ონკოლოგია

გენი, რომელიც მეტასტაზირებას ებრძვის

გენი, რომელიც მეტასტაზირებას ებრძვის
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ნეირობლასტომის დროს მეტასტაზების განვითარებას შეაფერხებს. როგორც კვლევები ადასტურებს, ამ გენის არარსებობა სიმსივნური პროცესის გენერალიზებას განაპირობებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენი CASPAZA-8  გენერალიზებული ფორმის ნეირობლასტომისა და ფილტვების წვრილუჯრედოვანი გენერალიზებული კიბოს ასიდან 70 შემთხვევაში ორგანიზმში არ არსებობს.

"აშკარაა, რომ ეს გენი მეტასტაზირების პროცესის შეფერხების მთავარი ფაქტორია. მაგრამ საოცარი ის გახლავთ, რომ ის სრულებით არ მონაწილეობს საწყისი სიმსივნის ფორმირებაში", -აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი დუეინ სტუპაკი.

მკვლევარებმა ისიც შეამჩნიეს, რომ პირველადი სიმსივნიდან გამოყოფილი და სისხლში გადასული ნეირობლასტომის უჯრედები CASPAZA-8-ით გააქტიურებულ
სპეციფიკურ მოლეკულებს ხვდებიან. ამ მოლეკულების საშუალებით გენი CASPAZA-8 კიბოს უჯრედებს თვითგანადგურების "ბრძანებას" უგზავნის, რის შემდეგაც სიმსივნური უჯრედების თვითლიკვიდაცია იწყება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც კიბოს უჯრედები ამ "ბრძანებას" არ ემორჩილებიან. ასეთ შემთხვევაში ჩნდება მეტასტაზები და ხდება სიმსივნური პროცესის გენერალიზება.

თინათინ გოცაძე


მსგავსი სიახლეები
გასტროენტეროლოგიური პრობლემები, მრავალი გარემოებისა და მიზეზის გამო, საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში.
10-07-2019
ფიტოქიმიური ნივთიერებები კიბოს საპროფილაქტიკოდ და ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ მეტად პოპულარულია,
05-04-2019
სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები - სოკოები, პათოგენური ან პირობითპათოგენური.
13-02-2019