელებული მღრღნელების სახეობა.

კაცობრიობა დღემდე ებრძვის ამ დაავადებას. კიბო შეიძლება განუვითარდეს მათაც, ვინც არ ეწეოდა, სვამდა, ფიზიკურად აქტიური იყო და სწორადაც იკვებებოდა. ცხოვრების ჯანსაღი წესი ბოლომდე არ იცავს უჯრედებს ანომალური დაყოფისგან, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის მათი სწორი მუშაობის შანსს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებით, დაბალანსებული რაციონი დაავადების რისკს აქვეითებს.

რაციონში უნდა იყოს:

· ხილი;

· ბოსტნეული;

·
პარკოსნები;

· ბურღულეული (წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია).

მცენარეული პროდუქტები შეიცავს მრავალ ქიმიურ ნაერთს-ვიტამინურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს მუტაციისგან იცავს. ზოგიერთი სახეობის კიბო ჭარბი წონის ფონზე ვითარდება. მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით - საკვები ბოჭკოები აქვეითებს სხეულის მასის ინდექსს და ამ დაავადების რისკს, აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიოტის მდგომარეობას,
ხელს უწყობს დიდი რაოდენობით წყალბადის წარმოქმნას, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს.

რამდენად სასარგებლოა მცენარეული საკვების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კაფსულების ფორმით მიღება?

აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი დანამატის ფორმით ზრდის მწეველებში ფილტვისა და კუჭის კიბოს რისკს. სტაფილო, მანგო, გარგარი და სხვა პროდუქტები, რომლებშიც შედის ეს კომპონენტი, არ ზრდის დაავადების ალბათობას. ამიტომ არაა რეკომენდებული დანამატების თვითნებური მიღება. არსებობს მონაცემები, რომ კოლორექტალური კიბოს რისკს ამცირებს კალციუმი.

ნაკლებად მიირთვით ნახევარფაბრიკატები, ბურგერები, ფასტ-ფუდი, ძეხვი, სოსისი, შაშხი, ნამცხვრები. ისინი ბევრ კალორიას, ცხიმსა და შაქარს შეიცავენ და ნაკლებად უჯრედისსა და ვიტამინებს.

ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, ჰემის რკინას, თუთიას და В12 ვიტამინს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირდაპირი კავშირი კიბოსა და ამ სახეობის ხორცის მოხმარებას შორის არ არის, მაგრამ წვის დროს წარმოიქმნება ნიტროზამინები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, რომლებსაც სიმსივნის პროვოცირება შეუძლია. კიბოს კვლევის საერთაშორისო ფონდი გვირჩევს, რომ კვირაში 350–500 გრ-მდე ხორცი მივირთვათ. ასე მივიღებთ საკვებ ნივთიერებებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

წყურვილი დაიკმაყოფილეთ წყლით. შეიძლება მიიღოთ უშაქრო ჩაი ან ყავა. გაზიანი ტკბილი სასმელები, ხილის წვენები კალორიულია და იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ ზრდას. იზრდება საყლაპავის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს და თირკმლის კიბოს რისკი.

ალკოჰოლი ორგანიზმში იჟანგება, რა დროსაც თავისუფალი რადიკალები გამოთავისუფლდება. ისინი ზრდიან პირის ღრუს, ღვიძლის, საყლაპავის, ხორხის, ხახის და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს. მამაკაცები ქალებთან შედარებით ამ სახეობის კიბოთი 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციებით დაბალანსებული კვება რაციონის ერთადერთი საიმედო ვარიანტია. ის ზრდის ორგანიზმის რესურსებს მაშინაც კი, როდესაც კიბო მას ძალებს ართმევს.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო პერიოდამდე მელანომის განვითარების მთავარ რისკფაქტორად ულტრაიისფერი გამოსხივება განიხილებოდა. მაგრამ, როგორც
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, უფრო მეტია გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ორგანიზმი, მით მეტია კიბოს განვითარების რისკი, მასში დეფექტური უჯრედების
შოკოლადი, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს, შესაბამისად, არ არის
ზოგიერთ ვირუსს შეუძლია სიმსივნის განადგურება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა თერაპიის ახალი მიმართულება
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად