ონკოლოგია

კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი

კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი
სამწუხაროდ, სიმსივნური პათოლოგიის დიაგნოსტიკა უხშირესად ბოლო სტადიებზე, უკვე შორსწასულ (და დაგვიანებული) ეტაპზე ხდება, მაშინ, როცა სიმსივნური უჯრედები მთელ ორგანიზმშია გავრცელებული. ამ მომაკვდინებელ სენთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის დროულად (საწყის სტადიებზე) გამოვლენას.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაასახელეს კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი.
აღნიშნულ სიმპტომთა შეუღლების (ერთდროულად გამოვლენის) შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ არ დავაყოვნოთ ექიმთან ვიზიტი. ამ გზით შესაძლებელი იქნება დაავადების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რადგან ის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროცესში ხანგრძლივად მომატებულია ხოლმე
37,1-38,0 გრადუსის ფარგლებში. ტემპერატურის მომატება არ არის ჭეშმარტი ონკოლოგიური სიმპტომი, თუმცა, ერთ-ერთი საყურადღებო და მნიშვნელოვანია - აღნიშნავენ სპეციალისტები.

ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოების მედიკოსები კიბოს გამოხატული სიმპტომებიდან ასახელებენ წონაში კლებას, აუხსნელი მიზეზით, როცა ადამიანი არც სპორტს მისდევს და არც დიეტას იცავს. არაჯანსაღი (არაჯანმრთელი) ორგანიზმის მანიშნებელია აგრეთვე მუდმივად
ძილიანობა და მომატებული დაღლილობის შეგრძნება,
რაც მთავარია უმიზეზოდ, როდესაც ამ სიმპტომებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ადამიანი მას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს.

დასასრულ კი სპეციალისტებმა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სიმპტომებად გამოყვეს ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები ტუჩებზე.

საზოგადოდ, ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ შეგრძნებებს, სისტემატურად ჩავიტაროთ სამედიცინო შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადება და დროულადვე დაიწყოს მისი სათანადო მკურნალობა.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული პროდუქტები
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მსგავსი სიახლეები
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
20-03-2019
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხახვისებრთა ოჯახის ბოსტნეულის აქტიურმა მოხმარებამ შეიძლება კოლორექტალური კიბოს
14-03-2019
პომიდორი და მისი სოუსი აქვეითებს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ანთებისა და სიმსივნის განვითარების რისკს.
08-03-2019