ბიოსამედიცინო ინჟინრების მიერ ჩატარდა არაერთი საინტერესო კვლევა სარძევე ჯირკვლის სამმაგად ნეგატიური კიბოს (უკიდურესად აგრესიული და ვერაგი ფორმის სიმსივნე, რომელთანაც ბრძოლა ძალიან რთულია) უჯრედთა შესასწავლად.
გიგანტურ პოლიპლოიდურ უჯრედებში მანათობელი ელემენტების შეყვანით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დასახელებული ელემენტები უჯრედების შიგნით ბევრად ნელა გადადგილდება, ამგვარად, თავისი სტრუქტურით ეს უჯრედები რამდენადმე მოქნილია. ისინი სხვა სიმსივნურ უჯრედებთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს აქტინსა და ბიოპოლიმერებს, რომლებიც უჯრედთა გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, სიმსივნური უჯრედების გადაადგილებისკვალად, სიმსივნე ვრცელდება - მეტასტაზირებს. გიგანტური უჯრედები ასევე გადაადგილდება და ძალიან საშიშია, მართალია ისინი უფრო ნელა გადადგილდება, მაგრამ უფრო მეტ მანძილზე.
ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა გამოსცადეს პრეპარატი, რომელიც აქტინზე ზემოქმედებს. გაირკვა, რომ ეს პრეპარატი რამდენადმე "რბილს" ხდის გიგანტურ სიმსივნურ უჯრედებს, თუმცა, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტის მოქმედება ტოქსიკური იქნება. მომდევნო ეტაპზე სპეციალისტები გეგმავენ უჯრედების მოლეკულურ დონეზე შესწავლას, რათა მათი განადგურების მექანიზმს უკეთ ჩაწვდნენ.
გიგანტური უჯრედები მეცნიერებმა არა მხოლოდ სარძევე ჯირკვლის კიბოს კულტურების მაგალითზე შეისწავლეს, არამედ საკვერცხისა და პროსტატის კიბოს კულტურებშიც.
თინათინ გოცაძე