ამერიკელმა მკვლევარებმა დაასახელეს კიბოს ადრეული და ყველაზე გავრცელებული 4 სიმპტომი.
აღნიშნულ სიმპტომთა შეუღლების (ერთდროულად გამოვლენის) შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ არ დავაყოვნოთ ექიმთან ვიზიტი. ამ გზით შესაძლებელი იქნება დაავადების დროულად დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ტემპერატურას, რადგან ის სიმსივნური პათოლოგიის განვითარების პროცესში ხანგრძლივად მომატებულია ხოლმე
ამერიკელ ონკოლოგთა საზოგადოების მედიკოსები კიბოს გამოხატული სიმპტომებიდან ასახელებენ წონაში კლებას, აუხსნელი მიზეზით, როცა ადამიანი არც სპორტს მისდევს და არც დიეტას იცავს. არაჯანსაღი (არაჯანმრთელი) ორგანიზმის მანიშნებელია აგრეთვე მუდმივად ძილიანობა და მომატებული დაღლილობის შეგრძნება, რაც მთავარია უმიზეზოდ, როდესაც ამ სიმპტომებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ადამიანი მას კონკრეტულად ვერაფერს უკავშირებს.
დასასრულ კი სპეციალისტებმა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სიმპტომებად გამოყვეს ხმის ჩახლეჩა, ყელის ტკივილი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობები ტუჩებზე.
საზოგადოდ, ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ შეგრძნებებს, სისტემატურად ჩავიტაროთ სამედიცინო შემოწმება, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადება და დროულადვე დაიწყოს მისი სათანადო მკურნალობა.
თინათინ გოცაძე