ცნობილი მამის ცნობილი შვილი - დინა ნემსაძე: მამაზე, ოჯახზე, პროფესიასა და პაციენტებზე... - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ცნობილი მამის ცნობილი შვილი - დინა ნემსაძე: მამაზე, ოჯახზე, პროფესიასა და პაციენტებზე...

ცნობილი მამის ცნობილი შვილი - დინა ნემსაძე: მამაზე, ოჯახზე, პროფესიასა და პაციენტებზე...
ექიმი, რომელსაც ყველა პაციენტი უყვარს - სწორედ ასეთია ცნობილი მამოლოგი, ონკოქირურგი დინა ნემსაძე,
რომელიც კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის ქალიშვილია და მის საქმიანობას აგრძელებს. "თუ ადამიანი არ გიყვარს, ექიმი ვერ გახდები" - ჩვენთან საუბარში აღნიშნავს დინა ნემსაძე. მიუხედავად იმისა, რომ დინა საკმაოდ ახალგაზრდაა, მას უკვე დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს და მის კაბინეტთანაც ხშირად ხალხმრავლობაა. პროფესიონალიზმთან და მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად სწორედ მისი თითოეული პაციენტისადმი დამოკიდებულება განაპირობებს ამ ხალხმრავლობას.

დინა ნემსაძე ამჟამად კლინიკური ონკოლოგიის ცენტრში საქმიანობს. "კოი" ეს არის ცენტრი, რომელიც
პაციენტებს ყველა სახის ონკოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. გარდა იმისა, რომ დინა მაღალკვალიფიციური მამოლოგია და აქტიურად  ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, ის 4 შვილის დედაა და ასევე წარმატებით უძღვება ოჯახურ საქმიანობასაც.

როგორც დინა ნემსაძე ამბობს, მამას არასდროს დაუძალებია მის საქმეს გაჰყოლოდა და არც ხელი შეუშლია.

"მამის კვალს გავყევი იმიტომ,
რომ ამას ვხედავდი მთელი ცხოვრება და მომწონდა. მამა ზოგადი ქირურგია, უბრალოდ მამოლოგიის მიმართულებით უფრო მეტადაა დაინტერესებული და დაკავებული. მეც ბავშვობაში ზოგადი ქირურგიით უფრო ვიხიბლებოდი და მომწონდა. სულ პატარა რომ ვიყავი, ანატომიის ატლასებს ვათვალიერებდი. ჩემი მედიცინით დაინტერესება არ ყოფილა ძალდატანებით, ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო. უარზე არავინ ყოფილა და ოჯახის წევრებსაც მოეწონათ ეს გადაწყვეტილება. მამოლოგიის კუთხით კი იმიტომ წავედი, რომ ეს მეტად სპეციფიკური საქმიანობაა და თან ამ პრობლემის მქონე ქალებს ხშირად ქალი ექიმების მიმართ მეტი ნდობა და რწმენა აქვთ.
მამის დაძალება ნამდვილად არ ყოფილა. მას არასდროს უთქვამს, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. საინტერესოა ისიც, რომ ჩემმა შვილმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მე ვთხოვ, გადაიფიქროს."

mkurnali.geგადაწყვეტილების მიღების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი განათლება და შემდეგ კარიერა?
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში. თუ ჩემი შვილიც საბოლოოდ მედიცინის მიმართულებას აირჩევს, მასაც ვურჩევ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ისწავლოს.

რეზიდენტურა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში გავიარე. იქ მაღალკვალიფიციური ადამიანების ხელში ვიყავი, რამაც ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი კოტე მადიჩი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემს პირად განვითარებაში ყველაზე ნაკლები წვლილი სწორედ საკუთარ მამას აქვს შეტანილი. ასეთია მისი პოლიტიკა შვილებთან მიმართებაში - რასაც თავად მიაღწია დამოუკიდებლად, უნდა, რომ იგივე გზა გავიაროთ ჩვენც.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ონკოცენტრი დაიშალა. მე ვიყავი ბოლო თაობის წარმომადგენელი, რომელიც იქ აღიზარდა. საქართველოსთვის ეს უდიდესი სკოლა იყო. მისი დაშლის შემდეგ კი საქმიანობა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში გავაგრძელე.
მუშაობის პარალელურად, არ ვწყვეტ სწავლას და პროფესიულ განვითარებას. ამ ტაპზე ვსწავლობ დოქტორანტურაში.

გასაგებია, რომ მამა თქვენს საქმიანობაში არ ერევა, მაგრამ როგორ აფასებს მას?
არასდროს უთქვამს, რომ მოსწონს, მაგრამ ვამჩნევ, ბევრი რამ მოსწონს. ალბათ, სწორია, რომ პირდაპირ არასდროს მაქებს. მის დამოკიდებულებას კი იმით ვხვდები, რომ ბევრ რამეში მენდობა და ყველაზე რთულ პაციენტებს მე მაბარებს ხოლმე.

პლასტიკური ქირურგია არის  კლინიკის  ერთ-ერთი მიმართულება,  ხშირია თუ არა ამ სახის ოპერაციებზე  მოთხოვნა?
ზოგადად, კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტს  აღდგენით-რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოში ამ მიმართულებით პირველი ოპერაციები სწორედ გია ნემსაძემ გააკეთა და  შესაბამისი  პატენტიც აქვს მიღებული .  ასევე სახელმწიფო პრემიითაა  დაჯილდოებული.

ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობის  მიუხედავად, ქალბატონები ესთეტიკას მაინც დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, ქალებს სილამაზე მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ.  უფრო მეტად აღდგენით რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე ვართ ორიენტირებული და როგორ გამოგვდის, ეს პაციენტებს უნდა კითხოთ .
ქალისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომ ძუძუს მოკვეთის შემდეგ, მას აღდგენის შესაძლებლობა ექნება. კეთდება ერთმომენტიანი ოპერაციებიც, როდესაც აღდგენა მოკვეთისთანავე ხდება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები მაქვს როგორც მე პირადად, ისე კლინიკა "კოი"-სთან დაკავშირებით. დიდი კლინიკის მშენებლობას ვიწყებთ, რაც საქმიანობის პროფილური ზრდის საშუალებას მოგვცემს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ, პოსტქიმიოთერაპიული  გართულებების მართვის დეპარტამენტია. დღეს ერთი კონსოლიდირებული ონკოლოგიური ცენტრი აღარ არსებობს, სხვადასხვა კლინიკებს კი ონკოლოგიური პაციენტების მართვა ძალიან უჭირთ. ელემენტარული პრობლემა რომ შეექმნას ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს, იმ პრობლემებსაც ონკოლოგიურს მიაწერენ ხოლმე. ეს კი ცალსახად გაუმართლებელია. კიბოთი დაავადებულ ადამიანსაც ისევე შეიძლება დაემართოს ინსულტი, როგორც არადაავადებულს და მათი მკურნალობა სრულიად იდენტურად ხდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოსტქიმიოთერაპიული  გართულებების მართვის დეპარტამენტის არსებობა.

"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდით. სამომავლოდ გვსურს მათი ცოდნა  გავუზიაროთ ახალგაზრდა თაობის  ექიმებს. ამისთვის, ჩვენს ახალ კლინიკაში ვგეგმავთ შევქმნათ საუკეთესო პირობები ექიმების   გადამზადებისთვის.

ინოვაციების დანერგვის კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. თუმცა ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ონკოლოგიაში ძალიან ცოტა რამ შეიძლება იყოს, რაც საქართველოში და ჩვენს კლინიკაში დანერგილი არაა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო-საინფორმაციო ქოლ-ცენტრი "მედიქოლი" (2 500 500) და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი"
23-07-2019
მუცლის ღრუს ორგანოების, ანუ აბდომინური ორგანოების პათოლოგიები აქტუალური პრობლემაა როგორც კაცებში,
23-07-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ონკოლოგიური მიმართულებით წლებია მუშაობს.
(სიმსივნის ვირუსულ-გენეტიკური თეორია) კანცეროგენეზის მექანიზმთა კვლევა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
ფილტვის კიბოს ადრეული სიმპტომებიდან საყურადღებოა მაჯებისა და კოჭების მდგომარეობათა
ექიმები ამ დაავადებაზე საუბრისას ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რათა საფრთხის სერიოზულობა ჯერ კიდევ მაშინ დაგვანახონ,
მსოფლიოს ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებში მძიმე სტატისტიკა აქვს: ყოველწლიურად 1 მლნ-ზე მეტი
შარდის ბუშტის კიბოს დროს გადაგვარებული უჯრედები იზრდება და მრავლდება ბუშტის კედლის შიგნითა ზედაპირზე,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად