როგორც ცნობილია, მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო განაპირობებს კალციუმის მომატებულ შემცველობას ორგანიზმში. ამიტომაც სპეციალისტებმა სწორედ ამ ელემენტის მაჩვენებელზე დაკვირვება გადაწყვიტეს. შექმნეს უჯრედები, რომლებშიც კალციუმის დონის ხანგრძლივად მომატების შემთხვევაში აქტიურდება კალციუმ-მგრძნობიარე რეცეპტორები. ეს უკანასკნელი ააქტივებს ფერმენტს,
ამგვარად, ტატუს შეუძლია კიბო ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს, ბევრად ადრე, პათოლოგიის სპეციფიური სიმპტომების გამოვლენამდე.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხალის (ანუ პიგმენტირებული, გამუქებული უბნის) შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ტატუირების ახალმა მეთოდმა ტესტირება გაიარა
შეკითხვა ექიმს
სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება) მხოლოდ სიმსივნური პროცესის მანიშნებელი არ არის, ის სხვა პათოლოგიების დროსაც შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, ახალი ტატუ დამატებითი კვლევების ჩატარებისათვის ნიშანი იქნება.
თინათინ გოცაძე