ონკოლოგია

როგორია გიგანტური სიმსივნური უჯრედები

როგორია გიგანტური სიმსივნური უჯრედები
სიმსივნური უჯრედების ნაწილი განსხვავდება დანარჩენებისგან -შეიცავს ქრომოსომათა გაზრდილ რაოდენობას (დიდი რაოდენობით ასლებს) და შესაბამისად, ძალიან დიდი ზომისაა - ეს ე.წ. გიგანტური პოლიპლოიდური სიმსივნური უჯრედებია. ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ამ უჯრედთა ფიზიკური თვისებები - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, რადგან გიგანტური სიმსივნური უჯრედები კიბოს ჩვეულებრივ უჯრედებთან შედარებით გაცილებით მდგრადია ქიმიო და სხივური თერაპიისადმი, გარდა ამისა, დაავადების რეციდივს ძირითადად ისინი განაპირობებს.

ბიოსამედიცინო ინჟინრების მიერ ჩატარდა არაერთი საინტერესო კვლევა სარძევე ჯირკვლის სამმაგად ნეგატიური კიბოს (უკიდურესად აგრესიული და ვერაგი ფორმის სიმსივნე, რომელთანაც ბრძოლა ძალიან რთულია) უჯრედთა შესასწავლად.
აღმოჩნდა, რომ ამ სიმსივნის სხვადასხვა ფორმის დროს პოლიპლოიდური გიგანტური უჯრედები სულ 2-5 % შეადგენს. უჯრედებში თითოეული ქრომოსომის 4, 8, 16 ან უფრო მეტი ასლია ჩვეულებრივი ორის ნაცვლად. საკუთრივ უჯრედები ძალიან დიდი ზომისაა. ქიმიოთერაპიის შემდეგ ამ უჯრედების რაოდენობა 3-10-ჯერ იზრდება (უჯრედების ნაწილი დაიღუპა პრეპარატის მოქმედების გავლენით),
რამაც სპეციალისტებს მისცა იმის განცხადების საშუალება, რომ ეს უჯრედები რეზისტენტულია მედიკამენტების მოქმედებისადმი.

გიგანტურ პოლიპლოიდურ უჯრედებში მანათობელი ელემენტების შეყვანით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დასახელებული ელემენტები უჯრედების შიგნით ბევრად ნელა გადადგილდება, ამგვარად, თავისი სტრუქტურით ეს უჯრედები რამდენადმე მოქნილია. ისინი სხვა სიმსივნურ უჯრედებთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს აქტინსა და ბიოპოლიმერებს, რომლებიც უჯრედთა გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, სიმსივნური უჯრედების გადაადგილებისკვალად, სიმსივნე ვრცელდება - მეტასტაზირებს. გიგანტური უჯრედები ასევე გადაადგილდება და ძალიან საშიშია, მართალია ისინი უფრო ნელა გადადგილდება, მაგრამ უფრო მეტ მანძილზე.

ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა გამოსცადეს პრეპარატი, რომელიც აქტინზე ზემოქმედებს. გაირკვა, რომ ეს პრეპარატი რამდენადმე "რბილს" ხდის გიგანტურ სიმსივნურ უჯრედებს, თუმცა, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტის მოქმედება ტოქსიკური იქნება. მომდევნო ეტაპზე სპეციალისტები გეგმავენ უჯრედების მოლეკულურ დონეზე შესწავლას, რათა მათი განადგურების მექანიზმს უკეთ ჩაწვდნენ.

გიგანტური უჯრედები მეცნიერებმა არა მხოლოდ სარძევე ჯირკვლის კიბოს კულტურების მაგალითზე შეისწავლეს, არამედ საკვერცხისა და პროსტატის კიბოს კულტურებშიც.

თინათინ გოცაძე


რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხახვისებრთა ოჯახის ბოსტნეულის აქტიურმა მოხმარებამ შეიძლება კოლორექტალური კიბოს
14-03-2019
პომიდორი და მისი სოუსი აქვეითებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ანთებისა და სიმსივნის განვითარების რისკს.
08-03-2019
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.
08-03-2019