ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური პაციენტებისთვის არარეკომენდებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკბილეული და პურ-ფუნთუშეული ონკოლოგიური პაციენტებისთვის არარეკომენდებულია

შესაბამისად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის - აცხადებენ სპეციალისტები. თავისთავად აღნიშნული პროდუქტები მავნებელი არ არის, თუმცა, მავნებელია მათში შემავალი პალმის ზეთი, რომელსაც მწარმოებლები ხშირად იყენებენ დასახელებული პროდუქტების მომზადების პროცესში.

როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, აღნიშნული ცხიმი ააქტივებს ცილა CD36–ს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბარსელონას ინსტიტუტის მკვლევარებმა ამ ცილის მაღალი შემცველობა გამოავლინეს კანის, საკვერცხეების, ფილტვების, მკერდისა და შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზმში. მცენარეული ცხიმები, საზოგადოდ, ასტიმულირებს ცილა CD36 –ს გამომუშავებას, რასაც ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოწმობს. ცხოველებს, რომლებსაც ინტენსიურად კვებავდნენ პალმის ზეთით, სწრაფად უვითარდებოდათ ონკოლოგიური პათოლოგიები.

მკვლევართა განცხადებით, თუ ორგანიზმში დავბლოკავთ CD36 ცილას, სიმსივნური პათოლოგიის გავრცელება (მეტასტაზირება) 20 %-ით შემცირდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნასაც კი ჩაუყაროს საფუძველი.

თინათინ გოცაძე