ბაქტერიებმა შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხონ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ბაქტერიებმა შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხონ

ბაქტერიებმა შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხონ
თავის ტვინის ონკოლოგიური დაზიანება სიმსივნის ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე საშიშ დაავადებად არის მიჩნეული.

დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტების საფუძველზე მიაღწიეს იმას, რომ მიკროორგანიზმ შალმონელლა ტყპჰიმურიუმ-ის მიერ მთლიანად აღმოიფხვრა თავის ტვინის გლიობლასტომა. ეს უკანასკნელი თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნეა. მისი დიაგნოსტირების შემდეგ ადამიანები დაახლოებით წელიწადნახევარს ცოცხლობენ. პაციენტთა მხოლოდ ერთი მეათედი ცოცხლობს 5 წელს.

აღნიშნული სიმსივნის მკურნალობის სიძნელე განპირობებულია იმით, რომ სამკურნალო საშუალებები ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, შესაბამისად, ვერ აღწევს სამიზნე სიმსივნურ უჯრედებამდე, ქირურგიული ჩარევით კი ამ სიმსივნის მოცილება დიდი
პრობლემაა. ეს ყოველივე თავის მხრივ სიმსივნის სპეციფიკური ლოკალიზაციითაა განპირობებული.

მეცნიერები თავის კვლევებში იყენებდნენ მხოლოდ გაუვნებელყოფილებულ ბაქტერიებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთიერება პურინის დეფიციტი. ბაქტერიები იწყებდნენ ამ ფერმენტის ძებნას, ამის საფუძველზე აღწევდნენ სიმსივნურ წარმონაქმნს, რომელშიც პურინი დიდი რაოდენობითაა. ცოცხალი ბაქტერიები ანადგურებდნენ სიმსივნურ უჯრედებს, ხოლო მათ ნარჩენებს
საკვებ ნივთიერებათა წყაროდ იყენებდნენ.

ამ შედეგებს მეცნიერებმა მიაღწიეს ბაქტერიათა მოდიფიკაციის გზით, სახეშეცვლილი ბაქტერიები მიმართული იყო azurin და p53 გამოყოფაზე. სწორედ ეს ნივთიერებები აიძულებდა მიკროორგანიზმებს სიმსივნური უჯრედების განადგურებას.
ახალი მეთოდი უკვე წარმატებით გამოიცადა გლიობლასტომის მძიმე ფორმით დაავადებულ ვირთაგვებზე. ცხოველების 20 %-ზე მეტმა 100 დღეზე მეტხანს იცოცხლა, რაც ადამიანთა სიცოცხლის ათ წელს შეესაბამება. ყველა ცხოველთან დაფიქსირდა ონკოპათოლოგიის მნიშვნელოვანი რემისია.

ეს ნეიროონკოლოგიას დიდ პერსპექტივებს უსახავს.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
უსაფრთხო პრენატალური ფორმულა -90აბი
ფასი: 74.9
მსგავსი სიახლეები
ართროზი და ართრიტი სახსრების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებია.
05-11-2018
მაგნეტიტისა და ოქროს ნაწილაკების საფუძველზე შექმნილი უნიკალური
04-10-2018
სიმსივნური უჯრედების ნაწილი განსხვავდება დანარჩენებისგან -შეიცავს ქრომოსომათა გაზრდილ რაოდენობას
26-12-2018
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ონკოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ. პროფესორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 570 ათასი შემთხვევა
ფიტოქიმიური ნივთიერებები კიბოს საპროფილაქტიკოდ და ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ მეტად პოპულარულია,
ფინელმა მეცნიერებმა მკერდის კიბოს სამკურნალო ახალი კომბინირებული მეთოდი შეიმუშავეს. ეს მეთოდი მიმართულია
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხახვისებრთა ოჯახის ბოსტნეულის აქტიურმა მოხმარებამ შეიძლება კოლორექტალური კიბოს
პომიდორი და მისი სოუსი აქვეითებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ანთებისა და სიმსივნის განვითარების რისკს.
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად