კოის ახალგაზრდა თაობის ონკოქირურგები, რომლებიც პაციენტების დიდი ნდობით და სიყვარულით სარგებლობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოის ახალგაზრდა თაობის ონკოქირურგები, რომლებიც პაციენტების დიდი ნდობით და სიყვარულით სარგებლობენ

მქონე პროფესიონალთა გუნდი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების გამოყენებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე მრავალი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებისა და განკურნებისთვის იბრძვის. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში გამოცდილი ექიმების გვერდით, წარმატებულად მუშაობენ მათი გაზრდილი ახალგაზრდა ექიმების თაობა.

კოი-ში შეკრებილია ქართული მედიცინის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა სახელებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს სცდება. ისინი მთელ თავის გამოცდილებას, ცოდნას უზიარებენ ახალგაზრდა სპეციალსტებს, რომლებიც თავის მხრივ, მიზანსწრაფულობით, ცოდნის დაუფლების უნარით, შედეგზე არიან ორიენტირებულები. კლინიკის პოლიპროფილური გუნდი, ჯგუფურად მუშაობს თითოეულ პაციენტთან, ინდივიდუალური მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის საწინდარს წარმოადგენს.

ახალგაზრდა ონკოლოგები ჩართულები არიან ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის უწყვეტი განათლების პროგრამებში. გარდა კლინიკური მოღვაწეობისა, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა სპეციალისტები ეწევიან აქტიურ კვლევით და სამეცნიერო მუშაობას, მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. კვალიფიციური უნარების, ცოდნის გაფართოებისა და სრულყოფის ამგვარი მრავალმხრივი მიდგომით, ახალგაზრდა ონკოლოგები წარმატებით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დაავადებებს და ურთულეს სიტუაციებში სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდულ გუნდს გამოარჩევს:

• კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური მოღვაწეობა;

• მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლება;

• პრაქტიკული მოღვაწობა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში;

• კვალიფიკაციის მაღალი დონე.

• პაციენტების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება.

mkurnali.ge

მარია სიმონოვა

სპეციალიზაცია- მამოლოგი, ონკოქირურგი.

სამუშაო გამოცდილება: 7 წელი.

განათლება და გამოცდილება: დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიული აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი, ამავე აკადემიის ინტერნატურისა და კლინიკური ორდინატურის კურსი სპეციალობით "ქირურგია",

ქ. სანქტ-პეტერბურგის, ნ.ნ. პეტროვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ონკოლოგიის ინსტიტუტის ინტერნატურა, სპეციალობით "ონკოლოგია".

მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის №2, №16 ბავშვთა საავადმყოფოებში, სანქტ-პეტერბურგის კლინიკურ ონკოლოგიურ დისპანსერში, კლინიკურ ორდინატორად. სანქტ-პეტერბურგის ნ.ნ. პეტროვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ონკოლოგიის ინსტიტუტში, კლინიკურ ორდინატორად. სანქტ-პეტერბურგის კლინიკურ ონკოლოგიურ დისპანსერში, ექიმ-ონკოლოგი – მამოლოგი.

აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებში.

mkurnali.ge

აბო გაჩეჩილაძე

სპეციალიზაცია- ონკოლოგი, ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი.

სამუშაო გამოცდილება- 8 წელი;

განათლება და გამოცდილება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. გაიარა სარეზიდენტო პროგრამის სრული კურსი. მომდევნო წლებში ონკოლოგიის დარგში მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სერთიფიკატები: ონკოლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში,ონკოქირურგიაში,ზოგად ქირურგიაში.

მუშაობდა: ა.ღვამიჩავას სახელობის "ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში", საზოგადოებრივ კავშირ "მედიკი"-ის სამედიცინო სამსახურში, ექიმ-ონკოლოგის თანამდებობაზე. შპს საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში.

სტაჟირება გაიარა ქალაქ კიევში ,,კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში" და დაეუფლა თავისა და კისრის სიმსივნეების მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს პრაქტიკულ უნარჩვევებს.მრავალი წელია აქტიურ მოღვაწეობას ეწევა პროფესორ ვლადიმერ კუჭავას ხელმძღვანელობით თორაკოლურ ქირურგიაში.

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაში.

mkurnali.ge

გიორგი მეტივიშვილი

სპეციალიზაცია- ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ლაპარასკოპისტი.

სამუშაო გამოცდილება- 14 წელი.

განათლება და გამოცდილება- 2002 წ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. სამედიცინო დასრულების შემდეგ გაიარა ექიმთა დიპლომისშემდგომი დახელოვნების ინსტიტუტი, რეზიდენტურის სრული კურსი, სპეციალიზაცია – ონკოლოგია.

გავლილი აქვს : DAAD სააფხულო სკოლა, ინფექციური სნეულებები ბორსტელი, გერმანია;

საერთაშორისო პალიატიური მედიცინის (AAHPM) ფელოუშიპი, ა.შ.შ, ქალაქი სან- დიეგო, პალიატიური მედიცინის ინსტიტუტი, 2011–2012 წ;

ფელოუშიპი ისრაელი, ჰაიფა, რამბამის სამედიცინო ცენტრი, 2011წ;

ჰოსპიტალური მენეჯმენტის ტრენინგ პროგრამა თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი;

ტრენინგი ნეიროონკოლოგიაში, ავსტრია, ზალცბურგი;

ფელოუშიპი ონკოუროლოგია, გერმანია. ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკა (MHH);

ლაპარასკოპიული ქირურგიის სრული კურსი, კარლ შტორცის სასწავლო ცენტრი, თბილისი;

მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური დეპარტამენტში.

ამჟამად პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში, ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგიის პოზიციაზე.

გიორგი მეტივიშვილი არის ევროპის მედიკალ ონკოლოგთა ასოციაციის (EშMO) და ამერიკის ჰოსპისის და პალიატიური მედიცინის ასოციაციის (AAHPM) – წევრი.

იგი 15 სამეცნიერო სტატიისა და 1 მონოგრაფიის ავტორია.

mkurnali.ge

ლიკა მამინაშვილი

სპეციალობა: ექიმი მამოლოგი, ზოგადი ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი

სამუშაო გამოცდილება- 12 წელი

განათლება და გამოცდილება:

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო პედიატრიის ინსტიტუტი; აღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში. გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსი თურქეთის ქალაქ ანკარას " ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში". მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მამოლოგიის განყოფილებაში, მრავალპროფილურ ონკოლოგიურ კლინიკა შ.პ.ს. "ქირონში", ეროვნული სკრინინგ ცენტრში.

მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ესწრებოდა ონკოლოგთა საერთაშორისო კონგრესებს. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

კოი-ს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში, საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალები, სახელოვან, გამოცდილ ექიმებთან ერთად, პაციენტებს მაღალკვლიფიციურ, მულტიპროფილურ სამედიცინო დახმარებას უწევენ.