გურამ მენთეშაშვილი - პაციენტი უნდა გრძნობდეს ექიმის ზრუნვას, ყურადღებასა და თანაგრძნობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

გურამ მენთეშაშვილი - პაციენტი უნდა გრძნობდეს ექიმის ზრუნვას, ყურადღებასა და თანაგრძნობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ

გურამ მენთეშაშვილი - პაციენტი უნდა გრძნობდეს ექიმის ზრუნვას, ყურადღებასა და თანაგრძნობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი გურამ მენთეშაშვილი სიმსივნურ დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის შესაძლებლობებზე გვესაუბრება.

ბატონო გურამ, ბოლოდროინდელი მონაცემებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნაწლავის სიმსივნური დაავადების რიცხობრივი მაჩვენებელი. რა არის მიზეზი?

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ნაწლავის სიმსივნის რიცხობრივი მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია შეინიშნება.  მამაკაცებში ფაქტობრივად მესამე ადგილზე გადმოინაცვლა ფილტვისა და პროსტატის კიბოს შემდეგ,  ქალებშიც სიხშირით მესამეა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ.

ნაწლავის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია არაჯანსაღი კვება: „ფასტ ფუდი“, კონსერვანტებით გაჯერებული საკვები, დამუშავებული, ე.წ. „წითელი ხორცის“
პროდუქტები,  შებოლილი პროდუქტები, რომლებიც კანცეროგენების შემცველია.

კიბოზე გამარჯვების საწინდარი მისი ადრეული დიაგნოსტიკაა. რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება და არ გადადოს ექიმთან ვიზიტი?

პრობლემა ადრეულ დიაგნოსტიკაში მდგომარეობს. პაციენტების დაახლოებით 75% დაავადების მესამე-მეოთხე სტადიაში მოგვმართავს. ამ სტადიამდე დაავადებას ინიცირებისა და განვითარებისათვის  2-3 წელი მაინც სჭირდება. ონკოლოგია
კი გადაუდებელ ღონისძიებებს მოითხოვს, რადგანაც დაგვიანების საფასური შეიძლება სიცოცხლე აღმოჩნდეს.

ხშირად დაგვიანებული მომართვიანობის მიზეზი   საკუთარი თავის მოვლის კულტურის დეფიციტიცაა.

რატომღაც ბევრსთვის კიბო ტკივილთან ასოცირდება. ამ დროს ტკივილი, მესამე-მეოთხე სტადიის კიბოს დამახასიათებელი ნიშანია.

ადრეულ სტადიაში პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიდის ყველა დაავადება. სიმსივნური პროცესის განვითარებასთან ერთად მატულობს სიმპტომარტიკის სიმძაფრე და რაოადენობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული ნიშნები: მუცლის არეში გახშირებული ყურყური, ხშირი დეფეკაცია, მუცლის შებერვა, ბოყინი, ზოგადი სისუსტე, მადის დაქვეითება, გულის რევა, წონაში უმიზეზო კლება, სისხლიანი განავალი- ეს სიმპტომები მიანიშნებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებზე და მიუთითებს გამოკვლევის საჭიროებაზე, რომელიც აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს.

არსებობს სკრინინგ პროგრამაც.  მალე ჩვენთან გენეტიკური კვლევა დაიწყება განსაკუთრებით იმ პაციენტების, რომელთაც გენეტიკური მიდრეკილება აღენიშნებათ. იმდენად რამდენადაც, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები დიდ პროცენტში გენეტიკურად პირობადებულია.

კიბოს დროული გამოვლინებას სიფხიზლე სჭირდება, როგორც პაციენტების, ისე ექიმების მხრიდან. მაგალითისთვის, ანემიის შემთხვევაში, საჭიროა ონკოლოგიური დაავადების გამორიცხვა, რადგანაც, როგორც წესი, მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ფლანგის სიმსივნეები  ტოქსიკურ-ანემიური სინდრომით მიმდინარეობს.
მსხვილი ნაწლავის კიბო, სხვა სიმსივნეებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულია,  გვიან მეტასტაზირებს და დროულად აღმოჩენის პირობებში, მორჩენის შანსი 100%-მდე ადის.

ბევრი ჩვენი თანამემამულე მიემგზავრება საზღვარგარეთ დიაგნოზის დასადგენად. რამდენადაა შესაძლებელი სრული კვლევის ჩატარება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში?

დიაგნოზის დასმისა და ვერიფიკაციისთვის ყველა ტექნიკური საშუალება გვაქვს, გარდა ისეთ მაღალტექნოლოგიური კვლევისა, როგორიცაა პეტ-ტომოგრაფია. სამედიცინო კუთხით დიდი თანხა გაედინება უცხოეთში, რაც ძალიან დასანანია. ის გამოკვლევა, რომელიც ჩვენთან  100-120 ლარად კეთდება, მეზობელ თურქეთში 3000-4000 ლარი ჯდება. აქედან ჩატანილ უახლესი, უზუსტესი აპარატურით ჩატარებული კვლევის შედეგსაც კი უნდობლობას უცხადებენ და ყველა კვლევას ხელმეორედ ატარებენ.
ჩვენი საქმიანობა და გამოჯანმრთელებული პაციენტები ყველაზე ეფექტური რეკლამაა, ამიტომაც  ჩამოდიან აქ გამოკვლევებსა და მკურნალობაზე მეზობელი ქვეყნებიდან- რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან.

თქვენს კლინიკაში ყველა პირობაა იმისათვის, რომ პაციენტი საზღვარგარეთ, ახლობლებისგან შორს, არ წავიდეს სამკურნლაოდ?

პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა  გვიბიძგებს ჩვენ საქმიანობის კიდევ მეტად დახელოვნებისა და სრულყოფისაკენ.  შემთხვევათა 55-60%-ზე მეტი კომბინირებული ოპერაციებია, რადგანაც  გავრცელებული სიმსივნის გამო ორი და მეტი ორგანოს რეზექციის ჩატარება გვიხდება.

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს, ღვიძლში მეტასტაზები არ არის განაჩენი . მეოთხე სტადიის კიბოს დროსაც კი, პაციენტების 35% მორჩენა შესაძლებელია კომბინირებული დიდი ჩარევის და ქიმიოთერაპიის საშუალებით. ბოლომდე ვიბრძვით პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად  და მაქსიმალურს ვაკეთებთ მათთვის სრულფასოვანი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.  დიაგნოზის დროულად დასმითა და სწორად ჩატარებული მკურნალობით  კიბოს მორჩენა შესაძლებელია.

რაც შეეხება კუჭის სიმსივნეს გავრცელებას, მართალია შედარებით იკლო, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ განსხვავებით მსხვილი ნაწლავის კიბოსგან, კუჭის მეოთხე სტადიის სიმსივნის განკურნება შეუძლებელია. აქ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკას. 40 წლის ასაკის შემდეგ, ადამიანმა წელიწადში 1-ჯერ უნდა ჩაიტაროს გასტროსკოპია ან კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტული ნივთიერებით. იაპონიაში, სადაც ყველაზე მაღალი იყო კუჭის კიბოს სიხშირე,  60-70 იან წლებში სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავეს და  ამ პრობლემის გადასაჭრელად,  მეტროს შესასვლელებშიც კი გააკეთეს გასტროსკოპიის კაბინეტები (სწორედ მაშინ გამოიგონეს  დრეკადი ფიბროსკოპები),  რათა ყველას შეძლებოდა ოპერატიულად გამოკვლევის ჩატარება.  თუ ჩვენთან 75% მოგვმართავს მესამე-მეოთხე სტადიაზე, იქ დაავადების პირველ სტადიაზე გამოვლინების მაჩვენებელი 85%. ამ სტადიაზე კი კუჭის კიბო განკურნებადია.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში კომბინირებული ოპერაციები კეთდება კუჭზე, საყლაპავზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე, პანკრეასზე, რბილქსოვილოვან სიმსივნეებზე, მსხვილ ნაწლავსა და რეტროპერიტონეალური ანუ მუცლის უკანა ფარის არაორგანულ სიმსივნეებზე. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაზრდილი იყოს ორგანოში, იწვევდეს ნაწლავის ან სხვა რომელიმე ორგანოს კომპრესიას.

გარდა ონკოლოგიისა, ჩვენ კლინკაში შესაძლებელია  მუცლის ღრუს ორგანოების სხვადასხვა პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა.

უმნიშვნელოვანესია პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა. ადამიანი, რომლის სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დგას,  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა სკითხის გარკვევას მკურნალი ექიმისგან ელოდება.

40 წელია ონკოლოგიაში ვმუშაობ და ვალდებულად ვთვლი თავს პაციენტს და მის ახლობლებს დეტალურად, გასაგებად ავუხსნა დაავადებასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო ყველა საკითხი.  ამაზე ვუმახვილებ ყურადღებას ახალგაზრდა კოლეგებსაც.
პაციენტი უნდა გრძნობდეს ექიმის ზრუნვას, ყურადღებასა და თანაგრძნობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივაღწევთ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-12-2018
ია
თქვენ მართლაც შეუდარებელი ექიმი ბრძანდებით ბატონო გურამ. მადლობა ყველაფრისთვის
რეკომენდებული პროდუქტები
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
ამერიკის კიბოს შემსწავლელი ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მეცნიერ გოდუნ ჩჟანის მიერ ჩატარებული საინტერესო
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე შექმნა ახალი პრეპარატი, რომელიც გლიობლასტომის - თავის
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
ჭარბი წონა სიცოცხლისათვის საშიშია. 20-50 წლის ასაკში ჭარბი წონით ცხოვრების თითოეული წელი აქვეითებს მკერდის
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად