ლადო კუჭავა: "საქართველოდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების 99%–ის მკურნალობა ისეთივე წარმატებით შეიძლება ჩვენთანაც“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლადო კუჭავა: "საქართველოდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების 99%–ის მკურნალობა ისეთივე წარმატებით შეიძლება ჩვენთანაც“

პროფესორი ლადო კუჭავა ონკოლოგიურ დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება:

-    ბატონო ლადო, სამწუხაროდ, საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების რიცხობრივმა მაჩვენებელმა  მკვეთრად მოიმატა,  რა არის ამის მიზეზი?

- საქართველო მსოფლიოს ნაწილია და როგორც ყველგან, აქაც, მოიმატა ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობამ. მიზეზი რამდენიმეა, რომელთაგან უპირველესია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური გარემოს კატასტროფული დაბინძურება,  განსაკუთრებით თბილისში. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი დედაქალაქშია კონცენტრირებული. აბსოლუტურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები,  უხარისხო საწვავი, გამონაბოლქვი, ღია ცის ქვეშ  ყოველგვარი დაცვის გარეშე მიმდინარე მშენებლობები ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს.  როდესაც მეკითხებიან, საქართველოში არის თუ არა ონკოგენეზის შემსწავლელი  ლაბორატორიები (სადაც ისწავლება კიბოს განვითარება), ჩემი პასუხია, რომ საქართველოში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაბორატორია – თბილისი.

- მავნე ჩვევები?

- სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების თვალსაზრისით საყურადღებოა თამბაქოს მოხმარება. საჭმლის მომნელებელ სისტემის, განსაკუთრებით საყლაპავისა და კუჭის დაავადებათა მასტიმულირებელია  მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღება.

როდესაც ვსაუბრობთ მავნე ჩვევებზე, რომლებიც ცალკეულ ინდივიდში იწვევს კიბოს განვითარების რისკის მატებას, ჯერ უნდა გავითვალისწინოთ ის ეკოლოგიური გარემო, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

- სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო  ონკოლოგიური პაციენტების გარკვეული ნაწილი  მიემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ეს კი  დიდ ეკონომიკურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახები ხშირად საცხოვრებლისა და სარჩო-საბადებლის გარეშე რჩებიან. საქართველოში კი არის საუკეთესო კლინიკები, გვყავს მღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ძალიან წარმატებულად ახორციელებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობებს.

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული მოსახლეობის  99% –ის მკურნალობა იმავე წარმატებით შეიძლება ჩვენთანაც.   ეს გადინება აბსოლუტურად უკონტროლოა და ამის მიზეზი ჩვენს  მედიცინაზე და მედპერსონალზე  არასწორი წარმოდგენაა. ეს აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო პროცესი მავანთათვის გადაიქცა კერძო ბიზნესად. სარგებლობენ  რა  ამ საკითხში მოსახლოების  არაინფორმირებულობითა და გაუთვითცნობიერებულობით, აკეთებენ ფულს. ეს არის გაუმართლებელი და ამორალური საქციელი, მაშინ როდესაც საქართველოშიც შეიძლება იმავე წარმატებით მკურნალობა, როგორც თურქეთში   ან სხვაგან, გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად. ძალიან ბევრი ავადმყოფი ჩამოსულა საზღვარგარეთიდან (განსაკუთრებით თურქეთიდან), რომელთა მკურნალობის შედეგის გამოსწორება გამხდარა საჭირო.

არის პრეცედენტები,  ფულის გამო  მკურნალობის გადაჭარბებული მეთოდის გამოყენებისა. ყველა მეთოდს  თავისი ჩვენება აქვს. თუ ამას გადავახტებით და ოპერაციას გავუკეთებთ იმ ავადმყოფს, რომელიც არ არის საოპერაციო, ამორალურ, ბინძურ, საწამლავ ფულს მივიღებთ და ავადმყოფი დაიღუპება.

-  დიაგნოსტიკური შეცდომები რამდენად ხშირია?

მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, მაღალი ტექნოლოგიები ფართოდაა შემოსული სამედიცინო აზროვნებაში. დიაგნოსტიკური მეთოდოლოგია იმდენად დახვეწილია  ყველგან, რომ  შეცდომები  მინიმუმამდეა დაყვანილი. როდესაც კლინიკა აღჭურვილია ყველა სადიაგნოსტიკო საშუალებებით, მისთვის გაცილებით კომფორტულია პაციენტის მიღება.  პაციენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთ კლინკაში სრული კვლევის ჩატარება.

-  საქართველოში თქვენს  სახელს უკავშირდება მრავალი ურთულესი ოპერაციის შესრულება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

საქართველოში გულმკერდის, თავ-კისრის ქირურგიაში, რომელსაც მე ვემსახურები, ძალიან ბევრი კარგი, თვალსაჩინო სპეციალისტია. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის თორაკალური ქირურგიის დღევანდელი მოთხოვნა.   ჩვენთან ტარდება იშვიათი ოპერაციები, რომელთა მსგავსს  სხვაგან ნაკლებად აკეთებენ –  ვგულისხმობ ე.წ. „გადამრჩენელ“ ქირურგიას, როდესაც სიმსივნე გავრცელებულია, ქსოვილები დაწყლულებულია და  ოპერაციის გაკეთება დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან.

„გადამრჩენელი“ ქირურგია შემოვიდა მეორე მსოფლიო ომის დროს და გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ნებისმიერ ფასად.   ონკოლოგიაში „გადამრჩენელი“ ქირურგია მოითხოვს ძალიან დიდი, დამაინვალიდებელი ოპერაციის გაკეთებას. ეს ჩვენი თემატიკაა და  ევროპაშიც მიგვიწვიეს ამ საკითხის გასაშუქებლად. მაგალითისთვის, როდესაც ნამკურნალევი, ნაოპერაციევი   კიბო იძლევა რეციდივს, რომელიც ჩაზრდილია გულმკერდის კედელში და ფილტვში ან სხვა ორგანოში, მაგრამ არ არის შორეული მეტასტაზები  და ადამიანი იღუპება დაავადების ადგილობრივი გამოვლინებით. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს რთული კომბინირებული ოპერაციის გაკეთება -მაგ: ფილტვის ტრაქეის მკერდის ძვლის ნეკნების რეზექცია.

ჩვენთან გაკეთებულა გულმკერდის კედლის ფართო რეზექცია  ფილტვის რეზექციასთან ერთად;  ერთდროული ერთეტაპიანი ოპერაცია ორივე ფილტვზე სტერნოტომიული მიდგომით (მკერდის ძვლის კვეთა), შუასაყრის სიმსივნის ამოკვეთა, ფილტვის პერიკარდის და მსხვილი სისხლძარღვების რეზექციით, ტრაქეისა და მისი ბიფურკაციის რეზექცია.

- რამდენადაა შესაძლებელი თქვენს კლინიკაში ქირურგიული მკურნლობის შემდგომი თერაპია?

- სრული სპექტრითაა შესაძლებელი ყველა იმ სერვისის მიღება, რაც ესაჭიროება ონკოლოგიურ პაციენტს.

- როგორ და რამდენადაა შესაძლებელია რეაბილიტაცია?

ონკოლოგიური პაციენტების რეაბილიტაცია, რომელთაც ქირურგიული მკურნალობა უტარდება,  ურთულესი საკითხია. დიდი და მაშტაბური ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი 1-1,5 წელიწადი გრძელდება და  ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი   ჩვენი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ამბულატორიულად.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პირველი ამოცანა არის გადავარჩინოთ ადამიანი კიბოსა და მისი გართულებებისაგან, ანუ შევინარჩუნოთ სიცოცხლე.

-   რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას?

რეალურად მთელი მსოფლიო, 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს კანცეროგენულ გარემოში. დედამიწა ეკოლოგიური კომფორტის უნარს კარგავს. კიბოსგან თავს ვერ დავიცავთ. ეს დაავადება შემოვიდა, გაბატონდა, გაახალგაზრდავდა და გამრავლდა. ერთადერთი,  რაც შეიძლება დღეს ადამიანებს ვურჩიოთ, ეს არის დროული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.

სკრინინგი და სრულყოფილი მკურნალობის ჩატარება,  დაავადების საწყის სტადიაში  მნიშვნელოვნად ზრდის  ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას.

-   რას სთავაზობს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი პაციენტებს?

კლინიკაში კეთდება ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია დღე ს ონკოლოგიაში. ჩვენი კლინიკისთვის ქირურგიულ ონკოლოგიაში არ არსეობობს ბარიერი, გარდა ნეიროქირურგიისა. ურთულესი ოპერაციები ტარდება ფილტვებზე, საყლაპავზე, პანკრეატო-დუოდენალურ ზონაზე, ღვიძლზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე;  მამოლოგია, გინეკოლოგია, რბილი ქსოვილების ქირურგია ჩვენი პროფესიონალი გუნდისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.