როგორც ექსპერიმენტებით გაირკვა, აღნიშნული ცხიმი ააქტივებს ცილა CD36–ს, რომელიც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბარსელონას ინსტიტუტის მკვლევარებმა ამ ცილის მაღალი შემცველობა გამოავლინეს კანის, საკვერცხეების, ფილტვების, მკერდისა და შარდის ბუშტის კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზმში. მცენარეული ცხიმები, საზოგადოდ, ასტიმულირებს ცილა CD36 –ს გამომუშავებას, რასაც ვირთაგვებზე ჩატარებული
მკვლევართა განცხადებით, თუ ორგანიზმში დავბლოკავთ CD36 ცილას, სიმსივნური პათოლოგიის გავრცელება (მეტასტაზირება) 20 %-ით შემცირდება. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნასაც კი ჩაუყაროს საფუძველი.
თინათინ გოცაძე