პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი

პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული ხორცი, მაგალითად ბეკონი, ლორი, სალიამი. ხორცის შენახვის ვადის გასაზრდელად და მისი გემოვნებითი თვისებების შესაცვლელად მასში უმატებენ ნიტრატებსა და ნიტრიტებს, რომლებიც კანცეროგენებს წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დღეში მხოლოდ 50 გრ გადამუშავებული ხორცის (ორი ნაჭერი ბეკონის ეკვივალენტი) მიღება ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 18%-ით ზრდის.

როგორც კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტო ამტკიცებს, იმ ფაქტორების ნუსხაში, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ონკოლოგიის რისკს, შედის პესტიციდები, საკვები დანამატები და ხელოვნური დამატკბობლები. თუმცა დღეისათვის მეცნიერულად დამტკიცებული არაა პირდაპირი
კავშირი მათ მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის.

ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენებას, დამუშავებულ ხორცთან ერთად, ხელს უწყობს სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ცუდი კვება და ალკოჰოლის მოხმარება. მოწევა დაახლოეით 15 სახეობის ონკოლოგიის რისკ- ფაქტორს და ბრიტანეთში კიბოს შემთხვევათა 15% მიზეზს წარმოადგენს. ალკოჰოლი კიბოს შემთხვევათა 3%-ის
მიზეზია.

კიბოთი დაავადების ალბათობის შესამცირებლად, მეცნიერები გვირჩევენ გამოვიყენოთ ე.წ. სუპერპროდუქტები: კურკუმა, მწვანე ჩაი, მოცვი, ბროწეული, ცხიმიანი თევზი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, უჯრედისი. თუმცა არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს იმისა, რომ მათ შეუძლიათ ონკოლოგიის პროფილაქტიკა. ასევე რეკომენდებულია წონის შენარჩუნება ნორმის ფარგლებში და მოწევისთვის თავის დანებება.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
26-09-2019
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
16-09-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით,
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მედიკოსების მთელი ძალისხმევა მიმართულია
მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70%
უახლოეს მომავალში სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს აღარ მოუწევთ თერაპიის ხანგრძლივი კურსის გავლა. მკურნალობაზე წამები დაიხარჯება.

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეები
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად