რით იკვებება კიბო და როგორ უნდა იკვებოთ ქიმიოთერაპიის შემდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

რით იკვებება კიბო და როგორ უნდა იკვებოთ ქიმიოთერაპიის შემდეგ

რით იკვებება კიბო და როგორ უნდა იკვებოთ ქიმიოთერაპიის შემდეგ
როდესაც ორგანიზმი ქიმიოთერაპიისა და რადიაციული დასხივების შედეგად ტოქსინებით იტვირთება, იმუნური სისტემა სუსტდება ან ნადგურდება და ორგანიზმი ადვილად შესაღწევი ხდება სხვადასხვა ტიპის ინფექციისთვის.

დიეტა და სწორი კვება დამატებითი ფაქტორებია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ქიმიოთერაპიას შეუძლია კიბოს მზარდი უჯრედების განადგურება, მაგრამ ის ძვლის ტვინში სწრაფად მზარდ ჯანსაღ უჯრედებსაც ანადგურებს, არღვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას და შესაძლოა დააზიანოს ისეთი ორგანოები, როგორებიცაა, მაგალითად, გული და ღვიძლი.

კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა მისი უჯრედების „შიმშილით მოკვლა“. როგორც ყველა უჯრედს, კიბოს უჯრედებსაც სჭირდებათ საკვები. რით იკვებებიან კიბოს
უჯრედები:

1. კიბოს მთავარი საკვები შაქარია. „გადავუჭრათ შაქარი“ - ნიშნავს შევუწყვიტოთ კიბოს უჯრედებს მთავარი საზრდოს მიწოდება.

შენიშვნა: ორგანიზმისთვის შაქრის შემცვლელებიც მავნეა. საუკეთესო შემცვლელია თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. რაც შეეხება სუფრის მარილს, მას აქვს ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც უმჯობესია ზღვის მარილით ჩავანაცვლოთ.

2. რძე იწვევს
ორგანიზმში ლორწოს წარმოშობას, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლორწო კვებავს კიბოს. რძისა და მისი შემცვლელების მიღებას თუ შევზღუდავთ, კიბოს უჯრედებს „მოშივდებათ“.

3. კიბოს უჯრედები ყვავიან მჟავა გარემოში, ამიტომ საქონლისა და ღორის ხორცის ჭამა არამც და არამც არ შეიძლება. სასურველია მიირთვათ თევზი და ცოტაოდენი ქათმის ხორცი.

4. დიეტა, რომელიც 80%-ით ბოსტნეულისა და მისი წვენებისგან, აგრეთვე, ბურღულეულისა და ცოტა ხილისგან შედგება, ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნის. დანარჩენი 20% შეიძლება იყოს მოხარშული საკვები, მათ შორის - ლობიო, რომელიც ადვილად შეიწოვება და 15 წუთის განმავლობაში ასაზრდოებს და აძლიერებს ჯანსაღი უჯრედების ზრდას.

5. ერიდეთ ყავას, ჩაის და შოკოლადს - ყველაფერს, რაც მდიდარია კოფეინით. საუკეთესო ალტერნატივაა მწვანე ჩაი, რომელსაც შესწევს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. წყალი, სასურველია, სვათ გამოხდილი ან გაფილტრული, რათა თავიდან აიცილოთ მასში არსებული ტოქსინებისა და მძიმე ლითონების ორგანიზმში მოხვედრა. ზოგიერთი საკვები დანამატი, მათ შორის - ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და მინერალები, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს საშუალებას აძლევს, წარმოქმნას ქილერები - უჯრედები, რომლებიც ანადგურებს კიბოს. კიბოს უჯრედები ვერ ხარობენ ჟანგბადიან გარემოში, ამიტომ საჭიროა ყოველდღიური ღრმა სუთქვა, რათა მიიღოთ მეტი ჟანგბადი უჯრედების დონეზე. ჟანგბადის თერაპია კიდევ ერთი საშუალებაა კიბოსგან განსაკურნებლად. ეს მოსაზრებები ეკუთვნის ქიმიოთერაპიის ავტორს, ჯონ ჰოპკინსს, რომელმაც წლების შემდეგ კიბოს დამარცხების ახალი გზის გასაჯაროება გადაწყვიტა.


კვების რეჟიმი ქიმიოთერაპიის დროს


ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ქიმიოთერაპიის დროს მსუყედ უნდა იკვებოს. პირიქით, სასურველია ზომიერი, ხშირი და მცირე ულუფებით კვება, მჟავე, ცხარე საკვების შეზღუდვა, განსაკუთ­რ­ებით - პირველი ათი დღის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, ანუ დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ქიმიოთერაპიის თანმხლები ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად, გულისრევა და ღებინება, თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ჰიდრატაცია წამლის მოქმედებას შეასუსტებს - „გამორეცხავს“ ორგანიზმიდან მედიკამენტის მოქმედ ნივთიერებას. ასე არ არის. პირიქით, ჰიდრატაცია მაქსიმალურად ხსნის გვერდით მოვლენებს. ქიმიოთერაპიის დროს მოსალოდნელია უმადობა ან მადის მომატება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

უმადობისას:

  • იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად;
  • მიირთვით დღეში 5-6 მცირე ულუფა 3 დიდი ულუფის ნაცვლად;
  • ხშირად მიიღეთ წვენი და წვნიანი, თუ მყარი საკვები არ გინდათ;
  • ჭამამდე, მადის გასაღვიძებლად, ჰაერზე გაისეირნეთ;

მადის მომატების შემთხვევაში:

  • მიირთვით უცხიმო საკვები;
  • მიირთვით ბევრი ახალი ხილი;
  • ერიდეთ შაქრის შემცვ­ელ საკვებსა და ტკბილ სასმელს.

გულისრევის შეგრძნების დამარცხებაში დაგეხმარებათ ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური მედიკამენტი. სითხე - წყალი ან ჩაი (უმჯობესია, მწვანე) სვით ყლუპ-ყლუპად და არა ერთბაშად. ზოგჯერ ქიმიოთერაპია პირში მეტალის გემოს ტოვებს, ამიტომ მინის ან პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს.
(სიმსივნის ვირუსულ-გენეტიკური თეორია) კანცეროგენეზის მექანიზმთა კვლევა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
ფილტვის კიბოს ადრეული სიმპტომებიდან საყურადღებოა მაჯებისა და კოჭების მდგომარეობათა
ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ,
მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი
შარდის ბუშტის კიბოს დროს გადაგვარებული უჯრედები იზრდება და მრავლდება ბუშტის კედლის შიგნითა ზედაპირზე,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად